x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 საუკეთესო ტანკი მსოფლიოში
ამერიკულმა გამოცემა The National Interest-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 5 საუკეთესო თანამედროვე ტანკის რეიტინგი.


Т-90 "ვლადიმირი" (რუსეთი)-დაერქვა მთავარი კონსტრუქტორის ვლადიმირ პოტკინის პატივსაცემად, ინდოეთში ტანკი ცნობილია სახელით-Bhishma) — წარმოადგენს T-72 ღრმა მოდიფიკაციას, შექმნილია „ურალვაგონზავოდ“-ის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ (Нижний Тагил) 1989 წელს. თავდაპირველად ტანკის ინდექსი იყო Объект 188 ან Т-72БУ. შეიარაღებაზე მიიღეს 1993 წელს.სარაკეტო ქვემეხური ტანკი T-90-არის ახალი რუსული ტანკი, რომელშიც
ჩადებულია ორიგინალური კონსტრუქციული და კომპონენტური გადაწყვეტილებები T-72 და T-80- იდან. T-90C შექმნილია T-72 მრავალწლიანი საბრძოლო გამოყენების
შედეგების ღრმა ანალიზზე დაყრდნობით და ასევე მრავალწლიანი მკაცრი და
ინტენსიური გამოცდების საფუძველზე.


ცეცხლის მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანია აწარმოოს ეფექტური
დამიზნებული ცეცხლი დიდ მანძილზე საარტილერიო ჭურვებით და მართვადი
რაკეტებით, როგორც გაჩერებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობაში, მოძრავი და
უძრავი მიზნების წინააღმდეგ. დამიზნებული ცეცხლის წარმოება შეუძლია როგორც
მემიზნე ოპერატორს ასევე ტანკის მეთაურს, დღისითაც და ღამითაც, ასევე
ცეცხლის წარმოება შეიძლება შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან. ეს სისტემა
უზრუნველყოფს ეფექტური სროლის მანძილის და ღამით ხედვის შესაძლებლობის
გაზრდას, ძირითადად ტანკზე დაყენებული სითბური ღამის ხედვის აპარატურის
დახმარებით.

პირველი სერიის Т-90 (Объект 188)ეყენა ცეცხლის მართვის სისტემა
1А45Т, რომელიც უნიფიცირებული იყო Т-80 ცეცხლის მართვის სისტემასთან, ასევე
ოპტიკური-ელექტრონული ჩახშობის კომპლექსი Штора-2, რომელიც
უზრუნველყოფს ტანკის ინდივიდუალურ დაცვას მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების
შეიარაღებაზე მყოფი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების წინაშე,
სამეთაურო ნახევარავტომატური დამიზნების სისტემით მართვადები, როგორებიცაა TOW, Hot, Milan, Dragon და ლაზერული თვითდამიზნებადი ტიპის Maverick, Hellfire, Copper head-ი.


image




M1 Abrams-(A1 / 2); (ამერიკის შეერთებული შტატები)-ეწოდა გენერალ Creighton Abrams პატივსაცემად) წარმოადგენს აშშ არმიის ძირითად საბრძოლო ტანკს, იწარმოება General Dynamics Land Systems (GDLS) მიერ. პირველი საცდელი მოდელი – М1 დამზადდა 1978 წელს. M1A1 სერიულად იწარმოებოდა 1985–1993წ.წ., M1A2 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წ.გამოშვებული იქნა 67 ერთეული(ზოგი მონაცემით 62), რის შემდეგაც სერიული წარმოება შეწყდა და ამერიკის არმიის მოთხოვნით М1A1 პარკის ნაწილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია M1A2 დონეზე, არმიაში მათი მიწოდება დაიწყო 1998წ. 2004 წლიდან Abrams უტარდება მოდერნიზაცია M1A2 SEP დონეზე.


M1 და M1IP მოდელები აღჭურვილნი არიან 105–მმ კუთხვილულიანი
ქვემეხით(М68А1), რომელიც სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში.ქვემეხის
ვერტიკალური დამიზნების კუთხეებია –9 და +20 გრადუსი.საბრძოლო მარაგში
შედის 55 უნიტარული, ფოლადის ჰილზიანი 5 სახეობის ჭურვი:
ქვეკალიბრული–ჯავშან გამტანი М735, М774, М833, М900, კუმულაციური
М456А1, М456А2, ჯავშანგამტანი–ფუგასური М393А2, მზა ისრისმაგვარი
გამტანელემენტებიანი М494 და საკვამლე М416(თეთრი ფისფირის საფუძველზე).

ეკიპაჟისგან იზოლირებულ განყოფილებაში, კოშკურის უკანა ნაწილში
მოთავსებულია საბრძოლო მარაგის დიდი ნაწილი(55 გასროლიდან 44)დანარჩენი
ჭურვები მოთავსებულია დაჯავშნულ კონტეინერებში, ტანკის კორპუსის კედელში(8
ცალი) და იატაკში(3 ცალი).


1985 წლიდან, ტანკ Abrams-ზე ყენდება 120–მმ, გლუვლულიანი ქვემეხი
M-256(გერმანული Rheinmetall 120 ლიცენზიური ვარიანტი)რომელიც ასევე
სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში.საბრძოლო მარაგს შეადგენს ნაწილობრივ
წვადჰილზიანი შემდეგი ჭურვები: ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი М829, М829А1,
М828А2, М829А3, კუმულაციური М830, ქვეკალიბრული კუმულაციურ–მსხვრევადი
М830А1, ქვეკალიბრული ბეტონ–გამტანი ფუგასური М908 და მზა ფოლადის
ბურთულებიანი დამაზიანებელი ელემენტებით აღჭურვილი М1028.


image

Leopard 2-(გერმანია)-მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავრცელებული ტანკი.
დღესდღეობით შექმნილია ტანკის ამ სახეობის 3500-ზე მეტი ეგზემპლარი,
რომელიც შედის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიის, შვედეთის, ესპანეთის, დანიისა და საბერძნეთის შეიარაღებაში.


შექმნა ფირმა პორშემ.ცდებისა და კონსტრუქციული დამუშავების შემდეგ 1977 წელს მიღებულ იქნა 1800 ტანკის გამოშვების გადაწყვეტილება; მთავარ კონსტრუქტორად დარჩა ფირმა Krauss-Maffei. 1979 წელს ეს ტანკი შევიდა შეიარაღებაში.


ლეოპარდ 2 ტიპის ტანკები შეიქმნა კლასიკური განლაგებით: მძღოლი მექანიკოსი იმყოფება კორპუსის წინა მხარეს, ტანკის მეთაური, არტილერისტი-დამმიზნებელი(იარაღის მარჯვნივ) და გამტენი(მარცხნივ) იმყოფებიან კოშკში. ძრავა განთავსებულია ტანკის კიჩოზე. ყველა ტანკის შეიარაღება, A6 მოდელის გარდა, შედგება Rheinmetall კომპანიის მიერ შექმნილი 120 მილიმეტრიანი გლუვი ზარბაზნით,
44 კალიბრის ლულით, ზარბაზნთან წყვილად განთავსებული ორი 7.62
მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით და კოშკის სახურავზე განთავსებული საზენიტო
შეიარაღებით. ამას გარდა, კოშკის სახურავზე განთავსებულია ნაღმსატყორცნი, კვამლის ფარდის შესაქმნელად. ტანკებზე გამუდმებით მიდიოდა მუშაობა ჯავშანდაცვისა და ცეცხლის მართვის სისტემის მოდერნიზაციაზე.


1985 - 1987 წლებში გამოშვებული მეხუთე სერიის მანქანებმა მიიღეს ყველაზე სერიოზული გაუმჯობესებები: კოშკის ჯავშანდაცვის მკვეთრი ზრდა, ეკიპაჟის
გადარჩენისათვის საჭირო დამატებითი ზომები, გაუმჯობესებული ბალისტიკური
გამომთვლელი და უფრო მეტი სიმძლავრის მნქონე ჭურვები. ლეოპარდ 2А4-ის წონა
გაიზარდა 55 ტონამდე.

image



მერკავა 4(ისრაელი) საბრძოლო ტანკების სერია, რომელიც შეიქმნა ისრაელში. სერიის პირველი ტანკი შეიქმნა 1979 წელს.მერკავა -4 ისრაელის არმიამ შეიარაღებაში 2004 წელს მიიღო. ტანკი წარმოადგენს ძირითადი საბრძოლო ტანკ მერკავა მკ.3-ის ღრმად მოდერნიზებულ, განვითარებულ და გაუმჯობესებულ ვარიანტს.


ახალი ძირითადი საბრძოლო ტანკი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაცული ტანკი
მსოფლიოში. ტანკს აქვს უახლესი ჯავშანი, მას ასევე გააჩნია ახალი ძრავა,
რომელიც მდებარეობს ტანკის წინა ნაწილში და ერთგვარად აძლიერებს ტანკის
შუბლა ჯავშანს. აქვს უახლესი მოდულარული ჯავშანი. ფსკერის დაჯავშნაც ასევე
გაძლიერებულია და ის უკეთ იცავს მას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან.


ტანკი შეიარაღებულია 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელსაც შეუძლია გაისროლოს სხვადასხვა დანიშნულების 120 მმ-იანი ჭურვები. ტანკში ათი ჭურვი მოთავსებულია ნახევრადავტომატურ რევოლვერულ დამტენში და ნებისმიერ დროს მზადაა სასროლად.დანარჩენი ჭურვები ცალ-ცალკე მოთავსებულია სპეციალურ დაჯავშნულ კონტეინერებში, რაც იცავს ეკიპაჟს ამუნიციის აფეთქებისაგან.

მერკავა აღჭურვილია უახლესი ცეცხლის მართვის სისტემით. ტანკს აქვს მაღალი შედეგიანობა საჰაერო სამიზნეებთან, განსაკუთრებით კი შვეულმფრენების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ტანკის ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან შედგება, ესენია: ტანკის მეაური, მსროლელი,
დამტენი და მძღოლი. ამასთან ერთად, ტანკს შეუძლია გადაიყვანოს რვა სრულად
აღჭურვილი ჯარისკაცი ან სამი დაჭრილი მებრძოლი, რომლებიც ავტოდამტენის
ადგილას თავსდებიან. დესანტს ტანკში შესვლა და მისი დატოვება შეუძლია
ტანკის უკან განთავსებულ საავარიო გასასვლელიდან. მერკავა -4 არასოდეს
გასულა ექსპორტზე.

image



Challenger 2-(დიდი ბრიტანეთი)-ძირითადი საბრძოლო ტანკი „ჩელენჯერ 2“ წარმოებს ბრიტანული ფირმის „ვიკერს დეფენს სისტემსის“ მიერ. ეს არის "ჩელენჯერ"-ის სახელის მატარებელი მესამე ტანკი. პირველი იყო „ჩელენჯერ A30“ - „კრომველის“ ტანკის ვარიანტი, რომელიც აღჭურვილი იყო 76, 2 მილიმეტრიანი ზარბაზნით. მეორე იყო „ჩელენჯერ 1“ - დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი 1980- წლებში, რომელიც 90-იან წლებში სპარსეთის ომში მონაწილეობდა.


„ჩელენჯერ 2“ შემუშავებულია „ჩელენჯერ 1“-ზე დაყრდნობით, ახალი ტანკი
გასხვავდება ძველი მოდელისაგან სრულიად ახალი დიზაინით: ნაწილთა მხოლოდ 5%
არის ძველი და ახალი ტანკებისათვის საერთო. დღესდღეობით დიდი ბრიტანეთის
არმიაში „ჩელენჯერ 2“-მა შეცვალა წინა მოდელი.


„ჩელნჯერ 2“ აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი კუთხვილლულიანი ქვემეხით L30A1 - ეს იმ ქვემეხის მემკვიდრე, რომლითაც აღჭურვილი იყო „ჩიფტენი“ და „ჩელენჯერი 1“. ეს ზარბაზანი დამზადებულია ახალი, წიდის ელექტროხვეწის მეთოდით. ეს არის ერთადერთი ამ კალიბრის კუთხვილი ზარბაზანი ნატოს აღჭურვილობაში. ზარბაზნის ლულის არხი ქრომირებულია, იარაღი გადახურულია თერმო-საიზოლაციო პერანგით.სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში, სამიზნები მოწყობილობები მთლიანად ელექტრონულია. საბრძოლო მარაგი არის 52 გასროლა.

ძირითად იარაღთან შეწყვილებულია 7, 62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L94A1. სამეთაურო ლუკთან ახლოს კოშკზე დაყენებულია 7, 62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L37A2, რომელიც ასრულებს ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის ფუნქციას. ტანკში სულ არის 7, 62 კალიბრის 4000 ტყვია.

ტანკი აღჭურვილია „ჯენერალ დაინამიქსის“ მიერ შექმნილი ცეცხლის კონტროლის ციფრული სისტემით, რომელსაც გააჩნია 32 ბიტიანი პროცესორი და მონაცემთან შინი Mil Std 1553.

„ჩელენჯერ 2“ არის ერთ-ერთი მძიმედ შეჯავშნული დასავლური ტანკი: კოშკიც და მისი კორპუსიც შეჯავშნულია მეორე თაობის კომბინირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანით, რომლის ინფორმაცია ახლაც კი გასაიდუმლოებულია. ბრიტანეთში ტანკზე გამოყენებული იყო რეაქტიური ჯავშნის პაკეტები. ბიოლოგიური და ქიმიური
იარაღისაგან დაცვის კომპლექსი იმყოფება კოშკის შიგნით. წინ, კოშკის ორივე
მხარეს იმყოფება კვამლსგამშვები ჭურვების სასროლი მოწყობილობა. ჩელენჯერს
ასევე შეუძლია მის გარშემო შექმნას კვამლის ფარდა.

image

0
1300
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0