"იანდექსის ტაქსის მძღოლს რომ სცემ, მაგით დაიცავ სამშობლოს ოკუპანტისგან?"-გურამ შეროზია-"მაგიჟებს ასეთი მარაზმი !!!"
რუსული ტაქსის კომპანია "იანდექსის" ერთ-ერთ მძღოლს სცემეს. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელი მისი მგზავრი არ იყო და იგი გაჩერებულ მანქანაში დაესხა თავს მძღოლს. თავდამსხმელი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.
ამ ფაქტს სოციალური ქსელით ბლოგერი გურამ შეროზია ეხმიანება:
"იანდექსის ტაქსის მძღოლს რომ სცემ ყაზბეგის გამზირზე (პავლოვს რომ ეძახი ჯერ კიდევ) და მაისურს შემოაფლეთ გაღატაკებულ ტანზე, მაგით დაიცავ სამშობლოს ოკუპანტისგან? - შეკითხვაზე პასუხს არ ველი... (ნათია იკოშვილი)
ეს სტატუსი წავიკითხე გუშინ, ერთ-ერთი მეგობრის კედელზე და ისე გავცოფდი, ლამის ნაპერწკლები ვყარე თვალებიდან. თქვე უვიცო და უტვინო ვაი პატრიოტებო, მარტივი გზით რომ გადაწყვიტეთ გმირად შერაცხვა და აქ პოსტვის გარდა საჯდომი არ გაგინძრევიათ, როცა საჭირო იყო! სანამ, ხელს დაარტყამთ ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსულ ადამიანს, მანამდე:
1. გათიშეთ დენი, ეგეც რუსულია!
2. ნუღარ იყენებთ ბილაინის სასაუბრო დროს, შენი ეკონომია მისაღებია და ამ კაცისთვის ფულის შოვნის შესაძლო გზა - სამშობლოს ღალატი?!!
3. ნუ ისარგებლებ ვითიბით...
4. ამხელა კომპანიების ბაზრის გასვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაღატაკდები, როცა ქვეყანას ამდენი უმუშევარი შეემატება...
5. მერე აწიე ერთი ადგილი, კეთილი ინებე და შეუგროვე თანხა ამ ადამიანებს, ვინც ვინ იცის როგორმა გაჭირვებამ მიიყვანა იანდექსში, არჩინე მათი ოჯახები მათ ნაცვლად, სანამ დაარტყამ იმისთვის, რომ "მოღალატეების" კომპანიაში მუშაობს.
რაც შეეხება რუკაზე აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას, რომელიმეს მოგივიდათ აზრად და შეხვედით ბილაინის ან ვითიბის საიტზე? პირველ ფოტოში ვტვირთავ ბილაინის საიტზე გამოქვეყნებულ რუკას და აბა მიდით, ახლაც დაიცავით სამშობლო! იანდექსმა კიდევ იქნებ ის იგულისხმა რუკაზე, რომ მათი ტაქსით მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობა და აფხაზეთში და ოსეთში შესვლა არ შეუძლიათ? სცადეთ გარკვევა, სანამ ყაყანს ატეხდით?!
სამარცხვინო, ამაზრზენი უგულობა! -_-
მაპატიეთ, აფექტური სტატუსი, მაგრამ მაგიჟებს ასეთი მარაზმი !!!"