საზოგადოება "ბებოს შვილები და შვილიშვილები გამოჩნდნენ... ბებო სახლში ჩაკეტეს, მე კი ძვლებში დამტვრევას შემპირდნენ..." 2016, 10 სექტემბერი, 12:15
"ყურადღება!!! ამ ბებოს ყველა იცნობთ უკვე, ყვავილებს ჰყიდის რუსთაველზე. შვილები ყურადღებას არ აქცევენ და მისი უკანასკნელი ნატვრაა სამშობლოში, გურჯაანში, სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობდეს და თავისი ქმრის საფლავზე მივიდეს ყოველდღე. მე ხვალ მივდივარ გურჯაანში, მოვძებნი ძაან პატარა სახლს და ვუყიდოთ რა, იაფი ღირს. თუ ვერ ვნახე და ვიყიდით სამშენებლო მასალებს, მშენებელიც გვეხმარება, შევიკრიბოთ ათი ადამიანი და მიწაზე ერთ პატარა ოთახს ავაშენებთ, საჭმელს და წამლებს მერე მე ჩავუტან ხოლმე, ვაჩუქოთ ადამიანს სიბერე, თბილისში ფარდულში არ უნდა ეძინოს, არ იცით რა კარგი და კეთილი ბებოა, სულ ტირის... დაახლოებით 5000 ლარი გვჭირდება და აუცილებლად შევაგროვებთ. "ყურადღება! დღეს რომ ბებოს ფოტო დავდე, იმ ბებოს შვილები და შვილიშვილები გამოჩნდნდენ. ბებო სახლში ჩაკეტეს, ჩემს მეგობარ ნათიას შეურაცხყოფა მიაყენეს, მე ველაპარაკე ტელეფონზე, ეხლა ჩემთან მოდიან დარაზმულები, ძვლებში დამტვრევას შემპირდნენ და ვნახოთ. ბებო სახლში ჰყავთ, აეროპორტის დასახლებაში. გამომეხმაუროს არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც აინტერესებს. მიხედავს ამ საქმეს პოლიცია და სოციალური სამსახური და ბებო კარგად იქნება, სახლსაც ავუშენებთ და ქმრის საფლავზეც ივლის! ამათ კიდევ ველოდები და ვინ რას დამამტვრევს ერთი ვნახავ... არ ვწერ ხოლმე ამ ჩხუბების ამბებს, მაგრამ ეხლა რადგან ფულს ვუგროვებთ, იმიტომ გაგაგებინეთ." 1019 1-ს მოსწონს 1-ს არა
|