სხვა რა მიზნით გამოჩნდა გახდილი ქალი მორაგბეების ფოტოები ჟურნალში 2016, 15 აგვისტო, 13:57 ქალთა რეგბის ინგლისის ნაკრების ხუთმა წევრმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შიშველი ფოტოები გადაიღეს, რათა უარეყოთ სპორტსმენი ქალების სხეულის შესახებ არსებული სტერეოტიპები და ეჩვენებინათ, რამდენად განსხვავდება მათი სხეულები ერთმანეთისგან. ქალბატონებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ფოტოსესიაში ჟურნალ Women’s Health Naked Issue-ს სპეციალური ნომრისთვის. კლერ ალანმა, დანიელა უოტერმანმა, მიკაელა სტენიფორდმა, ემი უილსონმა და ჰიზერ ფიშერმა საკუთარი შესანიშნავი ფიზიკური ფორმის დემონსტრირება მოახდინეს. ამავე ნომერში, რამდენიმე სხვა ბრიტანელი ვარსკვალვის შიშველი ფოტო გამოჩნდა, რისი მიზანიც იყო ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ არ უნდა გრცხვენოდეს საკუთარი სხეულის. აღნიშნული ხუთი სპორტსმენი ქალი ასპარეზობს შვიდკაცა რაგბში, რომელიც პირველად ისტორიაში, შეტანილი იქნა ოლიმპიადაში. გოგონებმა აღიარეს რომ საკუთარ თავში და ფიზიკურ ფორმაში დარწმუნებულობას დიდი გავლენა აქვს შედეგზე. მარცხნიდან მარჯვნივ: ჰიზერ ფიშერი, ემი უილსონ-ჰარდი, მიკაელა სტენიფორდი, კლერ ალანი და დანიელა უოტერმანი. ფლანგის მოთამაშეს, 29 წლის მიკაელა სტენიფორდს სურს დაამსხვრიოს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ რაგბისტი ქალები ძლიერები არიან. "5 ფუნტისა და 8 დუიმის (12, 7 სმ) სიმაღლით და 11 სტოუნზე ოდნავ მეტი (70 კგ) წონით საკმაოდ მსუბუქი ვარ, ზუსტად ისეთი, რაც საჭიროა ჰაერში ბურთის დასაჭერად. მაგრამ ჩემთვის ძნელია დამცავი კუნთოვანი მასის შენარჩუნება. ყოველ სამ საათში ცილას, ხილსა და ბოსტნეულს ვიღებ. ახლა დისციპლინირებული უნდა ვიყო, მაგრა, როცა დიდი სპორტიდან წავალ, ჩემს ცხოვრებაში უამრავი წვეულება და კოკტეილი იქნება!". 24 წლილს ემი უილსონ-ჰარდიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ეხმარება თამაშის დროს მაკიაჟი: "თამაშის დაწყებამდე ყოველთვის ვიკეთებ მაკიაჟს და ვარცხნილობას. როცა ქალურად გამოვიყურები უფრო დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში. კვირაში რვაჯერ ვვარჯიშობ და ვხედავ, როგორ შეიცვალა ჩემი სხეული ძველ ფოტოებთან შედარებით. მე ვისწავლე საკუთარი უფრო მეტად განიერი ფეხებისა და თეძოების შეყვარება, ისინი აუცილებელია სისწრაფის მყისიერად ასაკრეფად." ყოფილი პოლიციელი, 31 წლის კლერ ალანი ყვება, რომ თავისი გამოცდილება ძალიან დაეხმარა რაგბში: "პროფესიულ სპორტამდე პოლიციაში ვმუშაობდი; ეჭვმიტანილების დვნა კარგი ვარჯიში აღმოჩნდა მოედანზე თამაშისთვის. დაბადებიდან გამხდარი ვარ და ვარჯიშის დასაწყისში მწვრთნელებს სურდათ, რომ წონაში მომემატებინა. ახლა სიმძიმეებს ვწევ და უფრო ძლიერი გავხდი. ერთი სტოუნით უფრო მძიმე ვარ უკვე, 10 სტოუნს ვიწონი (63, 5 კგ) და ძალიან მიყვარს ჩემი კუნთები. ვარჯიში მორალურადაც მეხმარება, დასვენების დღის შემდეგ მოუთმენლად ველოდები ხოლმე მათ დაწყებას." მცველი, დანიელა უოტერმანი ამბობს, რომ ცოტა ნერვიულობს ძლიერი სხეულისა და ფართე მხრების გამო, რაც ახლა მოდაში არ არის. "არასოდეს დამავიწყდება, როგორ მოვისინჯე გამოსასვლელი კაბა და გული დამწყდა, რომ აღარ ჩამეტია ფართე და დაკუნთულ სხეულზე. და მხოლოდ ჩემმა ძმამ აღნიშნა, რომ სწორედ ფიზიკური ფორმა მეხმარება მივაღწიო იმას, რაზეც ვოცნებობდი - პროფესიულად მეთამაშა რაგბი ინგლისის სახელით... ჩემი სხეული ისეთია, როგორიც არის - 5 ფუნტი და 8 დუიმი (172, 77 სმ) და ძლიერი. და ამისათვის მიზეზიც მაქვს." ფლანგის მოთამაშე, 32 წლის ჰიზერ ფიშერი, რომელიც ალოპეციით (თმის ცვენა) არის ავად, ამბობს, რომ მისი ფორმა კარდინალურად შეიცვალა, როგორც კი სპორტის სახეობა გამოიცვალა და ბობსლეიდან რაგბზე გადაინაცვლა. "ალოპეცია რაგბის 2010 წლის მსოფლიო თასზე თამაშიდან დამეწყო. შეიძლება ეს შეჯიბრის გამო მიღებული სტრესის გამო მოხდა. ყველაზე რთული ის იყო, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არც მანამდე ვიყავი ჩემი გარეგნული მონაცემების გამო, რადგან ფორმა კარდინალურად შემეცვალა ოლიმპიური ბობსლეიდან რაგბში გადასვლის გამო: მხრები დამივიწროვდა და თეძოები უფრო განიერი გამიხდა, მაგრამ მე ვვარჯიშობ არა იმისათვის, რომ მომხიბვლელად გამოვიყურებოდე, არამედ ეფექტური თამაშისთვის." 1010 6-ს მოსწონს 2-ს არა
|