x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბენზინის მოპარვის მცდელობის რეალური ისტორია, რომელიც სსრკ–ს დროს მოხდა ზუგდიდის რაიონში და რომელიც ტრაგედიით დამთავრდა.

image ბენზინის მოპარვის მცდელობის რეალური ისტორია, რომელიც სსრკ–ს დროს მოხდა ზუგდიდის რაიონში და რომელიც ტრაგედიით დამთავრდა.
საბჭოთა კავშირი ბოლო დღეებს ითვლიდა, რესპუბლიკებში ეროვნული მოძრაობა ძალას იკრეფდა ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ გამოჰყავდა.
გაჭირდა ცხოვრება, გაძვირდა ყველაფერი, მაღაზია–გასტრონომების დახლები დაცარიელდა, ავტოგასამართ სადგურებზე ისეთი რიგები იყო ადამიანებს საათობით უწევდათ რიგში დგომა.
ბევრმა საწვავის დეფიციტის გამო თხევადი აირის ძველისძველ ბალონებს თავი მოხადა და ბალონებში არსებული სითხე მანქანების საწვავის ავზებში ჩაასხა, მართალია მანქანა იქოქებოდა და მიდიოდა, მაგრამ უკან ისეთ მყრალ სუნს ტოვებდა ქუჩაში დგომა შეუძლებელი იყო.
ერთ გვიან ღამეს ზუგდიდის რაიონის ერთერთ სოფელში სამმა მეგობარმა რომლებიც მეზობლებიც იყვნენ, გადაწყვიტეს სოფლის კოლმეურნეობის ავტოფარეხში შესულიყვნენ და საწვავის განყოფილებაში ბენზინის უზარმაზარი რეზერვუარის თავზე დადებული ბოქლომი გაეტეხათ და ბენზინი მოეპარათ.
აიღეს იმდენი "კანისტრა" რამდენის ტარებასაც შესძლებდნენ. საწვავის რეზერვუარზე აძვრნენ და როგორც იქნა ბოქლომიც გატეხეს.
რეზერვუარს შიგნით ჩასასვლელი კიბე ჰქონდა მიდუღებული და ერთერთი მათგანი თოკმიბმული ვედროთი ჩავიდა რეზერვუარში, როგორც აღმოჩნდა რეზერვუარში საწვავი მხოლოდ ფსკერზე ესხა და ახალგაზრდას მოუწია რეზერვუარის ფსკერზე დაშვებულიყო, ვედრო სანახევროდ აავსო ბენზინით და ვედროს ასატანად ჩამოშვებული თოკიც დაქაჩა, რეზერვუარის თავზე მდგარმა თოკი ამოსწია და ბენზინით სანახევროდ შევსებული ვედრო ამოიღო, რომელიც რეზერვუარის გვერდით მდგარ მეგობარს მიაწოდა, მანაც ბენზინი ვედროდან ძაბრის დახმარებით "კანისტრაში" ჩაასხა და ვედრო რეზერვუარზე მდგარ მეგობარს მიაწოდა.
რეზერვუარზე მდგომმა კი ვედრო ისევ რეზერვუარში ჩაუშვა იმ იმედით, იქ მყოფი ბიჭი ისევ შეავსებდა ბენზინით თან ჩასძახა: იჩქარე მალე ქუჩაში მოძრაობა დაიწყება და საშიშიაო, ხმა არავინ რომ არ გასცა გაუკვირდა და ხელმეორედ ჩასძახა, პასუხი არც ახლა მიუღია, შეშინებულმა ბიჭმა ფანარი ჩაანათა უზარმაზარ რეზერვუარში და რეზერვუარის ფსკერზე გართხმული მეგობრის დანახვაზე დაუფიქრებლად რეზერვუარში ჩახტა მეგობრის დასახმარებლად.
ჩახტა და მეგობრის გონზე მოყვანა სცადა, რაც საბედისწერო შეცდომა იყო, მხუთავმა აირმა მალე მასაც გონება დააკარგვინა, მესამე ბიჭი რომელიც რეზერვუარის გვერდით იდგა რეზერვუარზე ავიდა, ფანარი ჩაანათა და უმალვე მიხვდა რაც მოხდა, სახე პერანგით შეიბურა და რეზერვუარში ჩავიდა, ორივე მეგობარი შეანჯღრია, მაგრამ მალევე მიხვდა ორივე გარდაცვლილი რომ იყო.
თავადაც იგრძნო, ცოტაც და თავადაც დაკარგავდა გონებას, უკანასკნელი ღონე მოიკრიფა და რის ვაივაგლახით რეზერვუარის კიბით რეზერვუარის ამოსასვლელიდან ამოძვრა, გონების დაკარგვამდე კი მოახერხა და არაადამიანური ხმით იყვირა: გვიშველეთ!
გათენებამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო იყო, მაგრამ სოფელში ხალხი ქალაქთან შედარებით ადრე იღვიძებს, რადგან უამრავი საზრუნავი აქვს, საქონლის მოწველა, ფარეხის გამოწმენდა, საქონლისათვის თივის ან ჩალის ჩაყრა და სხვაც მრავალი, მოკლედ გაიგო ვიღაც ღვთისნიერმა ყვირილი, სხვაც გააღვიძა და კოლმეურნეობის ავტოფარეხისაკენ გაიქცნენ სასწრაფოდ, ადგილზე მისულებს კი რეზერვუარის თავზე გონდაკარგული მეზობელი დახვდათ, ხოლო რეზერვუარში ფანრით ჩანათების მერე ორი მიცვალებული აღმოაჩინეს.
სად იყო იმ დროს სამაშველო სამსახური და გლეხებმა მარტივი გამოსავალი იპოვეს, ახლოს მცხოვრებმა მეზობელმა მოარბენინა რამდენიმე მეტრი სიგრძის რეზინის მილი, რომლის ერთი ბოლო პირში ჩაიდო რეზერვუარში ჩამსვლელმა, ხოლო მეორე ბოლო გარეთ რეზერვუარიდან მოშორებით მდგარმა მამაკაცმა დაიჭირა, თოკის დახმარებით ამოასვენეს ორივე მიცვალებული, მანამდე კი რეზერვუარის თავზე ნანახი გონდაკარგული ბიჭი მეზობლის მანქანით საავადმყოფოში გააქანეს და საბოლოო ჯამში გადარჩა.
ასე შეეწირა ორი ახალგაზრდა ბენზინის მოპარვის მცდელობას.

1
542
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
542
  
2016, 10 აგვისტო, 18:23
კიი, მერე ამ ისტორიას სხვა ცუდი გაგრრძელებაც მოჰყვა, მაგრამ არ მინდა განვრცობა.
მამაჩემის მეგობრის შვილი იყო ის გადარჩენილი, ეს ისტორიაც მამისგან ვიცი.
0 1 1