x
image
alex999
საზარელი ისტორია: რა ემართებოდათ ქალებს ღამის საათებში?!

საინტერესო ისტორია განვითარდა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში - ბოლივიაში. ქვეყნის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობა თანამედროვეობას და ტექნოლოგიებს საკმაოდ
ჩამორჩენილია. მანიტობას რეგიონში მდებარე სოფელში, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქრისტიანია.


ისტორია ასე იწყება:


კოლონიის ამ პატარა სოფელში, ქალები ყოველ დილას გაუპატიურებულ მდგომარეობაში იღვიძებდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამ საზარელ ფაქტს ეშმაკებსა და ბოროტ სულებს აბრალებდნენ. როგორც იქნა საბოლოოდ ამ საზარელ მოვლენას ფარდა აეხადა!

image


გაუპატიურების მოვლენა წლების განმავლობაში გრზელდებოდა. სოფლის ქალები ძლიერ შეწუხებულნი იყვნენ ამ საშინელი ფაქტით! ყოველ დილას, გაღვიძებისას მათ სხეულზე ბინძური თითები შეიმჩნეოდა, არც მათი ტანსაცმელი გამოიყურებოდა კარგად!

image

როგორ ხდებოდა ეს ისე, რომ ვერცერთი მათგანი ვერ ხვდებოდა? საინტერესო კითხვაა, თუმცა ადგილობრივებისთვის რომ გეკითხათ, თავდაპირველად ყველაფერს ბოროტ ძალებსა და ეშმაკებს აბრალებდნენ. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები იყვნენ, ასევე ძალიან სწამდათ ცრუ-რწმენების.

image

გაუპატიურებულ ქალთაგან რამოდენიმე მათგანმა მოახერხა ძილში გაღვიძება, მათ ნახეს მამაკაცი, რომელიც მათზე ძალადობდა, თუმცა ვერც წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს და ვერც სახის დამახსოვრება. ამ ყველაფერთან ერთად ისიც კი არ იცოდნენ ეს სიზმარი იყო თუ რეალობა?!

image

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, ეს იყო ისტორია, რომელიც ლათინო ამერიკულჟურნალში დაიბეჭდა. გაუპატიურების შემთხვევები 2009 წლამდე გრძელდებოდა. ბოლო მცდელობისას პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა.

image


ეს საიდუმლოება როგორც იქნა აიხსნა...


19 დან 43 წლამდე მამაკაცთა 9 კაციანი დაჯგუფება დაკავებულ იქნა, რომლებიც ამ გაუპატიურებებში იღებდნენ მონაწილეობას. დაჯგუფების წევრები იყენებდნენ სპეციალურ ქიმიკატებს, რომელსაც მათ ადგილობრივი ვეტერინარი უმზადებდა. ამ ქიმიქატურ სპრეის საშუალებით, რომელსაც დაზარალებულების ფანჯრებსა და კარებებზე ასხავდნენ, 10 წუთში მოქმედებას იწყებდა და ყველას აძინედა. რათქმაუნდა ბოროტი დაჯგუფება სპეციალური ნიღბებით მოძრაობდა!

image

2011 წელს ქვეყნის უზენაეს სასამართლომ ბრალდებულებს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ვეტერინარს, რომელმაც მათ ქიმიკატური სპრეი დაუმზადა, 12 წელი მიესაჯა!






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

1
1328
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
1328
  
2016, 10 აგვისტო, 22:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1