x
image
მოზამბიკელი
ყოფილმა პოლიციელმა ჩვილი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა
სავაჭრო ცენტრიდან გამოსული, ნიუ-ჯერსის პოლიციის ყოფილი სერჟანტი ვერც კი

წარმოიდგენდა, რომ ამ დღეს ჩვილი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენდა.

image



როდესაც, 53 წლის ყოფილი პოლიციელი, სტივ ეკელი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე გამოვიდა, მოულოდნელად ბავშვის ტირილი შემოესმა.


გარშემო მიმოიხედა და მიხვდა, რომ ტირილის ხმა მანქანიდან ისმოდა, რომელიც მზეზე იყო გაჩერებული და ყველა ფანჯარა დახურული ჰქონდა.

მამაკაცმა მანქანაში ჩაიხედა და დაინახა, რომ ბავშვი სავარძელზე იწვა და ტიროდა,

დედა კი არსად ჩანდა.

ასეთ დროს ყოველი წუთი ძვირფასია, ამიტომ ყოფილმა პოლიციელმა სწრაფად

იმოქმედა, თავისი მანქანის საბარგულიდან ჩაქუჩი ამოიღო და ფანჯარა ჩაატვრია,

ჩვილი კი მანქანიდან უვნებელი გადმოიყვანა.


image


ჩვილი 4 თვის საყვარელი გოგონაა, რომელიც ტირილითა და სიცხით იყო გათანგული.

"ქუჩაში დაახლებით 30გრადუსი სიცხე იყო, მანქანაში კი ბევრად მეტი, ალბათ 50 გრადუსამდე, ტანსაცმელი სიცხისგან სულ სველი ჰქონდა და თვალებს ვერ ახელდა." -განაცხადა მოგვიანებით ყოფილმა პოლიციელმა.



image


სტივ ეკელმა და მისმა მეგობარმა ქალბატონმა ბავშვს პირველადი დახმარება გაუწიეს,

ტანსაცმელი გამოუცვალეს და გააგრილეს, სანამ ექიმებს ჩააბარებდნენ.

"მე მჯერავს, რომ ყველა ჩვენგანს გვყავს მფარველი ანგელოზი და მიხარია, რომ მე

თვითონ აღმოვჩნდი, ამ პატარა გოგონასთვის მფარველი ანგელოზი." -ამბობს სტივი.


image


ცოტა ხნის შემდეგ მანქანასთან ბავშვის დედა გამოჩნდა, 33 წლის კარენ

გრუენი პოლიციამ მაშინვე დააკავა, ჩვილის მარტო დატოვებისთვის,

რის გამოც მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. მან ჩვილი დაახლოებით 40 წუთის

განმავლობაში დატოვა მარტო მანქანის ცხელ სალონში.


image



სტივ ეკელი იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ დაუდევარი დედა ჭკუას ისწავლის და

მიხვდება, როგორ უნდა იზრუნოს თავის შვილზე.

ექიმების განცხადებით, ყოფილი პოლიციელის დროული დახმარების წყალობით,

გოგონა ახლა თავს კარგად გრძნობს.



0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0