x
image
გვანცა1234
,,უარს ვამბობთ რუსეთში და რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე!''-,,სუხიშვილები''

ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში
განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა
მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის
დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი — ნინო სუხიშვილი.

ცოტა ხნის წინ განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთში და რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე უარს ამბობენ, "სუხიშვილებმა" თავიანთ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს.

"დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და
სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში
კონცერტებს. ამჯერად შემოტავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები"
უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში
გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!" - წერენ სუხიშვილები თავიანთ
"ფეისბუქ'' გვერდზე.

imageპოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთნი ფიქრობენ, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არაა და ეს ორი გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან, მეორენი კი საპირისპიროს ამტკიცებენ. image

1
281
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
281
  
2016, 3 სექტემბერი, 15:05
პასუხი კულტურის სამინისტროს უნდა გაეცა და არა ამათ, ქართული ეროვნული ბალეტი მარტო სუხიშვილების კუთვნილება არაა და პოლიტიკას და კულტურას წესით უნდა ანსხვავებდნენ...
0 1 1