მუსიკა მოსკოვში ქართველი სოპრანო ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა-"ანააა ეს რა გაგვიკეთე!!! მკვდარი ვარ! რატოოომ????" 2016, 12 სექტემბერი, 9:42 მოსკოვსში მცხოვრები ქართველი სოპრანო, 25 წლის ანა ბუბაშვილი-Daelo მე-12 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მისი ოჯახისთვის ეს უკვე მეორე ტრაგედიაა, ანას მოზარდი ძმა რამდენიმე წლის წინ ექსკურსიაზე მყოფი, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. ანასთან ჩასულ დედას კი კორპუსის წინ ასეთი საშინელება დახვდა. ამ ტრაგედიის შესახებ ოპერის მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს: "ანააა ეს რა გაგვიკეთე!!! მკვდარი ვარ! რატოოომ????" "მოსკოვში, მე 12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო... ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა. დღეს რომ ჩავიდა, კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა. პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა!!! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღ-სალამათი ძმა... ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა არ ვიცი. შოკში ვართ ყველა!" ამ ტრაგედიით სოკირებული არიან ანას მეგობრები და ნაცნობები: "მიუხედავად მათი ოჯახის ტრაგედიისა ანა ძალიან თბილი, მხიარული, ლაღი, ბედნიერი გოგო იყო. ვერ ვხვდები რა მოხდა. ანის რამდენჯერაც ვნახულობდი, სულ ღიმილით ვიხსენებდით იმ დილას როცა ის გავიცანი. დილის 9 საათზე პედაგოგთან ერთად გამოცდისთვის ემზადებოდა და წარმოიდგინეთ, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი რომ ეს ხმა ტელევიზორიდან კი არა ჩემს გვერდით ოთახიდან მესმოდა. ძალიან ვამაყობდით მისით. მიყვარს და ეხლა მენატრება. მე-ნა-ტრე-ბი... "ჯერ მისი ძმის ამბავი როგორი საშინელება იყო და ეხლა კიდე ანა. არ ვიცი რა .. როგორ შეილება ანა აღარ იყოს ამქვეყნად." 307 2-ს მოსწონს
|