განათლება ქვიშიანი უდაბნოების საიდუმლო (+ვიდეო «მომღერალი ქვიშები») 2018, 8 ივნისი, 13:44 ტონობით ქვიშა, რომელსაც უდიდესი ტერიტორია, – ხმელეთის საერთო ფართობის თითქმის 1/5 უკავია, ქანების დაშლის შედეგს წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში, ქვიშის ყოველი მარცვალი კვარცის (SiO2) პატარა ნაწილაკია, მაგრამ მილიონობით ასეთი მარცვალი უდაბნოს (ქვიშიანი უდაბნოების გარდა, არსებობს თიხიანი, კენჭიანი, ქვიანი, მლაშობების... ცალკე გამოყოფენ მარადიული ყინულით და თოვლით დაფარულ არქტიკულ, იგივე პოლარულ უდაბნოებს) ლანდშაფტებს ქმნის დედამიწაზე. რომლებიც, თავის მხრივ, ერთიანად ანადგურებენ მდინარეებს, ტბებს, სოფლებს, ქალაქებს... მიუხედავად იმისა, რომ სკოლის სახელმძღვანელოებში, უდაბნოებთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ ჩნდება (ყველაფერი ისე დალაგებულად წერია), რეალურად, ისიც კი არ არის ცნობილი, თუ ამდენი ქვიშა საიდან «მოვიდა»? ჯერ წარღვნა, შემდეგ უდაბნო? ძველ რუკებზე დაკვირვებით, უამრავი საინტერესო შეუსაბამობის აღმოჩენა შეიძლება. მაგ., რადიოლოგიური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ არალის ზღვა 20-24 ათასი წლის წინ შეიქმნა... მაგრამ, მაგ., თუ 1578 წლის აზიის რუკის ფრაგმენტს და 1687 წლის ნახევარსფეროების რუკას ვნახავთ (ან ნებისმიერ სხვა ძველ რუკას), განსხვავებულ ინფორმაციას მივიღებთ ამ ზღვის შესახებ. ადვილად შესამჩნევია, რომ ამ რუკებზე, კასპიის ზღვის ფორმა ძალიან განსხვავდება მისი თანამედროვე ფორმისგან, ხოლო არალის ზღვა საერთოდ არ არის. მაგრამ, ეს კარტოგრაფების შეცდომა არ შეიძლება იყოს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იმ პერიოდში კარტოგრაფია ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან პროფესიად ითვლებოდა და კარტოგრაფები ერთმანეთს შეცდომის დაშვების უფლებას არ მისცემდნენ. ისინი, შუა საუკუნეებში, ისეთივე ცნობილები იყვნენ, როგორც დღეს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები არიან. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტი იქცევს აზიის რუკაზე ყურადღებას, - ის ტერიტორიები, სადაც დღეს ყიზილყუმის და ყარაყუმის უდაბნოებია, ადრე მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. ძველ რუკებზე არც გობის და ტაკლა-მაკანის უდაბნოებია. არა იმიტომ, რომ მათი არსებობის შესახებ არ იცოდნენ, უბრალოდ, იმ დროს, იმ ტერიტორიებზე, ეს უდაბნოები არ არსებობდა და მათ ადგილზე, წყალუხვი მდინარეები მიედინებოდნენ და ნაყოფიერი მიწები იყო. მაშინ რა მოხდა? ამ კითხვაზე მინიშნება ისევ ძველი რუკიდან შეგვიძლია მივიღოთ. ქვემოთ მოცემული რუკა - «კასპიის რეგიონი წარღვნის შემდეგ», მე-18 საუკუნეში არის შედგენილი. თუმცა უცნობია, მასზე უძველეს დროში მომხდარი წარღვნის რეკონსტრუქციაა, თუ 2 საუკუნის წინ მომხდარი წყალდიდობის შედეგია ასახული, რომელმაც შავი და კასპიის ზღვების დროებითი გაერთიანება გამოიწვია. 2 საუკუნის წინ, ასეთი წყალდიდობა რომ ყოფილიყო, წყალს მართლაც შეეძლო, ერთ დროს, ნაყოფიერი მიწების ქვიშის სქელი ფენით დაფარვა და უდაბნოდ ქცევა. მაგრამ, აზიაში მომხდარი ასეთი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფის შესახებ ინფორმაცია, რატომღაც არ არსებობს. ასე, რომ, აზიის ქვიშიანი უდაბნოების წარმოქმნის ისტორია, ჯერ-ჯერობით უცნობია. საჰარის უდაბნოს საიდუმლო მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვიშიანი უდაბნო საჰარა, საშინელი ბუნებრივი პირობების გამო, ნაკლებად არის შესწავლილი. მწველი მზე და ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული ქვიშის რელიეფი, სერიოზულ წინააღმდეგობას წარმოადგენს მკვლევრებისთვის. მიუხედავად ამისა, მეცნიერები მისხალ-მისხალ აგროვებენ ინფორმაციას ამ უზარმაზარი უდაბნოს შესახებ. მათი ყურადღების ერთ-ერთი ობიექტი, გამოქვაბულის კედლებზე ნანახი პეტროგლიფები გახდა. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ნახატის ასაკი, დაახლოებით, 14 ათასი წელია. მსგავსი ნახატები ბევრია ლიბიის სამხრეთ ნაწილში, მდინარე მათხანდუშის წყლების მშრალ კალაპოტში. იქ უჩვეულო, 60 კმ-ზე გადაჭიმული, ნახატების მთელი ანსამბლია, რომელთა შორის ყურადღებას ნიღბიანი ადამიანები, საყოფაცხოვრებო ცხოვრების სცენები, აფრიკის კონტინენტისთვის დამახასიათებელი ცხოველები და ამ კონტინენტისთვის, უცხო... პინგვინები იქცევს. ლიბიაში არის ადგილები, სადაც ადგილობრივები არ დადიან. ასეთი «ცუდი» ადგილების რიცხვში არის ჩამქრალი ვულკანის, - ვანუ-ან-ნამუსის კრატერი, რომლის დიამეტრი 12 კილომეტრია, ხოლო სიღრმე - 200 მ. მის ფსკერზე სამი ტბა მდებარეობს: წითელი, მწვანე და ცისფერი. ამ რეგიონში, ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, გამცილებლები სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ, როდესაც მეცნიერებმა ერთ-ერთი ტბის გვერდით გადაწყვიტეს დაბანაკება. მათი ცნობით, ტბაში ურჩხული ცხოვრობდა და ღამე კრატერის თავზე გაატარეს, ხოლო ექსპედიციის სხვა წევრებმა – ტბასთან. ღამე მათთვის მართლაც რომ შფოთიანი იყო: ვულკანიდან გუგუნი, უცნაური, საშიში ხმები და კვნესა ისმოდა. ხოლო ერთხელ, წყლის ზედაპირზე მოძრავი რგოლები გამოჩნდა. საჰარის უდაბნოს ქვიშის სქელი ფენის ქვეშ, შესაძლებელია, უძველესი ცივილიზაციის ქალაქები იყოს. კოსმოსური აპარატით დედამიწის ერთ-ერთი ზონდირების დროს, უდაბნოში, 100-150 მ. სიღრმეზე, ქალაქის მსგავსი კონსტრუქცია აღმოაჩინეს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია არ არსებობს. სავარაუდოდ, «ობიექტი» გასაიდუმლოებულია. «მომღერალი ქვიშები» თურმე, ქვიშას ხმის გამოცემაც შეუძლია და როგორც ამბობენ, ყველაზე ხმამაღლა ბარხანები «მღერიან», ყაზახეთის ეროვნული პარკის «ალტინ – ემელის» ტერიტორიაზეა. როდესაც ქვიშა მშრალია, ის ვიბრირებული გუგუნის ხმას გამოსცემს, ხოლო სველი, ყოველთვის «დუმს».
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ «სიმღერა» ქვიშის მარცვლებს შორის ქარის მოძრაობით იქმნება. მარცვლები ჯერ იმუხტება, ხოლო განმუხტვით, «ხმას გამოსცემს». ადგილობრივები ამბობენ, რომ უდაბნოდან ქვიშის ყუთით წამოღების შემთხვევაში, «ისინი ხმებს სახლშიც გამოსცემენ». «ალტინ – ემელის» მომღერალი ქვიშები იმითაც გამოირჩევა, რომ ღია ყვითელია და ადგილობრივი ლანდშაფტის სხვა ობიექტებისგან, ყავისფერ-იისფერი ფერდობებისგან ფერით განსხვავდება. «მუსიკალური» ბარხანები, ძირითადად, კვარცისგან შედგება. და ეს კიდევ ერთი გამოცანაა მეცნიერებისთვის – ვერსია, იმის შესახებ, რომ ქვიშა, ქვიან უდაბნოში, ქარმა მოიტანა, ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ბარხანის სიგრძე, დაახლოებით, 3 კმ-ია, სიმაღლე – 140 მეტრი. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქარს, რომელიც, თითქმის ყოველთვის, მდინარიდან ქრის, ამდენი ქვიშის მოტანა შეეძლო. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი
502 3-ს მოსწონს
|