სიახლეები მოულოდნელი ნაბიჯი-ლეგენდარული "ჟიგული 2001" ისევ ბრუნდება 2016, 15 ივლისი, 9:59 ![]() ლეგენდარული პირველი"ჟიგულის" მოდერნიზებული ვარიანტი მართლაც დაბრუნდება და იგი მიძღვნება მის 50 წლიან იუბილეს.თანამედროვე ВАЗ 2101 -ს ქარხნის ახალი ინდექსით 2020 წლამდე იხილავს მომხმარებელი. პორტალ "АвтоВзгляд"-ს ვოლჟკსის ავტოქარხნის პრეს-ცენტრში ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს, როგორც ირკვევა ავტომობილს დაამზადებს ტოლიატის ქარხნის ერთ-ერთი შვილობილი, თუმცა ლიმიტირებული ტირაჟით. სხვათა შორის ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ცნობილი "კლასიკური" მოდელის ახალ ვარიანტში წამყვანი ლილვი წინა პლატფორმაზე იქნება განთავსებული და ამასთანავე ჩადგმული ექნება ე.წ. "მარდი ძრავა" 1, 8 ლიტრი მოცულობით. რა თქმა უნდა პერსპექტიულ ახალ მოდელს მხოლოდ გარეგნული მსგავსება ექნება ორიგინალთან. ![]() შეგახსენებთ, იტალიური Fiat 124-ის(რომელიც 1967 წელს "წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს")ბაზაზე ვოლჟსკის ავტოქარხანის კონვეირიდან პირველი ავტომობილი ВАЗ-2101(იგივე Lada 1200, Lada 1300, Lada 1200S, )1970 წელს ჩამოვიდა.მისი წარმოება 1988 წლამდე გრძელდებოდა. მთლიანად მთელს მსოფლიოში გაყიდულია 22 700 000 ავტომობილი(აქედან 17, 6 მლნ."ჟიგული"/ლადა და დანარჩენი Fiat -124, 125.)რითაც "ჟიგულს"მე-4 ადგილი უკავია მსოფლიოს ყველაზე დროის ყველაზე გაყიდვად ავტომობილების რეიტინგში. 2170 5-ს მოსწონს 1-ს არა
|