x
image
ციცი
Mediator image
სკანდალური ფაქტები გუბისწყალში დაღუპული ძმების შესახებ-"გაეცით მათ მშობლებს პასუხი, რატომ მოუკვდათ ეს ანგელოზები!!!"

image
სამტრედიის რაიონში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. ძმები იოანე და თემო ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხრჩვნენ. პატარა ძმის გადასარჩენად შესულმა უფროსმა ძმამ ვეღარ შეძლო მისი გადარჩენა და ორი სიცოცხლე შეიწირა მდინარემ.

ამ ტრაგედიას სოფლ იანეთის მაცხოვრებლები ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიების საქმიანობას უკავშირებენ. მათი თქმით კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს და მდინარეში არ არის ნიშნულები თუ სად არის აკრძალული შესვლა და სად არის ღრმა ორმოები.

სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელიც რომანოზა კოხრეიძე, რომელიც ასევე თვლის, რომ ძმების დაღუპვა მდინარეზე მომუშავე კომპანიების უპასუხიმგებლობის და დაუდევრობის ბრალია:


"19 წლის ვანო და 18 წლის თემურ ვაშაკიძეები უნდა შეწირულიყო მსხვერპლად არაა, რომ აზრზე მოსულიყო სოფელი და გაეპროტესტებინათ გუბისწყალზე ინერტული მასალის მოსაპოვებლად ჩამოთრეული კომპანიის საქმიანობა!!!
სად იყვნენ ისინი ვინც ამოთხარეს ის ორმოები, რომლებიც შემდეგ წყლით ამოივსო... სად იყო იმ კომპანიის მფლობელები, ვინც ეს ორმოები ამოთხარეს და დატოვეს ისე. რამდენი ადმაიანი უნდა შეეწიროს ვიღაცის დაუდევრობას!!! რამდენი?!
ეს ანგელოზივით ბიჭები, ჩემს სოფელში იანეთში გუბისწყლის გვერდით, ვიღაცის მიერ უნამუსოდ, დაუდევრობით, ჯერ ამოთხრილ და შემდეგ მიტოვებულ კარიერს შეეწირა.
ხომ გააკეთე კარიერი შე დედა მ*****ო ვინც იყავი, ხომ ამოთხარე მიწა და იმ ამოთხრილი ღორღით ფული ხომ იშოვე?!
ხოდა გადააყარე, გადაასწორე ის ადგილი შენი სუყველაფერი მო****ნ ვინც ხარ,
იმ ექსკავატორშიკის, იმ ტრაილერის, მძღოლის დედას შ****ი კიდე ვინც მაქედან ინერტულ მასალას ზიდავდით და ერთხელ არ მოგივიდათ თავში აზრად, რომ ის ადგილი მიტოვებამდე გაგესწორებინათ.
მიდით გაეცით მათ მშობლებს პასუხი, რატომ მოუკვდათ ეს ანგელოზები!!!
დამნაშავე უბედური შემთხვევა კი არ არი, ქვეყანა რომ უბედურია ესაა დამნაშვე, ვიღაცა რომ მდიდრდება და ზულუქდება ის გამზრდელ*******ა დამნაშვე!!!!!
ორი დღეა ჩვენს ხელში გაზრდილ ბავშვებზე ვფიქრობ და მათი სახეები თვალებიდან არ ამომდის!!!!
მიმიფურთხებია ესეთი სახელმწიფოს იმ სამსახურებისთვის, რომლებიც ჯერ ნებართვას გასცემთ ინერტული მასალის მოპოვებაზე და მერე როგორც უნდათ ისე მიატოვებინებთ ტერიტორიას.
გამოაქვეყნეთ ეხლა ჟურნალ-გაზეთებმა, რომ ყველამ ნახოს დამნაშვე ვინარი ამ უბედურებაში..."
image


1
835
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
835
  
2016, 14 აგვისტო, 16:19
საწყალი ბიჭები
0 1 1