სხვა საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ 2016, 20 სექტემბერი, 10:01 1)ხუთიდან ორი ადამიანი ქორწინდება თავის პირველ სიყვარულზე.
2)ადამიანების 66% ტუჩებში კოცნის დროს თვალებს ხუჭავს, ხოლო დანარჩენი თავის პარტნიორის რეაქციას აკვირდება. 3)მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონამდე ადამიანს აქვს კომპიუტერი, ხოლო დედამიწის ნახევარ მოსახლეობას არა თუ კომპიუტერი, მობილური ტელეფონიც კი არ უნახია თვალით. 4)თქვენთან ერთად დაბადების დღეს მთელ მსოფლიოში დაახლოებით კიდევ 20 მილიონი ადამიანი აღნიშნავს. 5) რაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს მამაკაცს, მით უფრო მაღალია ალაბათობა იმისა, რომ ცოლს ან პარტნიორს უღალატებს. 6) სტატისტიკური მაჩვენებლით ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ 4 სქესობრივ პარტნიორს იცვლის. 7)ყოვეთვიურად 2500 ქალი მთელს მსოფლიოში დედობაზე უარს ამბობს და თავის შვილს სტოვებს. 8)თუ ჰავაის კუნძულზე მაცხოვრებელ გოგონას ყურზე ყვავილი აქვს გადაკიდებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მამაკაცს ეძებს.რაც უფრო მეტი ყვავილი აქვს მით უფრო მძაფრია მისი სურვილი. 9)საშუალოდ მსოფლიოში ყველაზე დაბლები იაპონელები არიან, ხოლო ყველაზე მაღლები ჰოლანდიელები. 10)ქალები, რომლებიც სასიყვარულო რომანებს კითხულობენ 74%-ით უფრო ხშირად კავდებიან სექსით, ვიდრე ის ქალები, რომლებიც მსგავს რომანებს არ კითხულობენ. 11)ბავშვები 1-იდან 3 თვემდე ცრემლის გარეშე ტირიან. 12)საშუალოდ ცოლიანი მამაკაცები 2, 5 სმ.-ით უფრო მაღლები არიან უცოლოებზე. 13)ადამიანები, რომლებიც იტყუებიან ძირითადად მაღლა და მარცხნივ იყურებიან. 14)კენიაში მაცხოვრებლების ნახევარი 15 წლამდე ასაკისაა. 15)ამ წუთში დედამიწაზე დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი მთვრალია. 16)მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ფეხით იმდენ მანძილს გადის, რომ ხუთჯერ შემოუვლის დედამიწის ეკვატორს. 17)ქალაქის მაცხოვრებლებს უფრო ხშირი და უხეში თმა აქვთ ცხვირში, ვიდრე სოფლელებს. 18)რუსეთს და აშშ-ს საზღვრებს სულ რაღაც 4 კილომეტრი აშორებს. 19)ქალების 29% უფრო მეტ დროს ხარჯავს ფეხსაცმლის არჩევაში, ვიდრე ცხოვრების მეგზურის. 20)შვეიცარიაში მასწავლებლის ხელფასი წელიწადში 33 000 დოლარია. 21)მამაკაცების 70% და ქალების 57% ყოველდღიურად იღებს შხაპს. 22)უმეტესი ადამიანების წამწამებში ცხოვრობს პარაზიტი დემოდექსი, რომელსაც პირი და ბრჭყალები აქვს. 23) ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ ქალების 90% და კაცების 75% ხელს იბანს. 24)დიასახლისი საშუალოდ დღეში 11 კილომეტრს გადის, როდესაც საშინაო საქმეებითაა დაკავეული. 25)დედამიწაზე ყოველ სამ წუთში ერთხელ ვინმე აცხადებს, რომ ნახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. 227 4-ს მოსწონს 1-ს არა
|