x
image
ციცი
Mediator image
"ვერ დავმშვიდდები როცა გვცემენ, გვკლავენ და გვჩაგრავენ ყოველდღიურად!"-ბაია პატარაია

image
უფლებადამცველი და ფემინისტი ბაია პატარაია სოციალური ქსელით ყველა იმ მეგობარს თუ მტერს მიმართავს, ვისაც მისი საუბრის ტონი არ მოსწონს:

"ძალიან ბევრი მეგობარი თუ მტერი მიწუნებს საუბრის ტონს: რატომ უწევ ხმას? რა გაყვირებს? რატომ ჩხუბობ? რანაირი გამომეტყველება გაქვს? რატობ ბრაზობ? იქნებ დამშვიდდე? და ა.შ.
ხოდა მისმინეთ კარგად: ჯერ ერთი ნუ გაღიზიანებთ ქალისაგან ხმამაღალი და თუნდაც აგრესიული ტონი. ქალებს რომ გვაქვს გაბრაზების საფუძველი, ისეთი არავის აქვს. პოლიტიკოსი კაცების ცემა-ტყეპას კარგად უყურებთ და ისევ იმ პარტიებს აძლევთ ხმას და რაღა ქალებთან გიჩნდებათ ეს უშველებელი პრეტენზიები?
და კიდევ, რატომ მთხოვთ მშვიდი სახით ვუსმინო და დინჯი ტონით ვესუბრო იმას, ვინც შეურაცხმყოფელ, ჰომოფობიურ, სექსისტურ ტყუილებს და სისულელეებს მეუბნება? თქვენ ესაუბრეთ მშვიდი ტონით იმათ, ვინც გრანტიჭამიას, ფაშისტს, სამშობლოს მოღალატეს, გაუნათლებელს, "ლამაზოს", "წადი რეზინობანა ითამაშეს" და ათას სხვა შეურაცხყმყოფელ რამეს გაკადრებთ.
ქალებს გვაქვს გაბრაზების, ჩხუბის და ყვირილის უფლება და რაც მთავარია - საფუძველიც. მიეჩვიეთ!
არც "დამშვიდდი", "დაწყნარდის" ძახება მჭირდება. ვერ დავმშვიდდები როცა გვცემენ, გვკლავენ და გვჩაგრავენ ყოველდღიურად. და თქვენ თუ არ გაღელვებთ ეს ყველაფერი, თქვენი პრობლემაა. ვისაც გვაღელვებს, ამ აღელვებას გამოვხატავთ ისე, როგორც ჯერ არს. მე არ ვაპირებ სექსისტებს და ჰომოფობებს ნოტებზე ველაპარაკო. ყველას ველაპარაკები ისე, როგორც იმსახურებს და თქვენი მოწოდება "მშვიდი ტონისაკენ", არაფერია თუ არა მორიგი მცდელობა ხმა წაართვათ და ხმა ჩააწყვეტინოთ ქალს!
პ.ს. იქნებ საკუთარ თავს კითხოთ, სინამდვილეში რატომ ცდილობთ ჩემ გაჩუმებას, რა გაღიზიანებთ რეალურად ჩემ საფუძვლიანად გაბრაზებულ ხმაში?"

image



0
97
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0