საზოგადოება ''ვეფხისტყაოსნის'' ეკრანიზაცია ( ანუ რუსკა-ნესტან-დარეჯანი) - ტრეილერი 2012, 6 ივნისი, 7:01 თქვენ რას ფიქრობთ არ ვიცი, მაგრამ არა მგონია ქართული კინოხელოვნება იმ დონეზე იყოს განვითარებული რომ ''ვეფხისტყაოსნის'' ღირსეული ეკრანიზაცია გააკეთოთ, ის რაც ვნახე პირადად მე არ მომეწონა და საერთოდ სხვა ასოციაცია გამიჩნდა. რუსკა მაყაშვილი ნესტან დარეჯანის როლში ნაკლებად წარმომიდგენია, ძაან მომწონს ეს გოგო მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით სად რუსკა და ნესტანის გმირი საერთოდ, ტარიელს და ავთანდილს რაც შეეხებათ მათ თორნიკე გოგრიჭიანი და გიორგი ვარდოსანიძე განასახიერებენ. ვერც ესენი წარმომიდგენია როლებში. შეიძლება იმიტომ რომ ''გოგონა გარეუბნიდან'' -ის შემდეგ მათ სერიოზულად აღქმა მიჭირს, მაგრამ უბრალოდ ვეფხსიტყაოსნის ეკრანიზაცია ....რავიცი რავიცი.... თრეილერს რო ვუყურე თავი ბლოგბასტერში მეგონა, ვეფხისტყაოსანი კი ჩემთვის საერთოდ სხვა რამესთან ასოცირდება, არა იმასთან რაც ვნახე, არა ბლოგბასტერთან ყოველ შემთხვევაში არამგონია გაამართლოს, მართალია პოპულარული გახდება გამოსვლისთანავე და შემოსავალიც იქნება, მაგრამ დამოკიდებულბის რა მოგახსენოთ რა თქმა უნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ველოდები ფილმს ![]() 1144 4-ს მოსწონს 1-ს არა |
მსახიოობები გმირებში იმდენად არ ჯდებიან რო რავიცი
:დ