x
image
მოზამბიკელი
აუტიზმით დაავადებული გოგონა ინტერნეტ-მომხმარებლებმა გაახარეს
ასეთი ისტორიები, ყოველთვის დადებითად მოქმედებს ადამინის ცნობიერებაზე, მით

უფრო, ამდენი ნეგატიური მოვლენის ფონზე, რაც სამყაროში ხდება.

დებორა სკოუსონის ქალიშვილი კამილა აუტიზმითაა დაავადებული, როდესაც საბავშვო

ბაღში დადიოდა, დედამ მას ვარდისფერი ყვავილებიანი მაისური იყიდა, კამილამ დედის


საჩუქარი იმდენად შეიყვარა, რომ ამ მაისურის გარდა არაფერს იცვამდა, კამილას დედა

საგონებელში ჩავარდა, რადგან მაისური მას უკვე პატარა ჰქონდა და მის ჩაცმას ვეღარ

ახერხებდა.

image

დებორამ fecebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ინტერნეტ-მომხრარებლებს რჩევასა და

დახმარებას სთხოვდა:


"მეგობრებო და ოჯახის წევრებო, თქვენი დახმარება და რჩევა მჭირდება!

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ჩემი შვილი კამილა აუტიზმითაა დაავადებული,

რამდენიმე წელია ერთი პერანგი ამოიჩემა, დაახლოებით 4-5 წლის იქნებოდა, როცა

ვიყიდე, მას შემდეგ კიდევ ასეთი 4 მაისურის ყიდვა შევძელით, eBay-ზე, თუმცა

ახლა ასეთი მაუსურები აღარ იყიდება და ვერც სხვაგან ვერ ვიპოვე, რომ მეყიდა.

ეს მაისური წარმოებულია ქსელი "Target", სახელწოდებით "Circo".

ამ მაისურების ყველა ეგზემპლარი გაიყიდა 2011-2012 წლებში, ამის შემდეგ აღარ

წარმოებულა, მე და ჩემს გოგონას მინიმუმ ერთი ასეთი მაისური გვჭირდება, ძალიან

გთხოვთ გაავრცელოთ, ეს პოსტი.

ვისაც ასეთი მაისური აქვს, ჩვენ მას ვიყიდით, იმედია გამოგვეხმაურებით!

დიდი მადლობა! "

image


დებორას პოსტს ინტერნეტში მალევე მოჰყვა გამოხმაურება და ერთი კვირის შემდეგ

დებორამ კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კეთილი

ადამიანების თანადგომამ მისი შვილი გააბედნიერა, აღმოჩნდა რომ კამილას სრულიად

უცხო ადამიანებისგან 78 ასეთი მაისური შეუგროვდა, გარდა ამისა, მან სხვა სახის

საჩუქრებიც მიიღო, სათამაშოები, საბნები, ბალიშები, სუვენირები...


image

დედამიწა სავსეა კეთილი ადამიანებით, სიკეთის კეთებას კი არც თუ ისე დიდი

ძალისხმევა სჭირდება, სამყაროს ერთით მეტი ბედნიერი ბავშვი ჰყავს, რომელმაც უკვე

კარგად იცის სიკეთის ფასი.


0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0