x
image
მოზამბიკელი
მსოფლიოში ყველაზე მხიარული ძაღლი, თავშესაფრიდან მოსიყვარულე ოჯახში მოხვდა
მითბოლი-მსოფლიოში ყველაზე მხიარული ძაღლია.

პიტბულისა და მეტისის ნაჯვარ უსაყვარლეს ცუგას ინსტაგრამზე უკვე 40 ათასი

გამომწერი ჰყავს, თუმცა მისი ცხოვრება ყოველთვის მხიარული არ ყოფილა, სანამ ის

მოსიყვარულე ოჯახში აღმოჩნდებოდა, თავშესაფარში ცხოვრობდა და არც თუ ისე


მხიარულად ატარებდა დროს.

image

ერთ დღეს კი მისთვის ბედნიერი დღე გათენდა.

ლიზა რეილი მითბოლის ფოტოს ინტერნეტში წააწყდა, ცხოველთა სამაშველო პერსონალის

საიტზე, რომელიც კალიფორნიშია.

image

მეთბოლის ფოტოს დანახვისას მას, მისი რამდენიმე თვით ადრე გარდაცვლილი ძაღლი

კიტი გაახსენდა და გადაწყვიტა მითბოლი თავშესაფრიდან წამოეყვანა და სახლში მყოფ

სხვა ბინადრებთან ერთად ეზრუნა მასზე.

image

მეთბოლი ძალიან თბილი და მხიარული ძაღლი აღმოჩნდა.

მისი ხასიათი ფოტოებიდანაც აშკარად ჩანს, მეთბოლს ფოტოების გადაღება აშკარად

ძალიან უყვარს და პოზიორობაც არ ეზარება.

imageimageimageimage

მომღიმარი ძაღლი, მართლაც რომ საოცარი დასანახია, მისი განწყობა ადამიანებზე

დადებითად მოქმედებს.

მისი ბედნიერი ღიმილის მიზეზი მზრუნველ და თბილ ოჯახში ცხოვრებაა, რომელზეც

ყველა ოთხფეხა მეგობარი იოცნებებდა.


imageimageimageimageimage
image





0
499
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0