ქალი და მამაკაცი "ძალიან გვენატრები..."-ლელა კილაძე გიგი უგულავას. 2016, 16 აგვისტო, 13:39 ![]() თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გუშინ იუბილარი იყო. მისი ყოფილი მეუღლე ლელა კილაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გიგის დაბადების დღეს ულოცავს და აქვეყნებს წერილს: "გიგი, მე და ალექსანდრეს ძალიან გვენატრები, დაბადების დღეს გილოცავთ და გისურვებთ სიხარულს, წარმატებას და მალე გამოსვლას. ჩვენ ყველას ძალიან გვენატრები..." ![]() " მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ. ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს." ![]() გუკას და ლელას გარშემო ხშირად ვრცელდებოდა ჭორი მათი სასიყვარულო რომანის შესახებ. ამ ჭორს ორივე უარყოფდა და საგულდაგულოდ მალავდა, თუცა მათ ხშირად ერთად ხედავდნენ. ჭორი კი სიმართლე აღმოჩნდა-ლელა და გუკა დაქორწინდნენ. ახლა კი, ლელას ყოფილიც და ახლანდელი მეუღლეც ორივე პატიმრობაში იმყოფება. როგორც თვითონ ლელამ აღნიშნა, მან ვისაც კი გამარჯობა უთხრა ყველა დააპატიმრეს... ორსული ლელა ისევ პატიმრის მეუღლეა.... ![]() 874 4-ს მოსწონს
|