პარამეცნიერებები XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა 27 მაისი, 13:06 სიდიკ აფგანს XXI საუკუნის ნოსტრადამუს და უდიდეს წინასწარმეტყველს ეძახიან. უამრავი ადამიანის გამოხმაურება და ვიდეო არქივი არსებობს, რომელიც საოცარ ინფორმაციას შეიცავს, სიდიკის მიერ, ადრე ნაწინასწარმეტყველები მოვლენების შესახებ. წინასწარმეტყველებების გამო, ის მსოფლიოს ათობით ქვეყნიდან არის გაძევებული, მათ შორის, სსრ კავშირიდანაც, იმის გამო, რომ სსრ კავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა, რომელიც, სხვათა შორის, ზუსტად ახდა, თან კონკრეტული თარიღის გათვალისწინებით. სიდიკ აფგანი დარწმუნებულია და აცხადებს, რომ უახლოეს წლებში, მსოფლიო გეოპოლიტიკაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მისი აზრით, მომდევნო ათწლეულში, ევროკავშირი, უბრალოდ, გაქრება – დაშლა 2027 – 2032 წლებში მოხდება. გარდამტეხი მომენტის წინაშე დგება შეერთებული შტატებიც. წინასწარმეტყველის მტკიცებით, უკვე 2025 წ. აშშ–ში შიდა კრიზისი დაიწყება და ამერიკა ჰეგემონის როლს, უკვე 2027 წელს დაკარგავს, ანუ ის ისეთივე რიგითი ქვეყანა იქნება, როგორც ყველა დანარჩენი. გარდა ამისა, წინასწარმეტყველმა პროგნოზი რუსეთ–უკრაინის ომზეც გააკეთა და განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტი, რუსეთის გამარჯვებით დამთავრდება. და ეს რომ ასე მოხდება, წინასწარმეტყველური უნარი და ნიჭი საჭირო არ არის. საკმარისია, ამ ქვეყნების მხოლოდ 2 მონაცემის: მოსახლეობის (რუსეთის, დაახლოებით, 147 მლნ. VS უკრაინის, დაახლოებით, 43 მლნ.) და ქვეყნის ფინანსური რესურსის შედარება. პირველ შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა, უკრაინის მოსახლეობას 3–ჯერ და მეტად აღემატება. ფინანსების მხრივ კი, რუსეთი რომ ბევრად აღემატება, უკრაინის შესაძლებლობას, ყველა კარგად ვიცით. და კიდევ, ურჩხულს ადამიანები, მხოლოდ ზღაპრებში ამარცხებენ. რეალურ ცხოვრებაში კი, "ურჩხულის" დამარცხება, მხოლოდ მეორე "ურჩხულს" შეუძლია. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ბრძოლის ველი, ერთ ერთი ქვეყანა კი არა, მთელი მსოფლიო იქნება... არხის სხვა სიახლეები:* ეგვიპტეში ნაპოვნია არტეფაქტები, რომელიც წინა ცივილიზაციის შესახებ, ინფორმაციას შეიცავს* 4 წლის იყო სიკვდილს თვალებში რომ ჩახედა და შემდეგ, მისი საფრთხის წინაშე, არაერთხელ ყოფილა...* ის უცხოპლანეტელი იყო და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მუშაობდა* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?1450 1-ს მოსწონს |
სრული სისულელეა იმის თქმა, რომ რუსეთის არმია გამოუცდელი იყო ან შეიარაღების დეფიციტს განიცდიდა. მარტო ბახმუტში ჩამოგდებული ტერმიტული ბომბები საკმარისია ამის გამოსარიცხად, როცა თვალნათლივ ხედავ, მიწა-ხე-ქვა და რკინა ერთნაირად, რომ იწვის.
უკრაინული შედეგები მიზერულია, რადგან იგივე დასავლეთი დახმარების შეწყვეტით ემუქრება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში უკრაინას მარტივად შეუძლია მიწასთან გაასწოროდ დონის როსტოვი, ბელგოროდი, კურსკი, ვორონეჟი თავის ოლქებიანად.
აფხაზეთის ომში გუმისთაზე გადასვლის ნებას, რომ არ რთავდნენ ქართულ ჯარს ისე ხდება უკრაინაში, თორემ უკრაინიდან 1,5 კილომეტრშია მოლდავეთის დნესტრისპირეთში სამხედრო ბაზა, რომელიც ევროპაში უდიდესია იქ განთავსებული საბრძოლო მასალით და წესით მქსიმუმ 1 ბრიგადით შეუძლია ბაზის აღება და მასალის გამოტანა უკრაინას, მაგრამ დასავლეთი აკავებს.
დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, არც დასავლეთს აწყობს დაშლილი რუსეთი, რადგან ბირთვული ქობინების ნაწილი აღმოჩნდება ახალი ირანის ტიპის ქვეყნების ხელში. დასავლეთს უკრაინის ხარჯზე სურს რუსეთის ეკონომიკის დასუსტება, ისევე, როგორც სამხედრო თვალსაზრისით.
დაველოდოთ, სხვა რა დაგვრჩენია...
მე ვიყავი ბახმუტში, თან როგორც სნაიპერი და ისე ვუყურებდი ბრძოლის ველს, როგორც მეკარე ხედავს საფეხბურთო მოედანს.
ბახმუტს შეაკლა რუსეთმა ელიტური დანაყოფები, მძიმე ტექნიკის სასაფლაოდ იქცა ბახმუტის მისადგომები, იდეალურად იმუშავა ტანკსაწინააღმდეგო, მაგნიტურმა ჭკვიანმა ნაღმებმა, რომლებმაც კოლოსალური ზარალი მიაყენა რუსულ ტექნიკას, გარდა ამისა განაღმვის მასიური მცდელობებისას უამრავი რუსი გამნაღმველიც გაიყოლა თან.
ნაღმი, რომელიც განაღმვას არ ექვემდებარება აფეთქების ტალღით უნდა ააფეთქო, მისთვის ხელის ხლება არ შეიძლება.
აფხაზეთის კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსი ქურასბედიანი ხელმძღვანელობს მიმართულების დაზვერვას და კარგად ვიცი, სად რა დანაკარგი განიცადა რუსეთმა.
ომის თეატრში აქსიომაა-განსაკუთრებით დიდ დანაკარგებს განიცდის მოიერიშე მხარე. მობილიზებულების ერთი ეშელონი ბახმუტთან ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით ეყარა ბახმუტთან. იგივე სურათი იყო ლისიჩანსკთან. თუ ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ლისიჩანკს არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა, სულ ტყუილად ჩახოცეს მანდ უკრაინელები.
მთლად ისეც არაა, რადიკალები აკონტროლებდნენ თავდაცვის სამინისტროში სიტუაციას. ზალუჟნის და სირსკის სულ ცალ ქუსლზე ეკიდათ მარჯვენა სექტორის ამბიციები.
ეს ომი გაჭიანურდება მანამ, სანამ ეს აწყობს დასავლეთს, მაგრამ უკრაინელები მიხვდნენ რაც ხდება და კორუფციის მიერ გამოშიგნული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აღდგენა აქტიურად დაიწყეს, არცერთი რუსული სამხედრო ხომალდი არ ჩაძირულა უცხოური საშუალებებით, ჩაძირეს უკრაინული საზღვაო დრონებით, ჩაძირეს ხომალდაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით და ახლა უკვე ძირავენ სწრაფმავალი-დრონი კამკაძეებით, რომლითაც ორიოდე დღის წინ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი საძირკვლამდე გაანადგურეს.
უკრაინამ კანონის გვერდის ავლით დიდი რაოდენობით მოამზადა და წინა ხაზზე გაუშვა ზეკების დანაყოფები, რომლებსაც შემდგომში საქმის გადახედვას და შეწყალებას ოფიციალურად დაპირდნენ.
საუბარია რამდენიმე ათეულ ათას კარგად მომზადებულ მებრძოლზე.
ერთი მილიონი კი ხეიბარია. ზელენსკი კი იმიტომ არ აცხადებს საყოველთაო მობილიზაციას რომ იცის არმიაში როცა კრიტიკული მასა გადააჭარბებს იმ რაოდენობას ვისაც ომი არ უნდა დადგება საყოველთაო კოლაფსი. ხო გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა პოლკოვნიკ დუდლას მაკ გრეგორის თქმით და რა მარტო, რუსული არმია დღეს მსოფლიოსი საუკეთესო არმიაა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს და ზოგადად დერეფანს,სერიოზული ბრძოლები მიდის ამაზე და იქამდეც მივიდნენ რო ადამიანების მოკვლასაც არ ერეიდებიან. ქვეყნების ლიდერებს ვგულისხმობ,აგერ ფიცოს ქუჩაში ესროლეს,ირანის პრეზიდენტი ჩამოაგდეს(ირანელების თქმით,ამინდი ცუდი არ იყო ანუ ეს არ გამხდარა მიზეზი),იქეთ ერდოღანის აყირავება უნდოდათ,აქ ქოცები და სომხეთში ფაშინიანის. სიტუაციის აბარდაგება უნდათ და ახლა მთავარია ირანის პოზიცია.