x
image
ციცი
Mediator image
"აქ არ გჭირდება თამაში, არც ყალბი შესამოსელი, არც მაკიაჟი..."-მერსი სულხანიშვილი

image
ბლოგერმა მერსი სულხანიშვილმა ვეღარ გაუძლო მის გარშემო აგორებულ სკანდალსა და დამცირებას და სულის დასამშვიდებლად მონასტერში წავიდა. ამის შსახებ მან სოციალურ ქსელში ამცნო საზოგადოებას.

"ნებისმიერი ადამიანი სცოდავს, არც მე ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბევრ რამეს აანალიზებ და ხვდები, რომ შეგეძლო უკეთესადაც გეცხოვრა. ახლა ალბათ ამის დროა. ცოტა ხნით მონასტერში წავედი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მრავალ დამდეგ მარიამობას დაესწარით..."imageimage

დამშვიდებული და ბედნიერი მერსი მონასტრიდან ახალ ფოტოსთან ერთად სტატუსსაც აქვეყნებს:

"ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უბრალოდ გინდა იყო ის ვინც ხარ, არ ეკონტაქტო საერო ცხოვრებაში არავის, მათ შორის არც ოჯახს... ეს რეალობიდან გაქცევა არ არის, არც სხვა სამყაროში გადანაცვლება, არც სიახლის ძიება, უბრალოდ მე ვარ მე. სამყარო სავსეა XXI-ე საუკუნეში ყალბი ღიმილით. აქ კი ყველაფერი სხვაგვარად არის... ყველა გულწრფელია, შეიძლება ითქვას 24 წლის მანძილზე თავი ვიგძენი ყველაზე ბედნიერად, ყველაზე მშვიდად, აქ არ გჭირდება თამაში, არც ყალბი შესამოსელი, არც მაკიაჟი, აქ ვერ გაიგებ ვინმემ ვინმეზე აუგი თქვას. არავინ არავის ეპირფერება, ყველა წრფელია. ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ოცნება რეალობად მექცა. აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ნამდვილი ურთიერთერობები... მივხვდი, რომ ის რაზეც სულ ვოცნებობდი და მაკლდა, თურმე არსებობს აქ ამ ცხოვრებაში დედამიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ყველაზე ბუნებრივი ფოტოა 24 წლის მანძილზე. არც მაკიაჟი, არც დაყენებული სახე, ერთადერთი რაც არის XXI-ე საუკუნის ეს უბრალოდ მობილურის ფუნქცია-სელფია. მადლობა უფალს ამ ლამაზი ნამდვილი დღეებისთვის."image

0
616
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0