სხვა მფრინავი,რომელმაც გარისკა და თვითმფრინავი გზატკეცილზე დასვა ფილმისთვის "იტალიელთა საოცარი თავგადასავალი რუსეთში" 2016, 23 სექტემბერი, 16:32 ![]() როგორც გაირკვა, თვითმფრინავის დასმა გზატკეცილზე სხვა წინაღობებს რომ თავი დავანებოთ მარტო იმიტომ იყო შეუძლებელი, რომ ლაინერის დაჯდომის დროს შასების დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ ვერცერთი ასფალტი მას ვერ გაუძლებდა. ბეტონის საფარის ან ასფალტის სისქე მინიმუმ 70-80 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო, ამიტომ არცერთი გზატკეცილი Ту-134-ის დაჯდომისთვის არ გამოდგებოდა. ![]() გადამღებმა ჯგუფმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო.აეროპორტის "საგრიმიროდ გადაქცევა".ამისთვის კი ულიანოვსკის აეროპორტი შეირჩა. მოკლედ, მოაშორეს აეროპორტის ყველა ატრიბუტი(აერონიშნები, პროჟექტორები და ა.შ.)..ასაფრენ-დასაფრენი ზოლზე დახაზეს თეთრი ზოლები, "ზებრები", ზოლის გარშემო დარგეს ხეები, დააყენეს შუქნიშნები, კიოსკები, დადგეს ბურახის კასრი თავის გამყიდველით, საგზაო ნიშანი "მოკოვი-140 კმ, "ბუტაფორიული სახლები და სხვა.მაგრამ მთავარი პრობლემა წინ იყო.რომელი მფრინავი გარისკავდა და თვითმფრინავს დასვამდა მოძრავ ავტომობილებს შორის? მოიძებნებოდა ასეთი "შერეკილი?". მაგრამ რიაზანოვს ტრიუკის შესრულებისთის ჯერ თანხმობა უნდა მიეღო სამოქალაქო ავიაციის სამინისტროდან.თუმცა მას სასტიკი უარი უთხრეს:"არავითარ შემთხვევაში.ეს სასიკვდილოა!", არცერთ სამოქალაქო ავიაციიის ჩინოვნიკს არ სურდა ასეთი სარისკო თანხმობის გაცემა.ასე რომ რიაზანოვი ყურებჩამოყრილი დაბრუნდა სამინისტროდან. ![]() საბოლოოდ ტრიუკის შესრულებას დასთანხმდა პილოტი ივან ტარაშჩანი, თავიდან ის სასტიკი წინააღმდეგი იყო ავტომობილებს შორის დაესვა ლაინერი, თუმცა ბოლოს როგორც ჩანს პროფესიულმა აზარტმა დასძლია, მას ხომ ისეთი ტრიუკი უნდა შეესრულებინა, რომელიც აქამდე არავის არასდროს გაუკეთებია. მან ასეთი პირობა წამოაყენა:"ტრასაზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები ივლიდნენ, რომლის საჭესთანაც პროფესიონალი მფრინავები იჯდებოდენ." უცებ მონახეს მფრინავები, რომელბსაც საკუთარი ავტომობილები გააჩნდათ.ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე აქეთ-იქით დარბოდნენ მსუბუქი ავტომობილები, ტარაშჩანმა კი ბრწყინვალედ, იუველირის სიზუსტით დასვა გიგანტური ლაინერი ბილიკზე.ფილმისთვის ექვსი დუბლი დასჭირდათ და ექვსივე უზადოდ შეასრულა ტარაშჩანმა. ![]() 864 7-ს მოსწონს 1-ს არა
|