სხვა საინტერესო ისტორია ერთ ინგლისელ ჯენტლმენზე ანუ რატომ ვერ იტანდა საზოგადოება ქოლგებს 2016, 5 აგვისტო, 9:55 ეს ისტორია ერთ ინგლისელ ჯენტლმენს ეხება, კერძოდ მას, ვინც პირველმა დაანგრია საზოგადოებრივი შეხედულება წლების განმავლობაში დაწესებულ ქცევებსა და ღირსეულ ჯენტლმენობაზე. უფრო მეტიც, მისი მოქმედება იმდენად უნაური იყო, რომ ლონდონელმა კებმენებმა (მაშინდელმა ტაქსისტებმა) ლამის ომი გამოუცხადეს მას. საქმე იმაშია, რომ ამ ექსცენტრულმა ადამიანმა, რომლის სახელი და გვარი იყო იონას ჰანუეი, პირველმა დაიწყო ქოლგის ტარება.
ეს მოხდა 1750-იან წლებში, როცა იონასი საფრანგეთიდან დაბრუნდა. მისმა აქსესუარმა მხურვალე ემოციები გამოწვია წესიერ საზოგადოებაში. ის ერთბაშად რამოდენიმე ცოდვაში დაადანაშაულეს: მამაკაცი ჯენტლმენის კვალობაზე საკმაოდ ნატიფად გამოიყურებოდა - ეს კი მისი ხასიათის სისუსტეზე მიუთითებდა, ის გაფრანგებული ჩანდა-ატარებდა ქოლგას ისევე, როგორც ამას ფრანგი ქალები აკეთებდნენ მზისა და წვიმისაგან თავის დასაცავად. მეეტლებმა პირველივე დღიდანვე შეიძულეს ჰანუეი და მას რამდენჯერმე თავსაც კი დაესხნენ ქუჩაში. ეს ხალხი საარსებო საშულებას ძირითადად წვიმის დროს შოულობდა, როცა ფეხით მოსიარეულეები წვიმისაგან თავს ეტლებში აფარებდნენ. ქოლგის გამოყენება კი მათი კლიენტურის დაკარგვას ნიშნავდა. მაგრამ ჰანუეიზე არაფერი არ მოქმედებდა, ყურისძირში მიღებული ალიყურიც კი. ის აგრძელებდა ქოლგის ამაყად ტარებას და მოხდა ის, რომ მან საბოლოო ჯამში ამ სენით დააავადა მთელი ინგლისი. სწორედ იონას ჰანუეიმ გახადა ქოლგა ინგლისელი დენდის გარდერობის შეუცვლელ აქსესუარად და რაც მთავარია, სწორედ მან მოახდინა ქოლგის რეკონსტრუქცია და გადააქცია ის ისეთად, როგორითაც დღეს ყველა ჩვენგანი სარგებლობს. 1786 წელს, ჰანუეის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე London Gazette-ში, მეეტლეების სავალალოდ, რეკლამა გამოჩნდა. საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა ახალი ტიპის Gatward-ის ქოლგების გამოგონებას, რომელიც იოლად იხსნებოდა და იკეცებოდა ზაბარიანი მექანიზმის გამოყენებით. სიახლე მალე იქნა მასიურ წარმოებაში ჩაშვებული, თუმცა იონას ჰანუეი ამას ვეღარ მოესწრო. 470 13-ს მოსწონს
|