იარაღი და ტექნიკა ვლადიმერ პუტინი:" საახალწლო საჩუქარი მთელი ერისთვის"-რუსეთმა უახლესი ზებგერითი სარაკეტო სისტემა წარადგინა 2018, 27 დეკემბერი, 11:50
რუსეთში 26 დეკემბერს დატესტეს უახლესი ზებგერით სარაკეტო სისტემა “ავანგარდი”. იარაღი ურალის მთებში მდებარე დომბაროვკის ბაზიდან გაუშვეს კამჩატკის ნახევარკუნძულის მიმართულებით 6 000კმ-ის მანძილზე.
გამოცდას ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მისი თქმით, რუსეთს ახლა უკვე აქვს ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი. - ეს არის ნაციონალური მნიშვნელობის მოვლენა და ეროვნულ ინტერესებს სცილდება. ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი მსოფლიოში პირველად ჩვენთან გამოჩნდა და საიმედოდ უზრუნველვყოფს ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის დაცვას ათწლეულების განმავლობაში"-განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს არის"ბრწყინვალე საახალწლო საჩუქარი მთელი ერისთვის”. რუსული უახლესი ზებგერითი რაკეტა 4-ჯერ უფრო სწრაფად დაფრინავს, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი Falcon -ი, მისი სიჩქარე 20 მახია, ანუ ბგერის სიჩქარეზე 20-ჯერ უფრო სწრაფია. მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება კიდევ ერთი მეხუთე თაობის მძიმე საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტის РС-28 "Сармат- ტესტირება პლესეცკის კოსმოდრომზე. 789 5-ს მოსწონს
|