x
image
beko777
სანახაობა შედგა! დროა ხალხს პური მივცეთ!
imageქრისტინა აგილერა, 78 წლის სიმინდის გამყიდველი ბებო და ქართულ სიმღერაზე "დანგრეული" BLACK SEA ARENA


მოკლედ - სტატია იწერება "სიძულვის ენით", "ჩასაფრებულის პოზიციიდან" და რაც მთავარია იმ ჟურნალისტების ხელით - ვისაც საქართველოში "ეზიზღება" ყველაფერი თანამედროვე :) ყველაფერი ახალი და ყველაფერი ინოვაციური, სასიამოვნო და საინტერესო :) ვინც ვერ ეგუება "თანამედროვე პრადვინუტობას", ვინც მაგარი გოიმია (გოიმკა) და დღემდე ლელა წურწუმიას მოსმენა ერჩივნა ამ დარბაზში ვიდრე ქრისტინა ჯონის ასული აგილერასი და საერთოდ სტატია იწერება იმ ჟურნალისტების მიერ, ვინც - ყოველთვის ეძებს შავს და არა თეთრს... რატომ?! პასუხი იხილეთ წლების მერე.... ან სტატიის ბოლოში!

image30 ივლისი, საქართველო, აჭარა, სოფელი კვარიათი, "შავი ზღვის არენა" (მოდი ჩვენ ქართული ასოებით დავწერთ ამ ინგლისურენოვან დასახელებას, ამ გრანდიოზული შენობისას), ქრისტინა აგილერა და პლუს სხვა 10, 000 ადამიანი, პირველი მღერის - დანარჩენები უსმენენ, ან უსმენენ, არ უყურებენ, ან "მარიაჟობენ" ან "პროსტა" "ჩექინდებიან" იქ სადაც "მთელი საქართველოს ბომონძღია" შეკრებილი, ან უბრალოდ ყელში წაჭერილ ჰალსტუხს ცოოოტათი უშვებენ (მაინც არ ცხელა იმდენად)...
ამ გოგოს კონცერტის შესახებ ყველამ (!) პოზიტიური და დადებითი განწყობა გამოხატა, რათქმაუნდა ასეც უნდა ყოფილიყო, თქვენ რა გინახავთ ქართველ მასპინძელს სტუმრის მიმართ სანამ ის სტუმარია, რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება გამოეხატა? ჩვენ - არ! ანჟელიკა ვარუმსაც იგივე ტაშით, აპლოდისმენტებით და სკამზე ფეხზე შედგომით ხვდება ყოველთვის (!) ქართველი "მსმენელი" როგორც ქრისტინა აგილერას, რობი უილიამს ან "მარონ ფაივს" (რა საინტერესოა ამ უკანასკნელს "მარონ ფორთიივან" რომ ერქვას) ან შაკირას ან თუნდაც კაბზონს, მთავარია რომ - "ნინო ჩხეიძე გოიმია", მთავარია რომ - "რაღა დროს მანანა თოდაძეა", მთავარია რომ - ნინი შერმადინი აშში-ში დიდ სცენაზე კი არა, რესტორანში მღეროდა და მთავარია რომ - "ივერია" არა კვახი შე დროში ჩარჩენილო, განუვითარებელო ქართველო ერო :)

imageძალიან მაგარი დარბაზი "ბლექ სი არენა", გასაგებია რატომაც ქვია ამ დარბას ინგლისურად ის, რაც ქვია, იმიტომ რომ უცხოელმა სტუმარმა ადვილად აღიქვას სად მიდის, სად იმღერებს, სად ცხოვრობენ ისეთი გოიმები, რომ უხდიან იმხელა ჰონორარებს რომელსაც არცერთ ქვეყანაში არ უხდიან, ამიტომ ვერაფრით დავეთანხმები "ვიღაც ენათმეცნიერ თუ ქართული ენისმცოდნე" ბატონს - ლევან ღვინჯილიას, რომ შავი ზღვის დარბაზს "ბლექ სი არენა" რატომ უწოდაო, რა გოიმობაა... "შავი ზღვის დარბაზი" არა კვერცხი - "ბლექ სი არენა" და მორჩა! მხოლოდ ასე - BLACK SEA ARENA



imageქალბატონი ქრისტინა აგილერას უ-მაღლესი დონის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ხარვეზებიც აღმოაჩინა ჩვენმა "ჩასაფრებული კაცის პოზიციაში" მყოფი ჟურნალისტების ჯგუფმა - ის, რომ გარე პერიმეტრზე არცერთი (!) სანაგვე ურნა არ იდგა და ზღვა ხალხს, რომელიც დარბაზის შესასვლელი კარის გახსნას უცდიდა ყველა ნაგავის - სიგარეტის, გაღრღნილი სასუსნავების, ჩიფსის ყუთების, ნაყინის ქაღალდების, ბავშვის პამპერსების (ნუ გაგიკვირდებათ 1 წელზე პატარა ასაკის ბავშვები ყავდათ მშობლებს ქრისტინა აგილერას მოსასმენად მიყვანილი) და სხვა მრავალი და ამის გამო, ამ ლამაზი დარბაზის გარე პერიმეტრი, ერთ დიდ სანაგვეს დაემსგავსა.

image

imageარცერთი ქოლგა, ხელოვნური გადასაფარი ან უბრალოდ შესაფარებელი გარე (მოწესრიგებულ) პერიმეტრზე არ იდგა და აჟიტირებული ხალხიც სხვა რომ არადარჩენოდათ რა - პალმის ხეებს ქვეშ ემალებოდნენ ცივ (!) წვიმას და ქარს, დასველებულნი, გალუმპულები უთვლიდნენ გინებას ოღონდ, ვის ეს აღარ ისმოდა იმ ხმაურში... :) - იმედია მომდევნო კონცერტებზე რომელიც ამ დარბაზშია დაგეგმილი აგვისტოში - ამ ხარვეზებს გაითვალისწინებენ და გარე პერიმეტრზე ხალხს თავის დაყრილ ნაგავშივე ცდა არ მოუწევს თხლეში წვიმის ქვეშ. (ჰო, მართლა - დარბაზის რამდენიმე მონაკვეთზე ჭერიდან წყალი წვეთავდა და მიაქციეთ ამასაც ყურადღება შემდგომი კონცერტებისთვის, თქვენც სააკაშვილი ხომ არ ხართ ფაცი-ფუცით აშენებული შენობებიდან წვიმის დროს წყალი, რომ წვეთავდა ხოლმე, "ბლექ სი არენა" ხომ რუდუნებით და დიდხანს შენდებოდა, ამიტომ გამოასწორეთ ეს ხარვეზებიც)
დიდი დარბაზია "ბლექ სი არენა", ძააალიან დიდი :) და 10, 000 ადამიანი აგილერასთან კმაყოფილებით უყურებდა ამ დარბაზს, მერე ხელში ჩაჭმუჭნულ 150-200-600 ლარიან ბილეთებს ცინიკურად დაჰყურებდა ხოლმე და რამდენმაც იმ დღეს, ღონისძიების დამთავრების შემდეგ გულში ჩაილაპარაკა - ჩემი მარიაჟი კეთილებიცო, - იმდენი ათასი დოლარი ყველას ჯიბეში...


როგორც ავღნიშნეთ ამ მომღერლის ჭეშმარიტი ფანები დარბაზში უამრავი იყო, მათ არ აშინებდათ არც ბილეთში გაღებული (და არა გადაყრილი) ფული, არც ცეკვა-თამაშის დროს მომზირალი სხვისი თვალები, არც ქარი, არც წვიმა და არც არავინ... მთავარი ის იყო, რომ მთავრობამ (!) მათ გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა - ქრისტინა აგილერა აჩუქა ცოცხლად!
თავად კონცერტი? თავად ღონისძიება? - ამაზე რას ვიტყვით?! რა უნდა ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ამ ქალს, ისე როგორც ნებისმიერ ამ დონის პოპ-ვარსკვლავს გათავისებული აქვს რაში უხდიან მათ ამხელა ჰონორარებს და იქ რომ "ხალტურა" არ გამოვა - ეს, კარგად იციან, ამიტომ არავის გაჰკვირვებია ქრისტინა აგილერას ოფლად დაღვრილი სახე, თითქმის ყოველი სიმღერის შემდეგ ტანზე ახალი სამოსის მორგება, უმაღლესი დონის ქორეოგრაფიული შოუ და ვისაც ეს ყველაფერი გაუკვირდა ქრისტინესგან - თამამად ვიტყვი გამეცინება ასეთ ხალხზე, ეს ხომ ისედაც იცით, რომ - შესანიშნავი შოუმენია ეს ქალბატონი და ბოლომდე იხარჯება სცენაზე და შესაბამისად ზუსტადაც, რომ ასეთ შოუს აჩვენებდა! კი, მაგრამ რა გაგიკვირდათ?! :)

imageყველაზე დიდი "ბომბი" ამ კონცერტზე ღონისძიების შუაწელს განვითარებული მოვლენა იყო, როცა აგილერამ სცენაზე ხუთი ქართველი ვაჟკაცი (ან. "ბათუმი") მოიწვია და ქართული სიმღერის შესრულება სთხოვა, - "ვკეცე ვკეცე ვერ დავკეცე“ საქართველოს საოცნებო გზები"... გუგუნებდა ქართული ანსაბლის ხუთი ხმა (წარმოიდგინეთ 41 ხმა, რომ ყოფილიყო, ხომ უფრო მაგარი მოსასმენი იქნებოდა?) და გუგუნებდა დარბაზი და სხვათაშორის არც გამკვირვებია, რომ იმ დღეს, იმ დარბაზში ქრისტინა აგილერასთვის მისულმა 10, 000-მა მაყურებელმა ყველაზე დიდი ტაში ამ სიმღერას დაუკრა და არა ქალბატონის რომელიმე, ნებისმიერ ჰიტს...

imageმოკლედ, ასე იყო თუ ისე, გაერთო იმ დღეს 10, 000 კაცი, გული გადააყოლა ყოველდღიურობას, დატკბა სანახაობით და დაიშალა კრება 2 საათში კმაყოფილი შემდგომი სანახაობის მოლოდინში ვიდრე არმისული ამა წლის 8 ოქტომბრამდე :) - სანახაობა შედგა, ახლა პურის დროა! - ეს, სიტყვები გაგვახსენდა ამ სტატიის ავტორებს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, როცა 78 წლის აჭარელი ბებოს გასაყიდად მოტანილი გაფუჭებული სიმინდი ვნახეთ, იმის გამო, რომ "იქ არ გააყიდინეს" ზარალად დაერიცხა ლუკმა-პურის საშოვნელად ბათუმიდან ჩამოსულ თვალცრემლიან ქალბატონს, რომელიც მრავალჭირვარამ ნანახი თვალებით შესცქეროდა "ბლექ სი არენას" თავზე გაშვებულ ფეირვერკს, უყურებდა ხალხს და უხაროდა, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც მაინც იყო ბედნიერი და ვიღაცას მაინც არ ექნებოდა პრობლემა სახლში მისვლის შემდეგ - დღეს რა ვჭამო, რომ ხვალაც ვიცოცხლოო...



3
456
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
456
  
2016, 2 აგვისტო, 22:22
სტატიის დასაწყისში შეცდომითაა მოხსენიებული შეკვეთილი აჭარად... რამეთუ ის გურიას ეკუთვნის ადმინისტრაციულად და მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ ამას და შინაარს მიაქციეთ ყურადღება, შინაარსს :) თორეე კვარიათია, შეკვეთილია, აჭარაა თუ გურიაა... უკან დაგჩებათ მალე ყველაფერი!!!
2016, 2 აგვისტო, 9:47
30 ივლისი, საქართველო, აჭარა, სოფელი კვარიათი, "შავი ზღვის არენა"(???) ეს ახალია რამე? მე გურიაში ვიცოდი, სოფელ შეკვეთილში
2016, 1 აგვისტო, 20:38
მაგარი, უმაგრესი სტატია!!!
0 1 3