სიახლეები ჩრდილოეთ კორეამ ყველაზე მძლავრი ატომური გამოცდა განახორციელა 2016, 10 სექტემბერი, 10:35 ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად განაცხადა რიგით მეხუთე ბირთვული გამოცდის შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო ცტაკი.აფეთქება განხორციელდა შრომის პარტიის გეგმის ფარგლებში, რომელიც სტრატეგიული ბირთვული ძალების შექმნას ითვალისწინებს. "კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტი მხურვალედ ულოცავს ატომურ მეცნიერებს წარმატებულად ჩატარებულ ბირთვული ქობინის გამოცდას, რომელიც ჩრდილოეთ პოლიგონზე განხორციელდა."-ნათქვამია განცხადებაში. "ჩრდილოეთ კორეა მომავალშიც მიიღებს ზომებს, რათა გააძლიეროს ნაციონალური ბირთვული ძალები როგორც რაოდენობრივი, ასევ ხარისხის მაჩვენებელით.უზრუნველყოს ქვეყნის ღირსება და არსებობის უფლება აშშ-დან ბირთვული მუქარის საფრთხის არსებობის პირობებში." ამა წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეა იუწყებოდა, რომ განახორციელა ყველაზე მძლავრი აფეთქება ქვეყნის ისტორიაში.აფეთქების სიმძლავრე მაშინ 6 კილოტონა იყო. ამჟამიდელი აფეთქების სიმძლავრე 10 კილოტონას მიუახლოვდა. ბირთვული აფეთქება განხორციელდა 9 სექტემბერს ადგილობრივი დროით 03:30 წუთზე, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის 68-ე წლისთავზე. 145 8-ს მოსწონს 1-ს არა
|