შოუბიზნესი როგორ გამოიყურება სოფო ნიჟარაძის ულამაზესი დედა და როგორ მიულოცა მომღერალმა დაბადების დღე დედამისს 2016, 14 სექტემბერი, 19:37 სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1986 წლის 6 თებერვალს. ის გახლავთ ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“-ს რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია. მისი განსახიერებული როლებია: ვარდო – “ვერის უბნის მელოდიები“ (მიუზიკლი), ცოტა ხნის წინ მომღერალმა დედას დაბადების დღე მიულოცა. ის “ფეისბუკ'' გვერდზე წერს: “დედი, შენ ხარ ჩემი ყველაფერი, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემთვის სტიმულის მომცემი, გამამხნევებელი, მუდამ გვერდით მდგომი, ყველაფერში და ყოველთის ჩემი მხარდამჭერი, ჩემი სიყვარული, გული, სული. ვიღვიძებ, პირველი გირეკავ, დამცინი ხოლმე, რა გინდა, რას გადამეკიდეო? შენი შეყვარებული ვარო? სადღაც მიდიხარ და ვნერვიულობ, ასჯერ გირეკავ, მაგაზეც დამცინი, შენ ხარ ჩემი შვილი თუ მე შენიო? ვიძინებ, შენ გხედავ და ასე მინდა იყოს სულ, მუდამ გვერდით მყავდე და გიხაროდეს ჩემი, იკას, გიგულის, იოს ყოველი წამი, იზიარებდე ჩვენთან ერთად და სულ ღიმილი, რომელიც ძალიან გიხდება, გქონდეს სახეზე! მიყვარხარ ძალიან, ბედნიერი იყავი, ჯანმრთელი, გახარებული! გილოცავ დაბადების დღეს. 1478 7-ს მოსწონს 3-ს არა
|