საზოგადოება "ფსიქიურად ბოროტად აშლილი საზოგადოებისთვის..."-ხატია სიჭინავა მიმართვას ავრცელებს. 2016, 31 აგვისტო, 14:27
ახლაც, იგი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ფსიქიურად ბოროტად აშლილი" საზოგადოებისთვის მიმართვას ავრცელებს. მისი მიმართვა კი ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებმაც მისი ქველმოქმედება არასწორად გაიგეს. სამი უსაყვარლესი გოგონას დედას, ხატია სიჭინავას ტრადიციად აქვს ქცეული, რომ შვილების დაბადების დღეზე, მათ გამოცვლილ სამოსს ჩუქნის დაავადებულ და უპატრონო ბავშვებს და ახლაც, მისი უმცროსი გოგონას, პატარა ევას იუბილეზე, მან არ დაარღვია ეს ტრადიცია, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. "ფსიქიურად ბოროტად აშლილი საზოგადოებისთვის-მე და ჩემი ქმარი, ჩემი დაქალები, მივდივართ დაავადებულ ბავშვებთან, უპატრონო ბავშვებთან, მოხუცთა თავშესაფარში, და მიგვაქვს ახალი ტანსაცმელი, საჭმელი სასმელი, ნუ ეს რასაც აფიშირებას არ ვუკეთებთ !!! და არც არასდროს გაგიგიათ!!! ხოლო ევას დაბადების დღეზე, იმიტომ გავააფიშირე, რომ ტრადიცია მაქვს ესეთი, რომელი შვილის დაბადების დღეც არის, იმის ტანსაცმელს ვჩუქნი !! ხოდა ეხლა წერეთ და იკითხეთ თქვენი გესლიანი წინადადებები და ჯობს სიკეთით მომწვდეთ რადგან ენით ვერ მწვდებით ხედავთ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, გთხოვთ დაიცავით ხალხი მასიური ბოროტებისგან, ნუ წყვიტავთ ბოღმისგან და ნუ ასაჯაროვებთ ჩემს გვერდზე, ჩემიანებისთვის დადებულ სტატუსებს, მადლობა ღმერთს და შორს ჩემგან ეს ხალხი!" 269 1-ს მოსწონს
|