საზოგადოებრივი რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი? რეალური ამბავი ინგლისელი კაპიტნის სიკვდილის შესახებ 2016, 27 აგვისტო, 11:38 კითხვა, იმის შესახებ, თუ რატომ შეჭამეს აბორიგენებმა ჯეიმზ კუკი, ხშირად ისმის, მაგრამ მასზე დამაჯერებელი პასუხი ჯერ-ჯერობით არავის გაუცია. საქმე იმაშია, რომ აბორიგენების მიერ კუკის შეჭმის ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად კი, აი რა მოხდა: კუკის გემი ინგლისის პორტ–პლიმუთიდან 1776 წ. გამოვიდა. მისი ექსპედიციის ამოცანა იყო წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებს შორის, ჩრდ-დას. გასასვლელის პოვნა. კუკმა შემოუარა კეთილი იმედის კონცხს, გადაკვეთა ინდოეთის ოკეანე, ეწვია ახალ ზელანდიას და ტაიტს. ეკიპაჟს წყალი და საკვები ესაჭიროებოდა და კუკმა ექსპედიცია გაუშვა ნაპირზე, ხოლო მეორე დღეს თავადაც ეწვია კუნძულს და აბორიგენებს შორის, ყოველგვარი დაცვისა და იარაღის გარეშე დადიოდა. ადგილობრივები მას ისე ხვდებოდნენ, როგორც ღმერთს. ისინი მიწაზე ეცემოდნენ და საჩუქრად საკვებს და ძვირფასი ხის ქერქს სთავაზობდნენ. თუ სხვა კუნძულებზე, კუკს ისე ხვდებოდნენ, როგორც უცხო ხალხების ბელადს, ჰავაელებისთვის ის ღმერთი ლონო იყო, რადგან ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ღმერთი ხალხღან მცურავი კუნძულიათ უნდა დაბრუნებულიყო და რადგან გემი ადრე ნანახი არ ჰქონდათ, ჩათვალეს რომ სწორედ ამ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე. გარდა ამისა, ისე მოხდა, რომ კუკის ორივე ვიზიტი ჰავაის კუნძულებზე, ღმერთ ლონოსადმი მიძღვნილ ზეიმს დაემთხვა, რამაც კიდევ უფრო განუმტკიცა ადგილობრივებს იმის რწმენა, რომ მათ წინაშე, მართლაც ღმერთი იყო, კუკის სახით. ღმერთისათვის თაყვანის საცემად და პატივის მისაგებად, ჰავაის კუნძულებიდან ასობით ადამიანი დაიძრა. მათ უხვად დაასაჩუქრეს კუკი. სულ მალე გემი ადგილობრივი კვების პროდუქტით და საჩუქრებით აივსო. ინგლისელებს ეს ყოველივე ძალიან ახარებდათ, ჭამდნენ, სვამდნენ და ერთობოდნე. გავიდა დრო, და ამ ყოველივეს შემყურე, ადგილობრივებს ეჭვი გაუჩნდათ კუკის და მისი ამალის ღვთიურობასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც უნდოდათ, ის იყო, რომ ისინი მალე წასულიყვნენ, რადგან კუნძულზე საკვების ყველანაირი მარაგი უკვე ამოწურული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია მეზღვაურებსაც მიაწოდეს – უთხრეს, რომ მეორე მოსავლამდე, საკვებს ვეღარ მისცემდნენ. 1779 წლის 4 თებერვალს გემმა ღუზა ასწია და ჰავაელები სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს ინგლისელების გემს, რომელიც ტოვებდა მათ ნაპირებს. მაგრამ, პირველსავე ღამეს გემი შტორმში მოხვდა და წინა ანძა დაუზიანდა. საჭირო იყო უკან დაბრუნება და გემის შეკეთება. როდესაც გემი ნაცნობ ყურეში შევიდა, იქ არავინ დახვდა. შემდეგ გაირკვა, რომ კუნძულის მმართველმა ყურეში შესვლაზე ტაბუ დაადო. ეს ჰავაიზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ზღვის და ხმელეთის მცენარეებს აღდგენის საშუალება ჰქონოდა. ინგლისელები მიხვდნენ, რომ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ და ადგილობრივების დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ამ სიტუაციაში, კუკმა ნაპირზე გადასვლა და კუნძულის მმარტველთან მოლაპარაკება გადაწყვიტა. მას უნდოდა ის თავის გემზე მიეწვია და იქ მძევლად აეყვანა იქამდე, ვიდრე საკუთარ პრობლემებს არ მოაგვარებდა. ის იყო მმართველი სტუმრობაზე დაიყოლია, რომ გემის მხრიდან სროლის ხმა გაისმა და კუკი მიხვდა, რომ მძევლის აყვანის გეგმა ჩაუვარდა. ცოტა ხანში ხმა გავრცელდა, რომ ინგლისელებმა ერთ-ერთი აბორიგენი მოკლეს, როდესაც ის გემთან მეტისმეტად ახლოს მიცურდა. ეს უკვე ომის გამოცხადების ტოლფასი იყო. სანაპიროდან გაქრნენ ქალები და ბავშვები და ერთ-ერთი ინგლისელის ინფორმაციით, ყურის ნაპირთან, რომლის სიახლოვესაც გემი იდგა, დაახლოებით, 22-დან - 32 ათასამდე შეიარაღებულმა ჰავაელმა მოიყარა თავი. კუკმა გემზე დაბრუნება განიზრახა, მაგრამ მომხდარის გამო აღშფოთებული ჰავაელები, მზად იყვნენ ის ადამიანი მოეკლათ, რომელსაც, სულ ცოტა ხნის წინ, ღმერთად მიიჩნევდნენ და თაყვანს სცემდნენ. კუკი წელამდე წყალში შევიდა და მისი ნავში უსაფრთხო ასვლის მიზნით, მეზღვაურებმა სროლა დაიწყეს. კუკს მათთვის უნდოდა ეთქვა, რომ სროლა შეეწყვიტათ, მაგრამ ამ დროს, თავში ხის ხელკეტი ჩასცხეს, ხოლო მეორე ჰავაელმა – ზურგში ხანჯალი ჩაარტყა. გემიდან ჩამოსვლის მომენტიდან, ერთი საათის შემდეგ, კუკი გარდაიცვალა. კუკის ნავში მყოფი 9 მეზღვაურიდან ოთხი დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა თავს გაქცევით უშველეს. ცოტა ხნის შემდეგ, ნაპირიდან ყველა გაქრა და ოფიცრებმა, რომლებმაც კუკის სიკვდილის შემდეგ, გადაწყვიტეს კუკის და დაღუპული მეზღვაურების სხეულების დაბრუნება. ინგლისელებმა ზავი დადეს ადგილობრივებთან, გემი შეაკეთეს და მიცვალებულების გვამების გადაცემა ითხოვეს, რათა ისინი ისე დაეკრძალათ, როგორც საზღვაო წესი ავალდებულებდათ. კუკის სხეულის დაბრუნებაზე, ჰავაელები უარს ამბობდნენ. თუმცა, იმავე საღამოს, გემთან მათი ნავი მიცურდა და რიტუალურ, წითელ მოსასხამში გამოწყობილი სტუმრები გემზე ავიდნენ. ერთ-ერთ მათგანს ხელში ხის ქერქში გახვეული რაღაც ეჭირა და როდესაც ის გახსა, ინგლისელებს თავზარი დაეცათ. მათ წინაშე, კუკის სხეულიდან აჭრილი, სისხლიანი ხორცის ნაწილები იყო. ამ ფაქტმა, ზოგიერთებს ეჭვი გაუჩინა, რომ ჰავაის კუნძულებზე კანიბალები ცხოვრობდნენ. სინამდვილეში კი, ადგილობრივები კუკის სხეულს ისე მოექცნენ, როგორც ნებისმიერი ბელადის სხეულს მოექცეოდნენ: ტრადიციულად, ბელადის გარდაცვალების შემდეგ, მისი გვამის ხორცს და ძვალს ერთმანეთისგან აცალკევებდნენ. შემდეგ, ძვლებს ერთად კრავდენენ და ფარულად მარხავდნენ, რომ ვერავის მიეყენებინა მისთვის შეურაცხყოფა. ამ რიტუალის შესახებ, ინგლისელებმა არაფერი იცოდნენ და კუკის სხეულიდან აჭრილი ხორცის დანახვის შემდეგ, შურისძიება გადაწყვიტეს. ისინი ნაპირზე გადავიდნენ და ვინც შეხვდებოდათ, განურჩევლად ყველას კლავდნენ. სისხლის გუბეები დადგა კუნძულზე. ამ შურისძიების შედეგი ის იყო, რომ ბელადებმა ჯ. კუკის ხელის მტევანი, თავის ქალა და ქვედა კიდურების ძვლები დააბრუნეს. მეორე დილით, ინგლისელებმა იალქნები გაშალეს და სამუდამოდ გაეცალნენ ჰავაის კუნძულებს. თუმცა, ისტორია ამით არ დასრულებულა. 1823 წლის მაისში, ჰავაის მეფე, მეუღლით და გარემოცვით, დიდ ბრიტანეთს ეწვია, სადაც 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან ექიმს რკინის წვეტანიანი ისარი გადასცა და უთხრა, რომ მის გულში თეთრი ადამიანის, სახელად ჯეიმზ კუკის ძვალი არის მოთავსებულიო. 1886 წელს ისარმა ლონდონიდან ავსტრალიაში გადაინაცვლა, სადაც ამ დრომდე ინახებოდა და ეს ისტორია დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა კაპიტანი კუკის საზოგადოების პრეზიდენტის კლიფ ტრონტონის გადაწყვეტილება, ისარში მოთავსებული ძვლის ავთენტულობის დადგენის შესახებ. ცოტა ხნის წინ, დნმ-ის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ისრის ძვლის გულს, საერთო არაფერი აქვს კაპიტან კუკთან. დღეს იმ ადგილზე, სადაც ჯ. კუკი დაიღუპა, ძეგლი დგას. ის გმირულად დაღუპული კაპიტნის საპატივცემულოდ, მისი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, ინგლისელმა მეზღვაურებმა აღმართეს. 4193 11-ს მოსწონს 1-ს არა
|