სიახლეები "მერსედესმა" მომავლის უპილოტო ავტობუსი გამოსცადა(ვიდეო) 2016, 29 ივლისი, 21:03 ![]() ავტობუსი შეიქმნა Mercedes-Benz Citaro-ს ბაზაზე, აღჭურვილია 6 ცილინდრიანი 300 ც/ძ-იანი ძრავით. Future Bus -ის შიდა სივრცე მთლიანად ფუტურისტულია და ადგილები დაყოფილია ზონებად, იმისდა მიხედვით რამდენი ხანი მოუწევს ადამიანს მგზავრობა. ![]() ახდენს წინაღობების, შუქნიშნების, გზაჯვარედინების და ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელების იდენტიფიცირებას.დამონტაჟებული აქვს 10 კამერა, 3D ხედვით, რომლებიც მოკლე და შორ დისტანციებზე კომბინირებულად ახდენენ 200 მეტრის მანძილზე სისტემის ინფორმირებას მოძრაობაზე. ![]() ავტობუსის მაქსიმალური სიჩქარე 70 კილომეტრია, თუმცა ინჟინრები აპირებენ მომავალში გაზარდონ სიჩქარე. ![]() Future Bus-ის ტესტირება ამსტერდამში მოხდა.20 კილომეტრიანი მონაკვეთი მანქანამ წარმატებით გაიარა, აბსოლუტური სიზუსტით დაიცვა მოძრაობის წესები, ჩერდებოდა გაჩერებაზე, შუქნიშანთან, გააატარა ქვეითად მოსიარულეები.საჭიროების შემთხვევაში მძღოლს საშუალება აქვს გამორთოს ავტოპილოტი და ავტობუსის მართვა თავის ხელში აიღოს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია Future Bus -ის გერმანიის გზებზე გამოცდა. 267 3-ს მოსწონს 1-ს არა
|