იარაღი და ტექნიკა ანკარა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გაიჭედა, რა არჩევანი აქვს თურქეთს? 2019, 2 ივლისი, 12:36
თურქეთს მოლოდინი აქვს, რომ აშშ- გააუქმებს F-35 -ის მიწოდებას, იმის გამო, რომ ანკარამ მოსკოვთან ხელშეკრულება დადო რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ტაიფუნის შეძენის თაობაზე, იტყობინებაBloomberg.-ი
ვაშინგტონი საშიშროებას ხედავს იმაში, რომ თუ თურქების ხელში მოხვდება С-400, რუსული სარადარო სისტემები ისწავლიან და შეძლებენ ამერიკული ავიაგამანადგურებლების ინდენტიფიცირებას და დევნას. აშშ არა მარტო ხელშეკრულების გაუქმებით იმუქრება, არამედ აპირებს თურქეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას, ასეთ შემთხვევაში ანკარა იძულებული გახდება ალტერნატიული გზები ეძებოს, რომელიც პირველ რიგში რუსეთისკენ იქნება მიმართული. "რატომ ვყიდულობთ С-400?იმიტომ, რომ სასწრაფოდ გვჭირდება საჰაერო თავდაცვითი სისტემა, ჩვენ ასევე ვართ აშშ-ს პარტნიორები F-35 წარმოებაში, პროექტში ფული გვაქვს გადახდილი, დღემდე ამ საკითხსი მიმართ პრობლემა არ შექმნილა, თუმცა ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით ჩვენი მოთხოვნები სხვაგან დავიკმაყოფილოთ-იქ სადაც საუკეთესო ტექნოლოგიებს შემოგვთავაზებენ"-აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთი F-35-ების მიწოდების ჩაშლის შემთხვევაში დაინტერესებულია პირველ რიგში რუსული Су-57-ით, მაგრამ რადგან ამჟამად ეს ავიაგამანადგურებლები ჯერჯერობით საცდელ ფრენებს ახორციელებენ, ალტერნატივა არის Су-35, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით ახლოს დგას ამერიკულ ანალოგთან. 93 4-ს მოსწონს
|