სხვა უნიკალური ნივთები, რომლებიც ეგვიპტის ფარაონის - ტუტანხამონის აკლდამაში აღმოაჩინეს 2016, 29 ივლისი, 8:39 მზით გადამწვარი, ყველასათვის კარგად ცნობილი ''მეფეთა ველი'' არანაირ იმედს არ უტოვებდა არქეოლოგებს ახალი აღმოჩენებისათვის, რადგან მრავალჯერ იყო გადათხრილი და გადაქექილი სიძველეთა მოყვარულების, განძის მაძიებლების და უბრალოდ, ცნობისმოყვარეების მიერ. ხელშეუხებელი მხოლოდ მიწის პატარა მონაკვეთი იყო დარჩენილი რამზეს VI-ის აკლდამასთან ახლოს და სწორედ აქ იპოვა კარტერის ექსპედიციამ ის საკრალური 12 საფეხური, რომელსაც მიწის ქვეშ კარგად შენიღბული, ბეჭედდასმული სამარხისაკენ მიჰყავდა არქეოლოგები და რომლის მიღმაც ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფარაონის - ტუტანხამონის აკლდამა მდებარეობდა.
ტუტანხამონი (ამონის ცოცხალი ხატება), თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) (ძვ. წ. 1355 — ძვ. წ. 1337) ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი იყო ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი ტუტანხატონი ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის. ეგვიპტის ყველაზე ახალგაზრდა ფარაონი 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამარხს საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ, მაგრად უშედეგოდ. ბედმა ეს დიდი პატივი ინგლისელ მეცნიერს და არქეოლოგს ჰოვარდ კარტერს არგუნა. მან ფარაონის სამარხი 1922 წელს აღმოაჩინა. კარტერმა ხუთი წელი სამარხის ძიებას, ათი წელი კი განძის ამოღებას მოანდომა. ტუტანხამონის საფლავის და მასში არსებული გასაოცარი განძეულის პოვნამ ისეთი აჟიოტაჟი და ინტერესი გამოიწვია, რაც არცერთ არქეოლოგიურ აღმოჩენას არ მოჰყოლია. ''მეფეთა ველისაკენ'' ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა, გაზეთების ფურცლები აჭრელებული იყო სამარხში ნაპოვნი ნივთების ჩამონათვალით, გავრცელდა ათასგვარი ჭორი და მითქმა- მოთქმა იქ ნაპოვნ ზღაპრულ სიმდიდრეზე. მაინც რა ნივთები იპოვეს არქეოლოგებმა ტუტანხამონის საფლავში?– ამას დღევანდელ პოსტში შეიტყობთ. 1. ოქროს დიადემა ეს დიადემა ფარაონის პარიკს იჭერდა ცერემონიების დროს, ხოლო მის ცენტრში გამოსახულ ქალღმერთ ნეჰბეთს ის საიქიო ცხოვრებში უნდა დაეცვა. 2. სამაჯური ხოჭოს გამოსახულებით ეს იყო ოქროს სამაჯური, რომლის ცენტრში გამოსახული იყო ხოჭო-ამომავალი მზის სიმბოლო. 3. სათამაშო მაიმუნი ეგვიპტელი ფარაონების ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი სათამაშო. 4. საბავშვო ბზრიალა 5. სათამაშო ჩიტი ჩიტი ხისაგან იყო გამოთლილი და შემდეგ შეღებილი. 6. ტუტანხამონის საჩრდილობელი საჩრდილობელი ეგვიპტელი ოსტატების მიერ შექმნილი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. 7. ტუტანხამონის სამი სარკოფაგიდან ერთ-ერთი ხის სარკოფაგი დაფარული იყო ფურცლოვანი ოქროთი და ინკრუსტრირებული ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით. 8. პექტორალი ამომავალი მზის გამოსახულებით მზის ნავზე მდგარ ხოჭოს უჭირავს სერდოლიკის დისკი, რომელიც ამომავალი მზის სიმბოლოს წარმოადგენს. 9. პაპირუსისაგან მოქსოვილი სანდლები სამარხში ნაპოვნი იქნა ასი წყვილი ასეთი სანდალი. 10. ქალღმერთი მენკარეტი, რომელსაც ტუტანხამონის სტატუა უჭირავს 11. ტუტანხამონის ხმალი ბრინჯაოს ხმალი ცერემონიებისათვის. ხმლის ბასრ მხარეზე ამოტვიფრული არის ლოტოსის ყვავილი 12. ტუტანხამონის თავი ხისაგან გამოჭრილი და შეღებილი თავი თითქოს ლოტოსის ყვავილიდან იზრდება 13. ტუტანხამონის ბუმერანგი სპილოს ძვლისაგან დამზადებული სარიტუალო ბუმერანგი 14. ბისერებით ამოქარგული სანდლები 15. სანდლები ოქროს მძივებით 16. ტუტანხამონის ოქროს სანდლები 17. სამაჯური ხოჭოთი 18. ბავშვის სავარძელი 19. ტუტანხამონის სათამაშო დაფა დაფა დამზადებულია შავი ხისაგან და ინკრუსტრირებულია ოქროთი. 20. მცირე ზომის სარკოფაგი, რომელშიც ფარაონის შინაგანი ორგანოები ინახებოდა 21. ფარაონის საპარადო ფარი ფარზე გამოსახულია, თუ როგორ ხოცავს ფარაონი თავის მტრებს 22. ტუტანხამონის ალებასტრის კიდობანი მასში ინახებოდა ფარაონის შინაგანი ორგანოები. 23. ოქროს დანა და ხანჯალი 24. ფარაონის ორთვალა სამარხში ნაპოვნი იქნა ექვსი ასეთი ორთვალა. 25. ოქროს კულონი ხოჭოთი 26. კიდევ ერთი კულონი ხოჭოთი 27. სარიტუალო ლარნაკი 28. ფარაონის ნავის მოდელი 29. ქალღმერთის მოოქროვილი სტატუა 30. საყრდენი ტუტანხამონის თავისათვის საყრდენს უნდა დაეჭირა მძინარე ფარაონის თავი. 31. ტუტანხამონის საწოლის დეტალი, წმინდა ხარი - აპისის თავი 32. ტუტანხამონის საწოლის დეტალი, მითიური არსება ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძვირფასი ნივთებისა, რომლებიც ეგვიპტის ახალგაზრდა ფარაონის სამარხში აღმოაჩინეს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მათ ამოღებასა და გასუფთავებას არქეოლოგებმა წლები მოანდომეს. უნიკალური ნივთების დიდი ნაწილი ეგვიპტისა და ლონდონის მუზეუმებში ინახება. 1217 12-ს მოსწონს
|