სხვა ინდოეთში თანამედროვე მაუგლი აღმოაჩინეს 2016, 2 აგვისტო, 14:58 20 წლის ინდიელი სურენდა კუმარი და მისი და რაჯიშვარი შიშის ზარს სცემენ თანასოფლელებს, რადგან თითქმის მთელ დღეს ჯუნგლებში ატარებენ, ერთობიან რა გარეული მხეცების კომპანიაში. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ცხოველებს მათთვის დღემდე არაფერი დაუშავებიათ.
სურანდას და რაჯიშვარის მეზობლები თანამედროვე მაუგლებად თვლიან, აბა როგორ?- ბავშვობიდან ისინი თამამად დაეხეტებიან ჯუნგლების ყველაზე საშიშ ადგილებში, თამაშობენ მხეცებთან და ჩიტებთან, აჯავრებენ მაიმუნებს... და-ძმა ხანდახან მთელი კვირეები იკარგება და არ ბრუნდება ჯუნგლებიდან, ისინი ადამიანების საზოგადოებას ტყის ბინადრებს ამჯობინებენ. მათი დედა, 45 წლის პანჩო ბლი, ძალიან განიცდის ყველაფერ ამას, განსაკუთრებით წუხს სურენდრას გამო, რომელსაც თანასოფლელებმა "გორილა" დაარქვეს ცხოველებთან სიახლოვის გამო. ''- ის მთელი დღეები ჯუნგლებში დაეხეტება და ხანდახან მიწევს ძალით მოვათრიო სახლში, -ამბობს დედა, - ჩემი თვალით ვნახე, როგორ თამაშობს დამალობანას მაიმუნებთან; სურენდრას ხანდახან ისიც კი ჰგონია, რომ თვითონაც მაიმუნია. სოფლელებმა გორილა დაარქვეს უცნაური სიარულის მანერის გამო. მასსა და ცხოველებს შორის რაღაც უცნაური კავშირი არსებობს. სწორედ ამიტომ არ ეხებიან ისინი მას". ქალი ამბობს, რომ და-ძმას ცხოველებთან ურთიერთობის თანდაყოლილი ნიჭი აქვს. ''-ისინი დაიბადნენ, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები, ერთი წლისამ ისწავლეს სიარული, მაგრამ მათი მეტყველება აქამდე გაუმართავი დარჩა. სამაგიეროდ ჯუნგლებთან მათი კავშირი დღითიდღე მყარდება'', -ამბობს დედა. ბავშვების მამა 2014 წლის აჯანყების დროს მოკლეს. პანჩო ბაი დამლაგებლად მუშაობს და დაახლოებით ორ დოლარს იღებს დღეში. ოჯახს პანჩოს 40 წლის ძმა, ხარიში ეხმარება. ''- როცა მივხვდით, რომ ჩემი დისშვილები სხვებისაგან განსხვავებულები არიან, ისინი ექიმთან მივიყვანეთ, მაგრამ მან გვითხრა, რომ ვერაფრით დაგვეხმარება. ახლა ჩვენ იძულებული ვართ სახელმწიფოს ვთხოვოთ, რომ მათ გარკვეული სახის სამედიცინო დახმარება გაუწიოს. მანამდე კი უმჯობესია, მათ ჯუნგლებში იცხოვრონ- ეს მათთვის გაცილებით უფრო უხიფათოა, ვიდრე ქალაქში ცხოვრება'', -ამბობს ხარიში. ექიმი მიტლეშ ჩოხდარი, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ და-ძმას ფსიქიკური დაავადება აქვს, რომელმაც ხელი შეუშალა მათი ტვინის განვითარებას. "- ჩვენ არ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, რადგან არ ძალგვიძს დავსვათ დიაგნოზი, -ამბობს ექიმი, - ისინი ცხოვრობენ ჯუნგლებში - ეს ყველამ იცის, და როგორც ჩანს, მშვენივრად ზრუნავენ თავიანთ თავზე, რადგან ცხოველებს მათთვის აქამდე არაფერი არ დაუშავებიათ; იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება". 1486 10-ს მოსწონს
|