პროფილაქტიკა უახლესმა სამედიცინო კვლევებმა 7 პროდუქტი გამოავლინა, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს 2016, 14 სექტემბერი, 9:46 უახლესი სამედიცინო კვლევების თანახმად, სტატიაში წარმოდგენილი 7 პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების დროს, რამდენადაც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას. მათი გამოყენება უმჯობესია პროფილაქტიკისთვის, თუმცა, არსებობს ასევე მონაცემები, რომლის თანახმადაც რიგ შემთხვევებში აღნიშნული პროდუქტები ქიმიოთერაპიაზე უკეთესად მოქმედებს. ესენია: კურკუმა, მწვანე ჩაი, შავი შოკოლადი, ჟოლო, მოცვი, პომიდორი, წითელი ღვინო.
სისხლძარღვების განვითარების ნორმალურ პროცესს ანგიოგენეზი ეწოდება. ცხოვრების ზოგიერთ პერიოდში (მაგალითად, ახალშობილებში) ანგიოგენეზი უფრო აქტიურად მოქმედებს. ასაკთან ერთად მისი აქტივაცია საგრძნობლად ნელდება, თუ არ ჩავთვლით იმ განსაკუთრებულ შემთხვევებს, როგორიცაა ჭრილობების დროს ქსოვილებისა და კაპილარების აღდგენა. ჩვეულებრივ ეს პროცესი მოლეკულა-აქტივატორების და ინჰიბიტორების მეშვეობით იმართება. მთლიანობაში ეს უკანასკნელი უფრო დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ანგიოგენეზის აქტივატორები ხელს უწყობს სისხლძარღვების უჯრედების ზრდას, რომელიც აუცილებელია ახალი სისხლძარღვების ფორმირებისთვის.
თანამედროვე მედიცინამ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დაიწყო ისეთი პრეპარატების წარმოება, რომელსაც ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს უწოდებენ. მისი ძირითადი განსხვავება ქიმიოთერაპიისგან იმაში მდგომარეობს, რომ ის კი არ ანადგურებს კიბოს უჯრედებს, არამედ ხელს უშლის სისხლძარღვების წარმოქმნას, რომელიც სისმსივნეს კვებავს. ქვემოთ აღწერილი 7 პროდუქტი ძლიერ ანტიანგიოგენურ თვისებებს ფლობს, რომელიც სიმსივნური უჯრედებისთვის სისხლის მიწოდებას აფერხებს. ამიტომაც მეცნიერები გვირჩევენ მივიღოთ ეს პროდუქტები, რითაც შევძლებთ ანგიოგენეზის მართვას და ხელს შევუშლით ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასა და განვითარებას.
ამასთან, წითელი ღვინო შეიცავს ბევრ კარდიოპროტექტორულ ნაერთს. რესვერატროლი და პოლიფენოლი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის თრომბების ფორმირებას. ამას გარდა, არსებობს უტყუარი მკიცებულება იმისა, რომ წითელი ღვინის რეგულარული მიღება მცირე დოზით (დღეში 1 ჭიქა), ეხმარება ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტერინის დონის ზრდას, რომელიც იცავს ჩვენს გულს და სისხლძარღვებს დაზიანებისგან. რესვერატროლის დღიური რეკომენდირებული დოზა – 200-600 მკგ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 225 მლ. წითელი ღვინო 640 მკგ. რესვერატროლს შეიცავს. ასე რომ, თქვენთვის მისაღები ნორმაა – დღეში 100 მლ. ღვინო.
კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან რომელიც გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ სუპებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის პლოვში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერს მისცემს. ორივე მათგანი საოცრად ეფექტური საშუალებაა სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, აჩერებს ანგიოგენეზსა და აქვეითებს ოქსიდაციურ სტრესს. ამასთან, ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დაბერებას, იმიტომ რომ უამრავ ვიტამინს შეიცავს – ძალიან სასარგებლო პროდუქტია სისხლძარღვების გასამაგრებლად. მდიდარია კალიუმით, რომელიც სწრაფად გამოდევნის დაგროვილ სითხეს ორგანიზმიდან. მაგნიუმი კენკრაში ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აფართოვებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას.
შავი შოკოლადი
მწვანე ჩაი
არაჩვეულებრივად ებრძვის ოსტეოპოროზს, რომელიც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს მენოპაუზას და სხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს. სავარაუდოდ, ამისთვის მადლობა პოლიფენოლებს უნდა ვუთხრათ, ნივთიერებები, რომლებიც 25-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C, იცავენ უჯრედის გენეტიკურ ნივთიერებას დაზიანებისაგან. ამას გარდა, ჩაი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს ზოგიერთ ალერგიულ ფორმას და ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს. ყავა 1402 12-ს მოსწონს |
ნამდვილად მოხარული ვარ ადამიანების ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რჩევებს ვხვდებით. ჩემი თხოვნით თუ შეიძლება დაწერეთ როგრ უნდა მოიქცეს ადამიანი როდესაც მას უსამართლოდ ექცევიან და
ნერვებს უშლიან. ვერსად ვერ ვიპოვე მსგავსი სტატია და იქნებ გამოამდგეს. თუ დაწერთ უღრმესად მადლობელი დაგჩებით