მიმოხილვა ავტობუსების წარმოება საბჭოთა კავშირში:სერიული და ექსპერიმენტალური მოდელები 2016, 19 სექტემბერი, 18:28 ЗИС-8 და 8А-ლენინგრადის ქარხანა АТУЛ -ის პროდუქცია.საქალაქო ავტობუსი გამოდიოდა 1934-41 წლებში. ЗИС-8 იტევდა 29 მგზავრს(დასაჯდომი ადგილი 22) ხოლო 8А -48-მგზავრს (32 დასაჯდომი ადგილი) მგზავრს.ძრავა73-ც/ძ.-ით.
ЯА-2-"გიგანტი"-11, 5 მეტრის სიგრძის ავტობუსი 80 მგზავრს იტევდა(დასაჯდომი50).АТУЛ-ის ქარხანაში დამზადებულ ავტობუსს ეგდა 6 ცილინდრიანი 103 ც/ძ.-იანი ამერიკული ძრავა Hercules -ი .(საბჭოთა კავშირში იმ დროს მსგავსი სიმძლავრის ძრავა უბრალოდ არ იყო). ЗИС-154-ეს უზარმაზარი ავტობუსი ომის დამთავრებისთანავე გამოჩნდა ქალაქებში.ვაგონის ტიპის ავტობუსს ჩამონტაჟებული ჰქონდა ამერიკული GM -ის დიზელის ძრავა 110ც/ძ.-ით.შემდეგ ის საბჭოთა ასლით-ЯАЗ-204-ით შეცვალეს.ტრანმისია ავტომატური ჰქონდა.ავტობუსი აუარებელ საწვავს მოიხმარდა, - 100 კილომეტრზე 65 ლიტრს და საშინლად ხრჩოლავდა.1950 წლამდე დამზადდა 1165 ცალი ЗИС-154, შემდეგ იგი ЗИС-155 с -თი შეცვალეს, რომელსაც უკვე ბენზინის ძრავა ედგა. ГЗА-651, იგივე ПАЗ-561, КаВЗ, РАФ და КАГ-ცნობილი ავტობუსები მოკლე ქალაქგარეთ რეისებისთვის.50-იანი წლების დასაწყისიდან მზადდებოდა თითქმის მთელ საბჭოთა კავშირის ათეულობით ქარხანაში.ძარას კარგა ხანი ხისგან აკეთებდნენ და შემდეგ ფოლადის ფურცელს ზედ აკრავდნენ.იტევდა 23 მგზავრს(დასაჯდომი ადგილი19). ПАЗ-652-ვაგონის ტიპის პირველი ავტობუსი, რომელიც პავლოვის ქარხანამ დაამზადა.სერიული წარმოება 1958 წელს დაიწყო.1963 წელს ავტობუსი მოდერნიზებული სახით მოგვევლინა, ხოლო 1967 წლიდან დაიწყო გაუმჯობესებული ПАЗ-672 -ის წარმოება უფრო მძლავრი 115 ც/ძ-იანი მოტორით(მანამდე 90 -ც/ძ-იანი იყო) ЛАЗ-695-ერთ-ერთი ყველაზე მასიური საქალაქო ავტობუსი საბჭოთა კავშირში.დამზადდა საუკეთესო გერმანული ნიმუშების ზეგავლენით.სერიული წარმოება 1957 წლიდან დაიწყო.იტევდა 55 მგზავრს(დასაჯდომი 22 ადგილი).ედგა ЗИЛ-ის ძრავა 109 ც/ძ.-ით.მოდერნიზებული ЛАЗ-695 2003 წლამდე მზადდებოდა.მთლიანად გამოშვებული იქნა 268 000 მანქანა. ЗИС-5(АМО-4)-ღია საკურორტო ავტობუსი, რომელიც ძირითადად ყირიმის და კავკასიის სანტორიუმებისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებს ემსახურებოდა.1932- წლიდან მისი აწყობა ხდებოდა თბილისში, ქარხანა Закавтопромторг-ში.ავტობუსი იწყობოდა როგორც საბჭოთა (АМО და ЗИС-ი)ასევ უცხოური ნაწილებით.ღია ავტობუსის წარმოება 60-იანი წლების შუა ხანებში შეწყდა. ЛиАЗ-5Э676-პირველი ორვაგონიანი გადაბმული ავტობუსი, რომელიც 1962 წელს დამზადდა.სიგრძე 15, 5 მეტრი იყო.ძრავის სიმძლავრე 150 ც/ძ.საკმოდ მცირე ასეთი დიდი ავტობუსისთვის.ალბათ სწორედ ამიტომ მისი სერიული წარმოება აღარ შედგა.(მოგვიანებით ეს იდეა უნგრულმა "იკარუსმა" განახორციელა.) ЛАЗ-699-პირველი სერიული ტურისტული ავტობუსი საბჭოთა კავშირში.მისი წარმოება დაიწყო 1964 წელს.ედგა 180ც/ძ-იანი ЗИЛ-375 V8-ის ძრავა.სალონში 41 სავარძელი იყო განთავსებული .ЛАЗ-ის სხვადასვხა მოდიფიცირებული ვარიანტი 2004 წლამდე მზადდებოდა.მთლიანად დამზადდა 36 000 ავტობუსი. ПАЗ-Турист-1969 წელი.პავლოვის ქარხნის ეს ტურისტული ავტობუსი ნიცეს ავტობუსების საერთაშორისო კონკურზე მონაწილობდა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.ავტობუსს ჰქონდა გლუვი გვერდითა ფანჯრები, აგრეთვე გარდერობი და ტევადი საბარგული.ედგა ЗИЛ-130-ის 150ც/ძ-იანი მოტორი.თუმცა პავლოვის ქარხანამ მისი სერიული წარმოება ვეღარ განახორციელა. ПАЗ-3201-ორხიდიანი ავტობუსი, საკმაოდ იშვიათი მოვლენა ავტობუსების მსოფლიო წარმოებაში.დამზადდა 1966 წელს ГАЗ-66 ის ბაზაზე.115 ც/ძ-იანი ЗМЗ-ის ძრავით.სერიული წარმოება დაიწყო 1972 წელს და გამოდიოდა 1988 წლამდე.მთლიანად დამზადდა 18 873 ეგზემპლიარი.სრულსიმძლავრიან ПАЗ-3201-ы და შემდგომ გაუმჯობესებულ ПАЗ-3206-ს ძირითადად უწყებრივი სამსახურები იყენებდნენ. РАФ-2203-პირველი მინიავტობუსი საბჭოთა კავშირში.მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 60-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო.თუმცა სერიული წარმოება რიგის ავტობუსების ფაბრიკამ 1975 წლიდან დაიწყო.12 ადგილიანი მიკროავტობუსი ბაზირებული იყო აშკარად მისთვის სუსტი "ვოლგის"რამაზე.ძრავა 92 ც/ძ-ით.1982 წლიდან დაიწყო მოდერნიზებული РАФ-22038-02-ის გამოშვება.მთლიანად მიკროავტობუსის წარმოება შეწყდა 1997 წელს. ЛиАЗ-677 и 677м-თავის დროზე ალბათ ყველაზე პროგრესული საბჭოთა საქალაქო ავტობუსი.ორსატერფულიანი, ავტომატური სიჩქარის კოლოფი ჰიდროტრანფორმატორის ბლოკირებით.180ც/ძ-იანი ზილის V8 მოტორით.სალონში სულ 25 სკამი იყო, თუმცა მთლიანად ჯერ 80 ს, შემდეგ კი 110 მგზავრს იტევდა.პირველი ავტობუსი ლიკინსკის ქარხნის კონვეირიდან 1967 წელს გადმოვიდა.ავტობუსი მზადდებოდა 1996 წლამდე.მთლიანად 194 000 მანქანა დამზადდა. 1147 5-ს მოსწონს 1-ს არა
|