საზოგადოება "ჩემო! თუ ნახავ გევედრები, გეჩოქები დაბრუნდი!"-ბათუმში მეორე დღეა დათა მღებრიშვილს ეძებენ. 2016, 26 ივლისი, 12:21 უკვე მეორე დღეა რაც ბათუმში დათა მღებრიშვილს ეძებენ. მის ფოტოს ავრცელებენ სოციალურ ქსელში მომღერალი ლიზა ყენია და ცნობილი ინტერნეტსახე გიორგი ქისტაური. ისინი საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვენ მის მოძებნაში. ლიზა ყენიამ სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ატვირთა დაკარგული ახალგაზრდის ფოტოები და ითხოვს, რომ მისი პოსტი გაავრცელონ. როგორც ფოტოებიდან ჩანს დაკარგული ბიჭი ლიზა ყენიას ძალიან ახლო მეგობარია. "ჩემო! თუ ნახავ გევედრები, გეჩოქები დაბრუნდი!" "გთხოვთ მეგობრებო გაავრცელოთ ეს ფოტო ყველაგან! დათას ბოლო ფოტოა, რომელიც დღეს 25 ივლისს გადაიღო ღამე. მთელი დღეა ვეძებთ, გთხოვთ დამეხმაროთ! დათა მღებრიშვილი. მობილური სხვას მისცა და არ გამოდის კონტაქტზე, ახლობლებს მესიჯები მიწერა და დაემშვიდობა... ბათუმშია." ასევე გიორგი ქისტაურიც ავრცელებს დათა მღებრიშვილის ფოტოს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" და დახმარებას ითხოვს: "SOS!!! მეგობრებო, ეს არის დათი მღებრიშვილი. იგი გუშინდელი დღის მერე კონტაქტზე არ გამოდის, ბათუმში ვინც ხართ, ძალიან გთხოვთ ყურადღებით იყავით და თუ სადმე შეამჩნევთ, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია. ძალიან გთხოვთ გააზიარეთ ეს პოსტი..." "ანუ სიტუაცია ცოტა სხვანაირად არის, არც იციან ცოცხალია თუ არა, ტელეფონი აჩუქა გაუჩინარების ღამეს ვიღაცას." დათა მღებრიშვილის მეგობრებმა ბათუმში პოლიციას მიმართეს, შეიტანეს განაცხადი მისი გაუჩინარების შესახებ და ბიჭის მოსაძებნად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 2577 3-ს მოსწონს
|