სხვა უკრაინელი "ჰალკი" 2016, 14 ივლისი, 14:03 32 წლის უკრაინელი ბოდიბილდერი და ყოფილი ჩემპიონი მკლავჭიდში, Denis Cyplenkov ცნობილია არა მხოლოდ მისი წარმოუდგენელი ძალის წყალობით, არამედ იმითაც, რომ მას აქვს უზარმაზარი ხელები და უცნაურად განვითარებული ტანი, რის გამოც რეალურ "ჰალკთან" ასოცირდება.
Cyplenkov დაიბადა Krivoy Rog-ში (უკრაინა), სადაც ბავშვობაში და თინეიჯერობის წლებში მონაწილებოდა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. თავდაპირველად იგი ვარჯიშობდა მძლეოსნობაში. რამდენიმე წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შემდეგ მისი უზარმაზარი ძალა და პოტენციალი არ დარჩა შეუმჩნეველი და მან დაიწყო მკლავჭიდზე ვარჯიში. 2010 და 2011 წლებში მან მოიგო Nemiroff World Cup, რომელიც მკლავჭიდში უმსხვილეს საერთაშორისო ტურნირად ითვლება. Cyplenkov-ს ეკუთვნის ყველაზე დიდი ბიცეფსის რეკორდი. მისი ბიცეფსის გარშემოწერილობა 64 სანტიმეტრია. მას ასევე ეკუთვნის ყველაზე ძლიერი კაცის ტიტული (რატომღაც მხოლოდ რუსეთში). ამ ადამიანის მაჯის ზომა კი 24 სანტიმეტრს აღწევს. მის სხეულს შტამბეჭდაობას მისი დიდი ზომები აძლევს. მისი ნეკა თითი კი ჩვეულებრივი ადამიანის ცერა თითზე ორჯერ უფრო სქელია. მას თავისი გიგანტური ხელებისა და მკლავების გამო ხშირად ადარებენ "ჰალკს". სწორედ ამ ფაქტით აიხსნება მისი წარმატებული კარიერა მკლავჭიდში. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც Denis Cyplenkov-ის ფოტოებს ნახულობენ, მას Photoshop-ის ქმნილებად მიიჩნევენ, მაგრამ რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ეს ადამიანი საკუთარი უჩვეულო აღნაგობით რეალურად არსებობს. 290 1-ს მოსწონს
|