x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138372
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512062
10 შხამიანი ხილი და ბოსტნეული, რომელსაც ყოველ დღე მივირთმევთ!

image

პრაქტიკულად ყოველ დღე ჩვენ ვჭამთ პროდუქტებს, რომლებიც წარმოებული არიან სასიკვდილო შხამის შემცველი მცენარეებისგან. ბევრი თქვენთაგანი ფიქრობს, რომ ხილზე და ბოსტნეულზე სასარგებლო არაფერი არაა და ზოგჯერ ეჭვიც კი არ გვაქვს მათში დაფარული საფრთხის არსებობაზე.


რა თქმა უნდა, ამაზე ნერვიულობა არ ღირს, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ჭამდნენ რა მცენარის შხამიან ნაწილს ან ნაყოფს, იღუპებდნენ. აი, 10 ხილი და ბოსტნეული, რომლებთანაც სიფრთხილე გვმართებს.


1. ნუში

image

ნუში არის მშრალი ნაყოფი და არა კაკალი, როგორც ბევრი ფიქრობს. ის ფლობს უნიკალურ გემოს და წარმოადგენს დესერტების და სხვა საჭმელის მომზადებისთვის
საჭირო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინგრედიენტს.

ყველაზე არომატულად ითვლება მწარე ნუში, რომელიც შეიცავს შხამიან ციანიდს. სწორედ ამიტომ, მწარე ნუშს ამუშავებენ- შხამი რომ მოაშორონ. ამის გარდა, გაცხელებაც შლის შხამს.

ზოგირთ ქვეყანაში, მაგალითად, ახალ ზელანდიაში, მწარე ნუშის გაყიდვა კანონოთ აკრძალულია.


2. კეშიუ

image

კეშიუ წარმოადგენს თესლს და არა კაკალს, რომელიც იზრდება ნაყოფიდან ან კეშიუს „
ვაშლი“-დან.

კეშიუ, რომელიც მაღაზიაში იყიდება, ნედლი არ არის. მათ წინასწარ ორთქლით ამუშავებენ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ნედლი კეშიუ შეიცავს ნივთიერება ურუშიოლს, რომელიც კიდევ შეიძლება აღმოაჩინოთ მცენარე შხამიან სუროში. ის იწვევს ალერგიულ სიმპტომებს.

დიდი რაოდენობის ურუშიოლის მიღება სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა კეშიუთი მოწამვლა ძალიან იშვიათად გვხვდება. მუშები, რომლებიც კაკალს ასუფთავებენ, ხშირად განიცდიან ისეთ არასასურველ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა მაგალითად კანის გაღიზიანება.


3. ალუბალი. ალუბლის კურკები.


image
ალუბალი, ასევე გარგარი, ატამი და ქლიავი თავის კურკებში შეიცავს ციანიდს. თუ გაღრღნით, დაღეჭავთ ან ვინმე სხვაგვარად დააზიანებს კურკას, მაშინ თქვენ ექვემდებარებით ციანიდის წყალბადის ზემოქმედებას.

რა თქმა უნდა, თუ თქვენ რამდენიმე კურკა გადაყლაპეთ, არაფერი საშიში არ მოხდება, რადგან ჩვენს ორგანიზმს შეუძლია გარკვეული რაოდენობის ციანიდს გაუმკლავდეს, მაგრამ ბევრის შემთხვევაში ეს საშიშია.

მსუბუქი მოწამვლის ნიშნებია თავის ტკივილი, თანბრუსხვევა, დეზორიენტაცია, შფოთვა და ღებინება. დიდი დოზით ამან შეიძლება მიგვიყვანოს სუნთქვის გაძნელებასთან, მაღალი წნევის და გულის რიტმის მომატებასთან, თირკმელების უკმარისობამდე და სიკვდილამდეც კი.

4 . სატაცური

image

სატაცური - ეს ბოსტნეულია, რომელიც, ასე ვთქვათ, შხამიანია. საქმე იმაშია, რომ ბოსტნეული- როგორც წესი, მცენარის ის საკვები ნაწილია, რომელიც შეიძლება იყოს ფოთლები, ყლორტები ან ფესვები.

უძველესი დროიდან სატაცური გამოიყენებოდა საკვებად და სამკურნალო საშუალებად მისი სასიამოვნო გემოსი და შარდმდენი თვისების გამო. ნაყოფი წარმოადგენს მცირე, 6-10 მმ ზომის წითელ კენკრას, რომელიც ადამიანებისთვის შხამიანია.


5. პომიდორი. მწვანე პომიდორი.

image

საინტერესო ფაქტი: აშშ_ში პომიდორი ბოსტნეულად ითვლება, როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ის ხილად ითვლება. ან, უფრო სწორად, კენკრად. ამის მიზეზი გახდა გადასახადი ბოსტნეულზე და არა ხილზე.

პომიდორის ღერო და ფოთლები შეიცავენ ნივთიერებას „გლიკოალკალოიდ“_ს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი ნერვოზი, თავის ტკივილი და კუჭის აშლილობა. გარდა ამისა, ამ ნივთიერების გარკვეული რაოდენობა მწვანე პომიდორშიც არის, მაგრამ როგორც წესი მცირე რაოდენობით.


6. მუსკატის კაკალი ( ჯავზი).

image

მუსკატის კაკალი, ჯავზი შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას _ მირისტიცინს. ამ ნივთიერების დიდი დოზა იწვევს ღებინებას, ოფლიანობას, თავბრუსხვევას, ჰალუცინაციებს და თავის ტკივილს.

სანერვიულო არაფერია. ის რაოდენობა, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომზადებისას, ამ სიმპტომებამდე მიყვანისთვის საკმარისი არაა. თუმცა, ბოლო პერიოდში მოზარდები
მუსკატის კაკალს იყენებენ მსუბუქ ნარკოტიკად, რასაც ხშირად ცუდ შედეგამდე
მივყავართ.


7. სოკო. საკვები და შხამიანი სოკო.

image

სოკო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დელიკატესად ითვლება და კომერციული მიზნებისთვის აწარმოებენ. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს შხამიანი სოკოს ოჯახიც.


ბევრი მიიჩნევს, რომ არსებობს შხამიანი სოკოს კარგად გამოხატული ნიშნები, ისეთი, როგორიცაა რგოლი ფეხზე, არასასიამოვნო სუნი და მკვეთრი, ნათელი შეფერილობა. თუმცა ერთადერთი უტყუარი გზა იმისა, რომ განვასხვავოთ საკვები სოკო შხამიანისგან _ეს არის სოკოების კარგი ცოდნა.

სოკოთი მოწამვლის ნიშნები 1-2 საათის შემდეგ შეიძლება გამომჟღავნდეს, ზოგჯერ კი 8-12 საათის შემდეგ მუცლის ტკივილით, გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით და დიარეით. მოწამვლა ასევე შესაძლებელია გაფუჭებული და ცუდად მომზადებული საკვები სოკოთიც.


8. შოკოლადი.

image

მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი ადამიანებისთვის შხამიანი არ არის, ნივთიერება თეობრომინი, რომელსაც შეიცავს შოკოლადი, საშიშია ძაღლებისთვის და კატებისთვის. სულ რაღაც 40 გრამს შეუძლია მათში გამოიწვიოს სერიოზული მოწამვლა, ასე რომ არ ღირს დავტოვოთ შოკოლადის ტკბილეული მათთვის მისაწვდომ ადგილზე.

მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადში შემავალი თეობრომინის დოზა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ არასასურველი შედეგი გამოიწვიოს, ზოგიერთი ასაკოვანი ადამიანი ცუდად იტანს შოკოლადს.


9. მწვანე კარტოფილი

image

კარტოფილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელბული ბოსტნეულია.ისევე, როგორც პომიდორი, კარტოფილი ღეოროებში, ფოთლებში შეიცავს გლიკოალკალოიდებს. თვითონ ბოლქვები უსაფრთხოა საკვებად, თუ არ გამწვანდდნენ და ყლორტები არ ამოუვიდათ.

მწვანე კარტოფილი შეიცავს სოლანინს, რომელიც ულტრაიისფერი სინათლის მოქმედებით ჩნდება.

დიდი რაოდენობით სოლანინის მიღებამ შეიძლება მოწამვლის ნიშნები გამოიწვიოს: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ხოლო მძიმე შემთხვევების დროს კომატოზური მდგომარეობა და სიკვდილიც კი.

სწორედ ამიტომ კარტოფილი შენახული უნდა იყოს გრილ, ბნელ ადგილას.


10. ვაშლი. ვაშლის თესლი.

imageვაშლის თესლი, ისევე როგორც ალუბლის და ნუშის კურკა, შეიცავს მცირე რაოდენობით ციანიდს. თუმცა იმისთვის, რომ მოწამვლის ნიშნები გამოიწვიოს, ძალიან ბევრი თესლის შეჭმაა საჭირო.

თუ თქვენ შემთხვევით გადაყლაპეთ რამდენიმე მთლიანი თესლი, ეს არ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, რადგან ჩვენს ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს ციანიდის მცირე რაოდენობას. თესლის დაღეჭვა კი მათ უფრო საშიშს ხდის, განსაკუთრებით ბავშვებში და შინაურ ცხოველებში, რომელთათვისაც ამ ნივთიერების მცირე დოზაც კი საკმარისია.

6
1953
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1953
  
2016, 11 სექტემბერი, 19:19
რაც მე გარგლის და ვაშლის კურკები მიჭამია ნამუსი რო მქონდეს მეცხრედ უნდა იყოს ჩემი საფლავის "რეშოტკა გაკრასკული"
2016, 10 სექტემბერი, 23:57
მიტომაც მიანიშნებენ, ნუ ინერვიულებთ, საშიში არააო. მცირედია ეს დოზა
2016, 10 სექტემბერი, 23:55
აჰააა :-)...
2016, 10 სექტემბერი, 23:54
ჰო, მესმის. მაგრამ კილოობით აბა როგორ შეჭამ კურკებს? :) ვაშლის კურკაც მიჭამია, ხომ გემრიელია?
2016, 10 სექტემბერი, 23:47
მეც მიჭამია , კი. აქ ეტყობა უფრო მეტ დოზაზეა ლაპარაკი, ვიდრე ჩვენ მივირთმევთ.
2016, 10 სექტემბერი, 23:39
გარგარის კურკის გული ძალიან მიყვარს და სეზონზე სულ ვაგროვებ ხოლმე, მე მგონი, მცდარი აზრია, რომ ის მომწამვლელია. საკმაოდ ბევრჯერ მიჭამია :)
0 1 6