იარაღი და ტექნიკა აშშ-ში გამოსცადეს სუპერქვემეხი,რომელსაც პირველ რიგში რუსეთის და ჩინეთის შესაკავებლად გამოიყენებენ 2016, 30 მაისი, 10:56 სუპერქვემეხის გამოცდის ვიდეოკადრები ინტერნეტში გამოქვეყნდა.
ბალტიის ქვეყნების დასაცავად ამერიკა აპირებს გამოიყენოს რელსოტრონი, მძლავრი ელექტრომაგნიტური ქვემეხი-ER (Electromagnetic Railgun).ამის შესახებ იუწყება "The Wall Street Journal"--ი. "სამხედროები მიიჩნევენ, რომ რელსოტრონი გამოდგება იმ შემთხვევაში თუ ამერიკას მოუწევს რუსეთის აგრესიისგან ბალტიის ქვეყნების დაცვა და ამასთანავე გაუწიოს დახმარება მოკავშირეებს ჩინეთისგან თავის დასაცავად სამხრეთ-ჩინეთის ზღვაზე"-წერს გამოცემა. ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებმა ქვემეხი ER -ის პროექტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ წამოიწყეს, რაზეც 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მომავალში გეგმავენ პროექტის ფარგლებში კიდევ 800 მილიონი დოლარის დახარჯვას. მაინც რას წარმოადგენს და რა მახასიათებლები აქვს სუპერქვემეხ ER -ს? ქვემეხს შეუძლია გაისროლოს 25 კილოგრამიანი ჭურვი შვიდი ფოლადის ფირფიტის გავლით და დატოვოს 5 დიუმიანი ნახვრეტი.ER-ს არ სჭირდება არც დენთი და არც ასაფეთქებელი, სპეციალური ჭურვი ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით მიექანება თვალიმომჭრელი სიჩქარით. ჭურვი წამში 1, 5 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს (4500 მილი საათში). წინასწარი ვარაუდით რელსოტრონის პირველი პროტოტიპის გამოცდა მრავალფუნქციური დანიშნულების უნივერსალური სადესანტო გემი-კატამარან JHSV-3 ზე მოხდება მილინკეტში 2016 წელს. 703 6-ს მოსწონს 1-ს არა
|