x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე იღბლიანები,ანუ ადამიანები,რომლებიც ავიაკატასტროფის დროს ერთადერთი გადაურჩნენ სიკვდილს
image

სიაში ჩამოთვლილია ის ადამიანები, რომლებიც ავიაკატასტროფის შემდეგ ერთადერთი გადაურჩნენ სიკვდილს 1950 წლიდან დღემდე.


მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო DC-9-82 -ის კატასტროფა 1987 წლის 16 აგვისტოს აშშ-ში, როდესაც 155 ადამიანიდან მხოლოდ 4 წლის სესილია სიჩანი გადარჩა.


აქედან ორი გადარჩენილი ქალი შესულია გინესის რეკორდების წიგნში.ეს გახლავთ ბორტგამცილებელი ჩეხი ვესნა ვულოვიჩი, რომელიც Douglas DC-9, ის ცაში აფეთქების შემდეგ 10 000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გადარჩა და რუსი ლარისა სავიცკაია, რომელიც ავიაკატასტროფის შემდეგ 5100 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გადარჩა, თუმცა ამისთვის მინიმალური კონპესაცია მიიღო-75 მანეთი.




1)ოლგა რადასი, 10 წლის-24.05.1950, Douglas C-47 Skytrain, პერუს ავიაკომპანია Lansa, თვითმფრინავი ცაში დაიშალა გალერასის ვულკანის სიახლოვეს.დაიღუპა 25 ადამიანი.



2)ჰარუ სასაკი, 23 წლის-07/27/1950, Douglas C-47 Skytrain, ამერიკის საჰაერო ძალები, აფრენიდან 20 წუთის შემდეგ თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა.მიზეზი არაა დაგდენილი.დაიღუპა 25 ადამიანი.



3)დევიდ ლოუტერი-ასაკი(?)-08/30/1950, Douglas C-47 Skytrain, სამეფო საჰაერო ძალები, დიდი ბრიტანეთი, გაურკვევლი მიზეზების გამო თვითმფრინავი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩავარდა.დაიღუპა 9 ადამიანი.



4)ბარანოვი.პ.ა.-ასაკი(?)-04/25/1952, IL-12 P, აეროფლოტი, თვითმფრინავი შტოპორით ჩამოვარდა, დაიღუპა 8 ადამიანი.




5)სერჟანტი კლიფი-ასაკი(?)06/01/1954, Valetta T.3 ვიკერს, სამეფო საჰაერო ძალები, გაერთიანებული სამეფო.აფრენიდან 4 წუთში თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა და ხეებს შეეჯახა.დაიღუპა 21 ადამიანი.



6)ნესტორ მატა-31 წლის, 03/17/1957-Douglas C-47 Skytrain, ფილიპინების Air Force (საპრეზიდენტო თვითმფრინავი), აფრენიდან 40 წუთში თვითმფრინავი მთას შეასკდა, დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის ფილიპინების პრეზიდენტი რამონ მეგსეიესი.




7)სახელი უცნობია, ჯარისკაცი-ასაკი 21 წლის-02/29/1968-L-18 ( DalAvia ) აეროფლოტი, თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო 8000 მეტრის სიმაღლიდან, სავარაუდოდ საწვავის გაჟონვის გამო, 1000 მეტრის სიმაღლეზე ხომალდი ცაში დაიშალა.დაიღუპა 83 ადამიანი.



8)ხუან ლუ-პილოტი, 26 წლის-09/08/1970-Lockheed L-188 Electra, (პერუ), აფრენის დროს ოთხი ძრავიდან ერთ-ერთი ჩაქრა და ცეცხლი წაეკიდა, დარჩენილი სამი ძრავის გამო პილოტმა ექსტერნად დაჯდომა მოითხოვა, თუმცა საჰაერო ხომალადის დამორჩილება ვერ შეძლო, მალევე თვითმფრინავი 45 გრადუსით გადაიხარა და შემდეგ მიწას შეასკდა.დაიღუპა101 მგზავრი.



9)ჯულიანა კიოპკე-17 წლის-24.12.1971-Lockheed L-188 Electra, Lansa (პერუ)-აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტობაში მოჰყვა, შემდეგ კი მეხი დაეცა, 3200 მეტრი სიმაღლიდან თვითმფრინავი ტროპიკულ ტყეში ჩავარდა.დაიღუპა 91 ადამიანი.


ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი ჯულიანა კოპკე 9 დღის განმავლობაში მიიკვლევდა გზას ტყეში, სანამ ადამიანებს იპოვიდა.ამ ტრაგედიის მოტივზე გადაღებული იქნა მხატვრული ფილმი "სასწაულები მაინც ხდება".



10)ვესნა ვულოვიჩი, ბორგამცილებელი, 22 წლის-26.01.1972-Douglas DC-9, რეისი JAT 364, ჩეხოსლოვაკია, თვითმფრინავი 10160 მეტრის სიმაღლეზე მოულოდნელად ცაში აფეთქდა, ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.დაიღუპა 27 მგზავრი.



11)ნილ კემპბელი, ასაკი(?)- 07/22/1973-Boeing 707-321B, კომპანია Pan Am, საფრანგეთის პოლინეზია, აეროპორტიდან აფრენის შემდეგ თვითმფრინავი მხოლოდ 100 მეტრზე აიწია, შემდეგ კი მოულოდნელად მკვეთრად დაკარგა სიმაღლე და ოკეანეში ჩავარდა.კატასტროფის მიზეზი ვერ დადგინდა.დაიღუპა 78 მგზავრი.



12)რევენკო, ინსტრუქტორი-ასაკი(?)-8.07.1977-Ан-24РВ, სოხუმი, თვითმფრინავმა მართვა დაკარგა და შავ ზღვაში ჩავარდა, დაიღუპა 6 ადამიანი.



13)ბავშვი 2-3 წლის-15.01.1979-Ан-24Б, რეისი 7502, Аэрофлот-ი, მინსკი.თვითმფრივის ჩამოვარდნა ფრთების გაყინვამ გამოიწვია, ეკიპაჟმა გაყინვის საწინააღმდეგო ღილაკი დროზე ადრე გამორთო.დაიღუპა 13 ადამიანი.




14)ჯონ მაკაფერტი-16 წლის-30.05.1979-De Havilland Canada DHC-6 Twin Otter, ავიაკომპანია Downeast Airlines -ი.როკლანდი აშშ, დაუდგენელი მიზეზით თვითმფრინავი დაშვების დროს ხეებს გამოედო და დაიმსხვრა.დაიღუპა 17 მგზავრი.



15)ლარისა სავიცკაია, -20 წლის-24.08.1981-Ан-24, რეისი 811, Аэрофлот-ი, კომსომოლსკ-ამური.თვითმფრინავი შეასკდა ბომბდამშენ Ту-16-ს 5220 მეტრის სიმაღლეზე, დაიღუპა37 ადამიანი.



16)რემბერტო აპარისიო, 26 წლის-02.09.1981-Embraer EMB 110 Bandeirante, ავიაკომპანიაTaxi Aereo el Venado.კოლუმბია-გადატვირთვის გამო თვითმფრინავმა ვერ შეძლო სათანადო სიმაღლის აღება და ბორცვს შეასკდა, დაიღუპა 21 ადამიანი.




17)კატკოვსკი ვ.ს.-ასაკი(?)-17.06.1982-Ту-134А, სევერომორსკი, თვითმფრინავი ჩამოვარდა პილოტის მრავალგზის შეცდომის გამო, დაიღუპა 15 ადამიანი.





18)მელისა კელი, 30 წლის-30.04.1983-Convair CV-340, ჯექსონვილი, აშშ.აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, ეკიპაჟმა გადაწყვიტა ისევ უკან აეროპორტში დაბრუნებულიყო, თუმცა მოხვევის დროს სიმაღლე დაკარგა და წყალში ჩავარდა 125 მეტრის სიმაღლიდან.დაიღუპა 14 ადამიანი.



19)უცნობი, 27 წლის--23.12.1984-Ту-154Б-2, ავიაკომპანია Аэрофлот-ი.კრასნოიარსკი.სიმაღლის აკრეფის დროს თვითმფრინავის ძრავა გაეთიშა, ეკიპაჟმა გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო, თუმცა აეროპორტზე დაშვების დროს ხომალდს ხანძარი გაუჩნდა, დაიღუპა 110 ადამიანი.



20)ჯორჯ ლემსონი, 17 წლის-21.01.1985-Lockheed L-188A Electra, ავიაკომპანია Galaxy Airlines, ქალაქი რინო აშშ.აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს ძლიერი ვიბრაცია დაეწყო ფრთაზე გახსნილი ლუკის გამო, ეკიპაჟს ეგონა, რომ დეტონაცია ტურბინების გამო იყო გამოწვეული, ამიტო ძრავების სიმძლავრე შეამცირეს, საბოლოოდ თვითმფრინავმა დაკარგა მართვა და ძირს დაენარცხა.(კემპინგს დაეცა).დაიღუპა 70 ადამიანი.

შეჯახებამდე ერთი წამით ადრე გადახსნილი ფუზელაჟიდან ჯორჯ ლემსონი სავარძლიანად გამოისროლა, სწორედ ამან გადაარჩინა ახალგაზრდა ყმაწვილი.



21)პროფესორი ნაუბა იესოხი-ასაკი(?)-03.01.1987-Boeing 707 რეისი 797, ავიაკომპანია Varig-ი.აბიჯანი, კოდ დიუვარი.თვითმფრინვმა აეროპორტზე დაჯდომის დროს განიცადა კატასტროფა, როდესაც ძრავის დაზიანების გამო უკან დაბრუნება გადაწყვიტა.დაიღუპა 50 ადამიანი.



22)სესილია სიჩანი, 4 წლის-16.08.1987-McDonnell Douglas DC-9-82, რეისი 255 ავიაკომპანია Northwest Airlines-ი.დეტროიტი აშშ. თვითფრინავმა კატასტროფა ეკიპაჟის შეცდომის გამო განიცადა.პილოტს დაავიწყდა ფრთებთან დამაგრებული დაფების გამოშვება, რომელიც ეხმარება ხომალდს სიმაღლის აკრეფაში, შედეგად თვითმფრინავი იქვე აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა.დაიღუპა 156 ადამიანი(2 მიწაზე).




23)უცნობი-ასაკი(?)-11.12.1988-Ил-76М, ლენინაკანი, აეროპორტზე დაშვების დროს თვითმფრინავმა დაკარგა მართვა და მთას შეასკდა.გარდაიცვალა 77 ადამიანი.


აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი "კამაზის" კაბინაში იჯდა, რომელიც თვითმფრინავს გადაჰქონდა.



24)ბამბანგ სუმადი-ასაკი(?)-5.10.1991-Lockheed C-130 Hercules, ინდონეზია, დაუდგენელი მიზეზით თვითმფრინავმა დაკარგა მართვა და შრომის სამინისტროს სასწავლო ცენტრს შეასკდა.დაიღუპა 135 ადამიანი(2 მიწაზე).



25)ანეტე ჰერფანქსი, 31 წლის-14.11.1992-Як-40, ვიეტნამის ავიახაზები, კამპანი.


ძლიერი ტროპიკული შტორმის გამო თვითმფრინავი კურსს აცდა და მთას შეასკდა.მაშველებს 8 დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ ადგილზე მიეღწიათ, აღსანიშნავია, რომ ანეტთან ერთად კიდევ რამდენიმე მგზავრი გადარჩა, თუმცა სანამ მაშველებმა მიაღწიეს ისინი მანამდე გარდაიცვალნენ ძლიერი ტრამვების, ინფექციის თუ შიმშილისგან დაუძლურებულები.დაიღუპა 30 ადამიანი.



26)ერიკა დალგადო, 9 წლის-11.01.1995-McDonnell Douglas DC-9, კოლუმბიის საერთაშორისო ავიახაზები, ბოლივარი.დაუდგენელი მიზეზებით თვითმფრინავმა დაკარგა მართვა და 3000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.დაიღუპა 52 ადამიანი.



27)სერგეი პეტროვი, შტურმანი, 37 წლის-15.12.1997-Ту-154, ტაჯიკეთის ავიახაზები.შარჯა.აეროპორტზე დაშვების დროს პილოტმა სიჩქარე მკვეთრად დააგდო რის გამოც უდაბნოში დაეცა.კატასტროფის მიზეზი პილოტის შეცდომაა.დაიღუპა 85 ადამიანი.



28)იოზეფ ჯილალი, 28 წლის-06.03.2003-Boeing 737—200, ალჟირის ავიახაზები, ტამანრასეტი.აფრენის დროს ძრავები გაითიშა.დაიღუპა 102 ადამიანი.




29)ჯეიმს პოლეჰინკე, მეორე პილოტი, 44 წლის-27.08.2006-Bombardier Canadair Regional Jet, ლეკსინგტონი, აშშ.აფრენის დროს პილოტს შეეშალა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ნომერი და სხვა, მოკლე ზოლზე გავიდა.თვითმფრინავს არ ეყო გარბენი, შეასკდა ჯერ წინაღობას, შემდეგ ხეებს, ამის შემდეგ ცეცხლი წაეკიდა.დაიღუპა 49 მგზავრი.



30)აბდულკაზირ აკიდი, ასაკი(?)-09.01.2007-Ан-26, ბორტი ER-26068 მოლდავეთის ავიახაზები, ქალაქი ბალადი, ერაყი.თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა აეროპორტზე დაშვების დროს, არსებობს რამდნიმე ვერსია:მათ შორის ცუდი ამინდი და ტერორისტული აქტიც.დაიღუპა 34 მგზავრი.




31)ბაჰია ბაკარი, 14 წლის-30.06.2009-Airbus А-310-300, რეისი IY 626, ავიაკოპმანია Yemenia, კომორის კუნძულები.თვითმფრინავი დაიმსხვრა აეროპორტზე დაჯდომის დროს.დაიღუპა 152 ადამიანი.



32)რუბენ ვან ასოუ, 9 წლის-12.05.2010-Airbus A330-200, ავიაკომპანია Afriqiyah Airways, ტრიპოლი, ლიბია.თვითმფრინავი აეროპორტზე დაჯდომის დროს დაიმსხვრა პილოტის შეცდომის გამო.დაიღუპა 103 ადამიანი.



33)ფრანსის მუამბა-ასაკი(?)-4.04.2011-Bombardier CRJ 100, Georgian Airways -საქართველოს ავიახაზები, კონშასა, კონგო.


აეროპორტზე დაშვების დროს რთული მეტეოპირობების გამო პილოტმა ვერ შეძლო ხომალდის დამორჩილება და დასაფრენ ზოლს ზედ დაასკდა, შედეგად თვითმფრინავი ორად გაიხლიჩა, ამის შემდეგ გაჩნდა ხანძარი.დაიღუპა 32 ადამიანი.


34)ალექსანდრე სიზოვი, 52 წლის-7.09.2011-Як-42Д, რეისი AKY-9633, იაროსლავლი, რუსეთი.თვითმფრინავი დაიმსხვრა აფრენის დროს .მიზეზი, პილოტის შეცდომა.დაიღუპა 44 ადამიანი.



35)ნიმერ ჯელული, 21 წლის-11.02.2014-Lockheed C-130H-30 "ჰერკულესი"-პროვინცია ემ ალი, ალჟირი.თვითმფრინავი დაიმსხვრა საბოლოო დანიშნულების პუნქტის სიახლოვეს მთებში.გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა.დაიღუპა 77 ადამიანი.



36)ასემ შაიხმეტოვა, ასაკი(?)-20.01.2015 -Ан-2 კომპანია «Казахмыс»-ი.ჯამბილის ოლქი, ყაზახეთი.თვითმფრინავი დაიმსხვრა დაშვების დროს აეროპორტის სიახლოვეს.გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.დაიღუპა 6 ადამიანი.



0
292
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0