საზოგადოება აკა სინჯიკაშვილი სკანდალში გაეხვა-"ბებოს ოჯახი ჩემს დამტვრევას აღარ და ეხლა ჩივილს აპირებს..." 2016, 11 სექტემბერი, 15:08
"მოკლედ, ჩვენ ფულიც შევაგროვეთ და სახლიც ვნახეთ გურჯაანში. ყველაფერი მოვამზადეთ, მაგრამ ბებოს ოჯახი, ჩემს დამტვრევას აღარ და ეხლა ჩივილს აპირებს, იმის გამო რომ თურმე ბებო ძალიანაც კარგ პირობებში ჰყავთ და მე და ნათია დეზინფორმაციას ვავრცელებთ. ეჭვი გამოთქვეს ჩემ პატიოსნებაზე და თურმე ფაქტებიც ჰქონიათ... მე არ შემიძლია დაწერა ამ ოჯახის სტატუსზე სოფელ ვეჯინში, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ, მსურველებს კი შეუძლიათ ჩავიდნენ და გაარკვიონ, ოჯახისაც და ამ ბებოს ამბავიც. რას საქმიანობდნენ იქ და რატომ აღარ ცხოვრობენ. მე პირადად არაფერში აღარ მივეხმარები ამათ. ფულიც აქ არის და მეც აქ ვარ. 32 სასწრაფოდ დასახმარებელი ადამიანი გვყავს რიგში, ავდგები და ამათ მივხედავ, რაც არ უნდათ ღმერთმა ნუ მისცეთ. ვისაც გნებავთ, უკან დაგიბრუნოთ, ინბოქსში მომწერეთ, დანარჩენით კი საქმეს მივხედავ, ეგღა მაკლია, ვიღაცის მუქარის გამო გავჩერდე... ჩემ სანდოობაზე კი ოჯახის ახლობელ ნინო ბაწაშვილზე კომპეტენტურმა ადამიანმა მომწერა და ამ წერილს ჩემს შვილებს ვაჩვენებ რომ ამაზე ნაკლები არ მიიღონ. საქართველოს დაზვერვის სამსახურს და მის ხელმძღვანელს დავით სუჯაშვილს ჩემგან უდიდესი მადლობა იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ და სათითაოდ ყველა თანამშრომელს ენაცვალოს ჩემი თავი. ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ, იმას რაც დაწყებული გვაქვს, უკვე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, რომლებიც აგვყვნენ და გვერდით გვიდგანან..." 913 2-ს მოსწონს
|