სხვა კეთილი ადამიანები, რომლებმაც განსაცდელში დარჩენილი ძაღლები სიკვდილისგან იხსნეს 2016, 20 აგვისტო, 11:15 აშშ-ი, ლუიზიანას შტატში მომხდარი დიდი წყალდიდობის დროს 40, 000 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, 30 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, 13 კი დაიღუპა.
რა თქმა უნდა ასეთი დიდი სტიქიის დროს აუცილებლად ჩნდებიან ისეთი გამბედავი
და კეთილი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საფრთხეში ჩავარდნილი ხალხის სიცოცხლეს იხსნიან, არამედ უმწეოდ დარჩენილი ცხოველებისაც.
მოხალისეებმა მაიკ ანდერსონმა და დერილ ვოთსონმა ასამდე ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათ წყალდიდობის დროს, ორი პიტბულის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც 16 საათის განმავლობაში საფრთხეში იმყოფებოდნენ. მხოლოდ მაიკი და დერილი არ არიან გმირები, აღსანიშნავია რომ ადგილობრივი მოსახლეოპბაც აქტიურად იყო ჩართული სამაშველო ოპერაციებში. 15 აგვისტოს ჯოშ პეტიტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: "დღეს დილით ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა, წყლის სიმაღლემ 2, 5 მეტრს მიაღწია, ეს უბრალოდ საშინელებაა, ქუჩის კუთხეში, ბუჩქების მოძრაობა შევნიშნე, სანამ არ მივიახლოვდი ვერ მივხვდი, რომ წყალში ძაღლი იყო და სიცოცხლისთვის იბრძოდა, წლიდან მხოლოდ თვალები და ცხვირი უჩანდა, საბედნიეროდ მისი გადარჩენა შევძელით, მან თავი მუხლებზე დამადო, ჩამეხუტა და აწკმუტუნდა, როგოც პატარა ბავში, ის მადლობას მიხდიდა. " პოსტი ინტერნეტში ძალიან სწრაფად გავრცელდა და სულ მალე ძაღლი პატრონმა იპოვა. როგორც აღმოჩნდა ევაკუაციის დროს პატრონმა იგი დაკარგა და მისი პოვნა ვეღარ მოახერხა. 83 2-ს მოსწონს
|