სხვა აშშ-ში დააკავეს დედა-შვილი,რომლებიც ერთმანეთზე დაქორწინდნენ 2016, 12 სექტემბერი, 20:35 დედას და მის ქალიშვილს, რომლებიც შტატი ოკლაჰომოდან არიან 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ ერთმანეთთან ქორწინების გამო.
ქალაქ დუნკანის(ოკლაჰომო) მაცხოვრებელი პატრიცია ენ სპანი და მისი ქალიშვილი მისტი დააკავეს ერთმანეთთან თანაცხოვრების გამო. სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ სანამ დედა, -პატრიცია სქესობრივ კავშირს დაამყარებდა თავის ქალიშვილთან, მანამდე სექსი ჰქონდა თავის ბიოლოგიურ ვაჟიშვილთან.მასზე დაქორწინდა კიდეც, თუმცა შემდეგ ანულირება მოახდინა. ამის შემდეგ, მალევე დედამ და ქალიშვილმა ოფიციალურად ერთმანეთზე იქორწინეს. "დედა და ქალიშვილი დააკავეს ინსცენტის გამო.როგორც დუნკანის პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, დედამ ჯერ კიდევ მარტის თვეში იქორწინა თავის ბიოლოგიურ ქალიშვილზე.მათი კავშირი გამოაშკარავდა აგვისტოს თვეში სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ.მისტის და მის ორი ძმას ზრდიდა ბებია და ბაბუა მას შემდეგ, როდესაც სოციალურმა სააგენტომ პატრიციას დედობის უფლება ჩამოართვა"–იუწყება ტელეარხი Fox8. პატრიცია სპანი იმით იმართლებს თავს, რომ მას არავითარი კანონი არ დაურღვევია, რადგან მისი სახელი არ არის მოხსენიებული ქალიშვილის დაბადების მოწმობაში. 1112 4-ს მოსწონს 2-ს არა
|