x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"Miss Teen USA"-ს კონკურსის ორგანიზატორები მწვავედ გააკრიტიკეს რასიზმისა და "კლონირებული" გოგონების გამო
image


სოციალური ქსელის მომხმარებლები იმან აღაშფოთა, რომ კონკურსის
ყველა ფინალისტი ცისფერთვალება ქერათმიანი გოგონაა და ტყუპისცალივით
ჰგვანან ერთმანეთს.


31 ივლისს ლას-ვეგასში გაიმართა Miss Teen USA-2016-ის
(მის მოზარდი )კონკურსის ფინალური ეტაპი. დასკვნით ეტაპში დარჩა 5
კონკურსანტი:" მის ჩრდილოეთ კაროლინა"–ემილი ვეიკმანი, "მის სამხრეთ
კაროლინა"–მარლი სტოკსი, "მის ტეხასი"-კარლა ჰეი, "მის ნევადა"-სარის
ამოროუ და "მის ალაბამა"- ერინ სნოუ.ყველა ფინალისტი, ხუთივე გოგონა
ქერათმიანი და ცისფერთვალებაა და იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ
კლონირებული გეგონებათ.

ბლოგერებმა ჟიურის წევრებს რასიზმში დასდეს ბრალი.

"არც კი ვიცი რომელი ამოვარჩიო ასეთი მრავალფეროვანი კონკურსანტებიდან"-წერს ერთ-ერთი ბლოგერი ირონიულად.

"მაგარია, როცა კონკურსი პროპაგანდას უწევს წარბების სხვადასხვა ფორმას"-კიდევ ერთი დამცინავი კომენტარი.

"ამერიკის მის არიელები".(კომენტარი)

image




გამარჯვებული გახდა ტეხასელი კარლა ჰეი, მიუხედავად მისი სკანდალური პოსტისა "ტვიტერზე" მინაწერით, -"ნიგერი".(ზანგი)

Miss Teen USA-ს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სკანდალის მიუხედავად გოგონა ინარჩუნებს გამარჯვებულის ტიტულს.

image

0
383
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0