x
image
natia.a
ეს სასმელი გოგონას სიკვდილის მიზეზი გახდა - გაფრთხილდით თქვენც!
image
ამერიკელი უფროსკლასელი გოგონა, ლანა ჰამანი ზაფხულის არდადეგებზე დასასვენებლად მექსიკაში, ზღვაზე გაემგზავრა მშობლების მეგობრებთან ერთად. გოგონა მშვიდად ისვენებდა, როცა, მოულოდნელად გულის შეტევა მოუვიდა, რამაც მომენტალური სიკვდილი გამოიწვია.


image

ახლობლები ვერაფრით ხსნიდნენ გოგონას ასეთ მოულოდნელ გარდაცვალებას. ლანა სრულიად ჯანმრთელი და აქტიური გოგო იყო. იგი არიზონას შტატის ქალაქ პეორიის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იყო, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სასწავლო დაწესებულების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო სოფტბოლოს გამოცდილი მოთამაშე.


ექიმები ფიქრობენ, რომ გოგონას სიკვდილის მიზეზი გაუწყლოვნება გახდა. როგორც აღმოჩნდა, ლანამ მთელი დღე პლაჟზე გაატარა და წყლის ნაცვლად ენერგეტიკულ სასმელებს იღებდა. გოგონას სისხლის ანალიზმა შოკისმომგვრელი შედეგები აჩვენა შაქრისა და კოფეინის მაღალი შემცველობის მხრივ.



image

სამწუხაროდ, ეს არ არის კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელების მოხმარების მიზეზით სიკვდილიანობის ერთადერთი შემთხვევა. ექიმები დაბეჯითებით გვირჩევენ ამგვარი სასმელებისგან შეძლებისდაგვარად თავი შევიკავოთ.



0
117
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0