საზოგადოებრივი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში (+ ვიდეო) 2020, 7 დეკემბერი, 11:20
1939 წლის 19 აგვისტოს, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, სავაჭრო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვით, საბჭოთა კავშირს გერმანიისთვის, რეგულარულად, ლითონი, ნავთობპროდუქტები, ხორბლი და სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქცია უნდა მიეწოდებინა, მათ შორის, სამხედრო დანიშნულები ნაწარმიც. თავის მხრივ, გერმანიაც იღებდა ვალდებულებას, სსრ კავშირისთვის, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. ხოლო, 4 დღის შემდეგ, 23 აგვისტოს, მოლოტოვმა და რიბენტროპმა თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი. ამ საიდუმლო პაქტის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა. თუმცა სსრკ-ს ხელისუფლება თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას საზღვრებს მიღმა დარჩენილი თავისი მოქალაქეების, – უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა (იმავე წლის 1 სექტემბერს, გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდეგ, სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»). ამასთან, საბჭოთა ხელისუფლება პოლონელებს დაპირა, რომ მათ იგივე შესაძლებლობები ექნებოდათ, რაც «ინტერნაციონალური საბჭოთა ოჯახის» სხვა ხალხებს. თუმცა, რეალურად, სხვაგვარად მოხდა... გაგრძელება >>> ასე, რომ, წითელმა არმიამ, ფაშისტურ გერმანიასთან ერთად, პოლონეთის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და ერთობლივი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, პოლონეთზე გამარჯვების აღსანიშნავად, მათ ერთობლივი აღლუმი ჩაატარეს ბრესტში... არხის სხვა სიახლეები:1. უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია 2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო 6. ანეკდოტები კორონავირუსზე 2866 5-ს მოსწონს 2-ს არა
|