საზოგადოება "ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა..."-ანანო ბაკურაძე ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე-"ეროვნული ზეიმი ეროვნულ გლოვად აქციეს."(+ვიდეო) 2016, 15 ივლისი, 13:45 ![]() საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე იქ მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება. იგი ამჟამად საქართველოში იმყოფება, მაგრამ მეგობრებისგან იგებდა იმ საშინელი ტრაგედიის ამბებს, რაც ნიცაში დატრიალდა. როგორც გოგონა აღნიშნავს, ჯერ მედიაშიც კი არ იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანანოსთვის უკვე ცნობილი იყო იქ განვითარებული მოვლენები და ყოველ ახალ ინფორმაციას ფრანგი მეგობრების თხოვნით ავრცელებდა: "ტერორისტული აქტი ნიცაში! უკვე 10 ადამიანია გარდაცვლილი, სანაპიროზე დიდმა სატვირთო მანქანამ გადაუარა ხალხს და ცეცხლი გაუხსნა!!!!!!!! 14 ივლისს, 14 ივლისს! ჯერ მედიასაც კი არ გაუვრცელებია, ჩემი მეგობრები მწერენ იქიდან, კიდევ ისმის სროლის ხმაო!!" ![]() ![]() ამ დროისთვის ესაა სრული ინფო." ![]() ამ დროისთვის უკვე 50 გარდაცვლილი!" ![]() ასი კაცი მწერს ვეღარ გპასუხობთ... მე თბილისში ვარ... არ ვარ სამწუხაროდ ნიცაში, ეხლა ყველაზე მეტად მინდა იქ ყოფნა..." ![]() ![]() ახლა ცოტა ხანს მეძინა და რომ გავიღვიძე მივხვდი რომ ჩემს ქალაქშიც ჩამოაღწიეს ამ ლაჩრებმა, ყველაზე სულმოკლე არსებებმა... ყველაზე საშინელება და ტრაგედია ის არის, რომ ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა, ვერ ვჩერდები რომ მახსენდება შეიძლება მეც, ნუციც და მათ გარდა მილიონი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იქ ყოფილიყო, უფრო მეშინია. მათაც ეს უნდათ გვეშინოდეს... ხოდა გვეშინია უკვე, მე მართლა მეშინია, ისე რომ კიდე დიდ ხანს ვერ ჩავალ იქ, მითუმეტეს იმის მერე რაც ვნახე... ჩემი ჯგუფელი გოგოები... ეროვნული ზეიმი ეროვნულ გლოვად აქციეს. მეტი რაღა უნდა ქნან, ადრე რიცხვებს მაინც არ ამთხვევდნენ, ახლა უკვე ყველაფრის განადგურება დაიწყეს, ყველაფერი იმისი რაც საფრანგეთისთვის ღირებულია, ფრანგებისთვს ძვირფასი." ![]() ![]() ბოლო მონაცემებით ტერაქტის შედეგად დაღუპულია 84, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.... ![]() ![]() ![]() ![]() 743 2-ს მოსწონს
|