x
image
მანჩო 777
ავღანეთში მამამ 6 წლის გოგონა 55 წლის კაცზე გაათხოვა
ავღანეთში მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონა ზრდასრულ მამაკაცს მიათხოვა. გოგონა მხოლოდ ექვსი წლისაა, მამაკაცი კი - 55 წლის.

უგულო მამამ შვილი ერთი თხის, ჩაის, შაქრის და ერთი ტომარა ბრინჯის სანაცვლოდ გაყიდა, - აცხადებს რადიოსადგურ RFI-ის რეგიონალური რედაქცია.


image


ექვსი წლის გოგონას (მის სახელს არ ახმაურებენ) საქმრო 55 (!) წლის სეიედ აბდულკარიმია. როცა ამ ფაქტის შესახებ სამართალდამცველებმა შეიტყვეს, მათ საქმრო დააპატიმრეს, ხოლო გოგონას მამა მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.


სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარი ფაქტის შესახებ ადგილობრივმა ჟურნალისტმა ფავად ახმადიმ დროზე შეატყობინა. ბავშვი პირდაპირ ქორწილიდან წამოიყვანეს და თავის ოჯახში დააბრუნეს. ფადივ ახმადის თქმით, ავღანეთში ძალიან ხშირია ასეთი უთანასწორო ქორწინებები, თუმცა ხელისუფლებას ყოველთვის როდი აქვს რეაქცია ამაზე.


ახმადიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ავღანეთის პროვინციებში ქორწინებების 50%-ზე მეტი არაკანონიერია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ კარგად იციან არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა მასზე ყურადღებას არ ამახვილებენ. ჟურნალისტმა დაამატა, რომ ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები საერთოდ არაა დაცული.


ავღანეთში არსებული კანონმდებლობის მიხედვით დაქორწინების უფლება აქვთ ქალებს 16, ხოლო მამაკაცებს 18 წლიდან.


image

8
387
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
387
  
2016, 8 აგვისტო, 16:17
ყალიმი რაა? მზითევი უკვე მოძველებულია და თანამედროვე ახალგაზრდებში ღიმილსაც კი იწვევს.
2016, 8 აგვისტო, 16:12
საერთოდ ყალიმს და ჩვენებურ მზითევსაც ცუდი თვალით ვუყურებ...
2016, 8 აგვისტო, 16:10
და მერე იტყვიან, რატომ ვუყურებთ ცუდი თვალით მუსლიმებს და მათ ტრადიციებს:(
2016, 8 აგვისტო, 16:07
პირუტყვის ჟინი და გონებრივი სიჩლუნგე...
2016, 8 აგვისტო, 16:04
აი მაგას ვამბობ ზუსტად..რად უნდა 6(!) წლის ცოლი? ან რა ცოლობაზეა ლაპარაკი ამ ასაკში?
2016, 8 აგვისტო, 15:55
დავიწყოთ იმით, რომ ნორმალური მშობელი შვილს მილიონადაც არ გაყიდის და მეორეც გადახრების მქონე მამაკაცის მეტი 6 წლის ბავშვს ცოლად არ მოიყვანს...
2016, 8 აგვისტო, 15:52
რა მარაზმია,,არ მესმის..ავადმყოფები არიან, ეტყობათ:(((
2016, 8 აგვისტო, 14:46
ისლამური სახელმწიფოების "აქილევსის ქუსლია" პედოფილია...
0 1 8