x
image
natia.a
რიოს ოლიმპიადაზე გადაღებული ისტორიული სელფი, რისთვისაც სპორტსმენს სიკვდილით დასჯა ემუქრება

image

სამხრეთ კორეელმა ტანმოვარჯიშემ, ხონ ჯონ იუნმა და ჩრდილოეთ კორეელმა ლი ინ ჯუნმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ არენაზე ვარჯიშის დროს ერთობლივი სელფი გადაიღეს. ამაში ერთი შეხედვით არაფერია გასაკვირი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის ძალიან დაძაბული სიტუაციაა.

17 წლის ლისთვის ეს პირველი ოლიმპიადაა.


image
ხონ ჯონ იუნმა კი უკვე მოიპოვა ოქროს მედალი 2008 წლის ოლიმპიადაზე.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. მაგრამ, როგორც ჩანს, გოგონებისთვის პოლიტიკა გვერდზე დარჩა. თუმცა, ცუდი ის არის, რომ უდანაშაულო ფოტო კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შესაძლოა სამშობლოს ღალატადაც კი შერაცხოს, რისთვისაც აღნიშულ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მოქმედებს.

ასეთი მკაცრი სასჯელი შესაძლოა გამოყენებული იქნას იმის გამო, რომ გოგონამ მეგობრული დამოკიდებულება გამოავლინა სამხრეთ კორეელი ხალხის მიმართ, რასაც, ბოლო ხანებში კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამშობლოს ღალატად განიხილავენ. ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუცია კი ხელისუფლების შეცვლის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის, სამშობლოს ღალატისა და ტერორიზმისათვის სიკვდილით დასჯის უფლებას იძლევა.


აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კიმ ჩენ ინის ბრძანებით უამრავი ადამიანი წვრილმანი დანაშაულებისთვის გაიგზვნა ბანაკებში, სადაც დღე-ღამეში 16 საათს ამუშავებენ. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს ციხეში სვამენ სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისა და ბიბლიის კითხვის გამო.

0
3517
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0