საზოგადოება "თითქმის ნახევარი ქუჩა ქოლგები გაზიდეს..."-რა ბედი ეწიათ ბათუმის ქუჩებში დაკიდებულ ფერად ქოლგებს. 2016, 4 სექტემბერი, 13:12 ფერადი ქოლგები ბათუმის ქუჩებში-ორიგინალური სანახობა ძველი ბათუმის უბანში-ეს იდეა, აივნებს შორის ფერადი ქოლგების დაკიდება, თბილისელ დამსვენებელს შალვა ცერცვაძეს ეკუთვნის და მისი მიზანი, მოსახლეობისა და დამსვენებელთა კეთილგანწყობის შექმნასა და ცხელი დღეების გახალისებას ემსახურებოდა. ფერადი ქოლგები სეზონის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ფერადმა ქოლგებმა ვერ გაუძლო ქარსა და წვიმას და ძირს ჩამოცვივდა. თუ რა მოყვა ამას, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურა აბულაძე წერს: "დილით ადრე მოვედი სამსახურში, წვიმას და ქარს ასფალტზე ჩამოეყარა ქოლგები და ხალხი შესეოდა, ვიფიქრე, ისევ თოკზე უნდა ჩამოკიდონ და გული ამიჩუყდა, მარა როგორც აღმოჩნდა ყველა თავისთვის ეჯაჯგურებოდა. თითქმის ნახევარი ქუჩა ქოლგები გაზიდეს, ხალათებით და სარაფნებით გამოეფინენ ქალები, იღლიაში დანებით და ყველას მიჰქონდა თავისი წილი 2-3 ქოლგა. გილოცავთ ბათუმობას..." " ბევრი ქოლგა თავის ადგილას იყო და ჩამოგლიჯეს, რახან დაინახეს ოცი ჩამოვარდა, ბარემ ის ხუთიცო..." "ქ შეძახილები იყო... ქალი აივნიდან ეხვეწებოდა ქმარს, ერთი წითელიც წამოიღე თინიკოსთვის, შარშან გავუტეხე ნათხოვარი ქოლგაო..." "2 კაცი მოვიდა(სავარაუდოდ მერიიდან), მორყეული თოკებიდან ჩამოხსნეს ქოლგები და დაიტაცეს იმათ თვალწინ და რავიცი, აზრი აქვს რო? თან მიწყნარდნენ უკვე. წასაღები ქოლგა აღარ დარჩა..." საზოგადოების გამოხმაურება სტატუსზე: " გაუკეთე ამათ ახლა რამე, ერთმა 7 წაიღო ერთად..." "ვაი სირცხვილო... საინტერესოა - ქალაქში როგორ უნდა იაროს ამ ქოლგით? ადამიანისათვის ღობე მისი სინდისი უნდა იყოს- ღობე ხომ პირუტყვისათვისაა." "მორიგი სირცხვილი ჩვენი--მე შემრცხვა მაგათ გამო." " რაც მთავრობა – ის ხალხი... თუ პირიქით!.... რაც ხალხი – ის მათავრობა... ოთხ წელიწადში რაც მაგათ სახლში გაზიდეს..... ქოლგებსაც გაზიდავენ, ამ შემთხვევასაც სათავისოდ გამოიყენებენ.... ამდენი.....N რაოდენობის ქოლგა იყო და ხალხმა გაზიდა იმიტომაა ნაკლებობაო ... ამხანაგი ერმაკოვი მომიკითხეთ!" " ქართულ ღორობას, მუცლის ამოუყორლობას, არასოდეს არ ეშველება არაფერი. დარწმუნებული ვარ ამ დროს ყველას აქვს ქოლგა ოჯახში, მაგრამ მუქთაა და ხო უნდა წაიღოს მაინც. შემდეგ საკიდზე დაკიდოს და მორჩა, არც განოიყენებს, უბრალოდ 2 ქონდა ეხლა 5 აქვს. ფუი..." "ყველაზე აქტუალური ორი ფრაზა. 1) რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ 2) სამარცხვინო საქციელია თუმცა რა გიკვირთ, ის ხომ ქართველია. მარტო შეგვიძლია სიტყვების ბრახუნი. ორ სიტყვაშიც კი საკუთარი ერის დაკნინება, მაგრამ არცერთი თაობა არ იქცევა სხვანირად. თვითონ საკუთარ თავს რომ ცვლიდეს ქართველი ადამიანი და სხვისი ლანძღვის მაგივრად თვითონ იქცეოდეს სამაგალითოდ უფრო ნაკლებად ვიკითხავდით საით მიექანება ეს ბედკრული საქართველო." 179 1-ს მოსწონს
|