x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ

თუ ოცნებობთ ლამაზ ბაღზე, ერთდროულად დახვეწილზე და რომანტიკულზე, გაიხსენეთ ვარდი – პოეტების და მუსიკოსების მუზა – ყვავილების დედოფალი. მისი კეთილშობილური სილამაზე არასოდეს გავა მოდიდან.

ვარდი ხიბლს მატებს ბაღის ნებისმიერ კუთხეს და ამავდროულად აქვს მოქნილი, დამყოლი ხასიათი, რაც ნებისმიერ ლანდშაფტში მათი გამოყენების საშუალებას იძლევა.
თუ თქვენთვის პრიორიტეტული არ არის ამ მცენარის გარკვეულ ფერი და სახეობა, – ნერგების შერჩევის დროს, შეგიძლიათ ის ჯიშები აირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.


image


ადგილები, სადაც ვარდის დარგვა უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე:


1. ღობის გასწვრივ.


თუ გინდათ, რომ თქვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის გამყოფი “სიმყარე” მოხსნათ, დარგით ვარდები ღობის გასწვრივ. როდესაც მცენარეები გაიზრდება და ღობეს დაფარავს, ისეთი შდაბეჭდილება შეგექმნებათ, თითქოს ძველ ევროპაში იმყოფებით: თეთრი ვარდი ღობესთან, ძველ ევროპული მამულების მთავარი მშვენება იყო; ვარდისფერი და თეთრი – ვიქტორიანული ეპოქის დახვეწილი გემოვნების ნიმუშად დარჩა კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო წითელი და ბორდოსფერი – ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი ელემენტები იყო.


image


image

imageimage

2. სახლის შესასვლელთან.


თუ სახლის მახლობლად საკმარისად დიდი ფართობია, – შესაძლებელია სახლის შესასვლელთან, ცოცხალი კომპოზიციის შექმნა ვარდების გამოყენებით. ამასთან, ერთდროულად შეიძლება ამ მცენარის რამოდენიმე ჯიშის გამოყენება, რომ კომპოზიცია სრული და უწყვეტი იყოს. აქ მთავარია ფერების შეხამება: შეიძლება მხოლოდ ერთი ფერის შერჩევა ან მუქი ფერით დაწყება და ღია ფერით დამთავრება ან პირიქიღ – თეთრი ფერით დაწყება და ბორდოსფერით ან წითელით დამთავრება. ეს უკვე გემოვნების საქმეა.


imageimage

image


3. ბაღის ბილიკების არკებზე


საოცრებაა ბაღის ბილიკებზე სეირნობა და თან ვარდის არომატით სუნთქვა. ამის გაკეთება ყველას შეუძლია, ვისაც ბაღი აქვს. არკის საყრდენად, ჩვეულებრივ მეტალის კარკასი გამოიყენება, რომელიც დროთა განმავლობაში, მცენარის ტოტებით და ყვავილებით დაიფარება და აღარ გამოჩნდება.

image

image

imageimageimage

image


4. დასვენებისთვის განკუთვნილ მყუდრო ადგილებთან.


ვარდის ნარგავებით შეიძლება მყუდრო და ლამაზი დასასვენებელი ადგილის შექმნა ბაღის რომელიმე კუთხეში. ამის გაკეთება შეიძლება როგორც სპეციალური კარკასით, ისე კარკასის გარეშე.


imageimage

imageimage

ბაღის ვარდის სახეობები:


1. ხეივნის ვარდი.

ვარდის ეს სახეობა, ყველაზე უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელია. მართალია, ხეივნის ვარდების ყვავილის ზომა დიდი არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ ყვავილების რაოდენობა დიდია, ის ისევე ლამაზად გამოიყურება, როგორც ვარდის ბუჩქი.

imageimageimage

2. ბუჩქოვანი ვარდი.


ეს ვარდების ყველაზე ტრადიციული სახეობაა. მათთან ერთად, სხვა ყვავილების დარგვა და ბაღის უფრო მეტად გალამაზება შეიძლება.
ბუჩქოვანი ვარდების ყველაზე დიდი ღირსება – დიდი ზომის ყვავილის გვირგვინები არის. ბუჩქოვან ვარდებს ხეივნის ვარდებთან ერთად რგავენ ბილიკების გასწვრივ და ვარდის არკებთან ერთობლიობაში, ულამაზესი სანახაობა იქმნება.


imageimage


3. შტამბის (ხისებური) ვაედი.

თუ განსაკუთრებული ადგილი უნდა მიუჩინოთ ვარდს და გინდათ ხაზი გაუსვათ მათ სილამაზეს, მაშინ შტამბის ვარდი უნდა დარგათ. მათი გახარების და მოვლის პროცესი შედარებით რთულია, ვიდრე ზემოთ ხსენებული ხეივნის და ბუჩქოვანი ვარდების, მაგრამ ისეთი ეფექტური შედეგი მიიღება, წვალებად ნამდვილად ღირს.
საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ შტამბი არისტოკრატია ვარდებს შორის და ის ყოველთვის გამოსაჩენ ადგილზე უნდა იდგეს. და ბოლოს, როგორც ლანდშაფტის დიზაინერები ამბობენ, შტამბის ვარდი, მთელი თავისი სილამაზით, რომ წარსდგეს მნახველის წინაშე, მასთან ერთად კომპოზიციაში მყოფი მცენარეები, დაბალი სიმაღლის უნდა იყოს.

imageimage


ვარდის ფერი განწყობისთვის:

ყველა ადამიანი ვარდის ფერს თავის განწყობის და ხასიათის მიხედვით არჩევს. ვარდის ყველაზა პოპულარული ფერებია – წითელი, თეთრი, ვარდისფერი და ორაგულის ფერი.

image


ღობის, სახლის შესასვლელის, არკების და დასასვენებელი ადგილების გარდა, არსებობს კიდევ უამრავი ორიგინალური იდეა, ბაღისა და კარ-მიდამოს გასალამაზებლად. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახის ნაგებობები, ფიგურები, ფანტანები და კარკასები. ვარდი იმედს არასდროს გაგიცრუებთ და თქვენს ჩანაფიქრს ყოველთვის გაამართლებს.


imageimageimage

image

image

image

imageimageimageimageimageimageimage

imageimage

1
6690
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6690
  
2021, 19 აპრილი, 12:01
რა სილამაზეა... როგორ მინდა მსგავსი ბაღი მქონდეს
0 1 1